რატომა ვართ, ძმანო
ასე ძალიან მიდრეკილნი ცოდვებისაკენ? ეს იმიტომ, რომ მათ შედეგებს არ ვუფიქრდებით.
ჩვენთვის მთავარია, ცოდვის ხანმოკლე სიტკბოება ვიგემოთ, და იმას იქით სხვა ვერაფერზე
ვეღარ ვფიქრობთ. „ეჰ, არაუშავს, ყველაფერი ჩაივლის, ღმერთი ყველაფერს გვაპატიებს,"
- ვამბობთ და...
ჩვენი საუკუნის ადამიანები ხშირად უგულებელჰყოფენ ეშმაკისაგან
მომავალ ცდუნებებს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ეშმაკს მათზე არავითარი გავლენა
არა აქვს, რომ ის მათ ვერ შეაწუხებს და საერთოდ, არ ღირს, ეშმაკეული ცდუნებებისა გჯეროდეს.
სწორად განსჯიან თუ არა ისინი?...
ადამიანმა, რომელმაც უმძიმესი ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ
შემდეგ ცრემლებით ჩამოირეცხა, გულწრფელად მოინანია და მყარად დაადგა გამოსწორების გზას,
არასდროს აღარ უნდა იფიქროს, რომ წარსულ მძიმე ცოდვებს უფალი აღარ მიუტევებს და თავისი
გულმოწყალების ღირსად მას არასოდეს გახდის. დაე, მან იცოდეს, რომ...
წმინდა წერილის კითხვის
მოყვარენი ხშირად სრულიად ურიდლად შეუდგებიან ხოლმე მის სიტყვათა განმარტებას. არ გირჩევდით,
ძმანო, ამის კეთებას. ღვთის სიტყვა მრავლად შეიცავს ბოლომდე გაუცხადებელს, იდუმალს,
მინიშნებულს და გამოუცნობს, და მის განმარტებას წმინდა მამათაგანაც კი...
უფლის სიტყვა ამბობს,
რომ ბოროტისკენაა
მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე (დაბ. 8, 21), ანუ ჩვენ ბოროტისკენ უფრო ვართ მიდრეკილნი, ვიდრე სიკეთისკენ.
მაგრამ საღვთო განგება ჩვენი ზნეობრივი წახდენის ჟამსაც კი...
წმ. ბასილი თავის სიტყვაში ნაყროვანებასა და ლოთობაზე,
სხვა მრავალთან ერთად, ამბობს: „რაოდენ შერცხვენის და ძაგების ღირსნი არიან ისინი,
ვინც დათრობას არ იშლიან! ლოთობა ხომ ყოველი საძაგელი საქმისა და ჭუჭყის მშობელია."
შევჩერდეთ ძმანო, მღვდელმთავრის ამ სიტყვებზე და დღეს ჩვენს...
მშვიდობის დამყარებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ
ჩვენ განვერიდოთ უთანხმოებისა და შუღლის საბაბს. შეძლებისამებრ, უნდა ვეცადოთ,
სხვასაც არ ჰქონდეს ჩვენთან მტრობის სურვილი. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?
საზოგადოდ, შეიძლება ითქვას, არ არის მკაფიოდ განსაზღვრული წარმოდგენა რიცხვ 666-ზე და მის მნიშვნელობაზე. როგორ მიმართებაში უნდა ვიყოთ ამ ციფრთან და ანტიქრისტეს ბეჭედთან ქრისტიანები? მიზეზი საზოგადოების გაუთვალისწინებლობისა და უყურადღებობისა ამ საკითხის მიმართ, გახლავთ სრული რელიგიური გაუნათლებლობა. მრავალ ქრისტიანს საერთოდ არ წაუკუთხავს ამ თემაზე შესაბამისი განმარტებითი ლიტერატურა, რომელთა შეძენა დღეს პრობლემას არ წარმოადგენს.
რომის პაპმა იოანე-პევლე II-მ თავისი ყოველწლიური მიმართვა ინტერნეტს მიუძღვნა. ეს მიმართვა მან მსოფლიოს ურთიერთობის დღისათვის მოამზადა, რომელსაც კათოლიკური სამყარო 12 მაისს აღნიშნავს. იოანე-პავლე II თავის მიმართვაში "ინტერნეტს, წმიდა წერილის ქადაგების ახალი საშუალება" უწოდა. მიმართვა 24 იანვარს გამოქვენდა, რათა კათოლიკური მრევლი თავიდანვე გაეცნოს მას. თავად რომის პაპს არაერთხელ უთქვამს, რომ ტექნოკრატიის აქტიური მოწინააღმდეგეა.
მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანი, როგორც წესი, შინაგანი გამოცდილებით ხვდება, თუ როგორ ტანსაცმელი უნდა ჩაიცვას. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტი ეკლესიური ადამიანი არ წარმოაჩენს თავის "მართლმადიდებლობას".
დღეს მომხმარებლის არჩევანზე უდიდეს გავლენას ინფორმაციის მასობრივი საშუალებები ახდენს. ტელევიზორის გამოგონების შემდეგ მისი მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა. დღეს მრავალი ოჯახი ძირითადად მოთხოვნილების ნორმებს სწორედ ტელევიზიის მეშვეობით არკვევს.