განა შეუძლია ზღვაში კუნძულს შეაჩეროს ტალღები, რომლებიც მას ურტყამენ? ამის მიუხედავად, კუნძული ტალღებს ეწინააღმდეგება. ასევე ჩვენ არ შეგვიძლია ზრახვების შეჩერება, მაგრამ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა მაინც ძალგვიძს.
* * *
მზაკვარ აზრს ისევე არ უნდა მისცე სულში გაზრდის საშუალება, როგორც ბალახს - ბოსტნეულის კვალში.
წმიდა ეფრემ ასური
* * *
გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისაგან მოდის.
იგავნი სოლომონისა, თ. 14-15
* * *
ვერც ბოროტ ზრახვებს დაამარცხებს მათი გამომწვევი მიზეზების გარეშე და ვერც მიზეზებს - ზრახვების გარეშე ის, ვინც მათთან ბრძოლას ეწევა. ვინაიდან, თუ ერთს უარვყოფთ, მცირე ხნის შემდეგ მეორის საშუალებით ორივეს მიერ ვიქნებით დაპყრობილნი.
* * *
ზრახვების უთანასწორობა ჩვენში განსაკუთრებულ ცვლილებებს იწვევს, რამეთუ ღმერთმა თანაზომიერად გაყო უნებური ნებაყოფლობითისაგან.
* * *
როგორც თითოეულ ხილულ საგანს ღმერთმა საკუთარი ბუნება განუჩინა, ასევე - ადამიანის ზრახვასაც, გვსურს თუ არა ეს ჩვენ.
წმინდა მარკოზ განშორებული
* * *
ზრახვის გაჩენა კი არ არის ცოდვა, არამედ - გონების მეგობრული საუბარი მასთან.
* * *
ნურასდროს იფიქრებ, რომ არად ჩააგდო ზრახვები, რამეთუ არანაირი აზრი უფლისაგან დაფარული არ დარჩება.
* * *
როგორც გამოუცდელი ხბო მიიჩქარის ბალახისაკენ და უფსკრულით გარშემორტყმულ ადგილას აღმოჩნდება, ასევე ემართება სულს, რომელიც ნელ - ნელა იხიბლება ზრახვებით.
* * *
ქარის მოძრაობის გარეშე ღრუბლები არ წარმოიქმნება; ასევე არ გაჩნდება ცოდვა ზრახვების გარეშე.
წმიდა მარკოზ მოსაგრე
* * *
თუ ცოდვებს განვაგდებთ, ცოდვასაც ამოვძირკვავთ. ზრახვებიდან წარმოიშვება ცოდვა, როგორც ფესვიდან - ხე, ანდა თესლიდან - ნაყოფი. ამოძირკე ფესვი და ხე არ იქნება; გაანადგურე თესლი და ნაყოფი არ გაიზრდება.
* * *
უფრო უსაფრთხოა, თუ სახლში მტერს არ შეუშვებ, ვიდრე - შემოუშვა და შეებრძოლო მას.
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * *
იმისთვის კი არ განვიკითხებით, რომ ჩვენში ზრახვები შემოდის, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ მათ ცუდ მიმართულებას ვაძლევთ.
წმიდა ბარსანოფი დიდი
* * *
მზაკვარი აზრები სხვა აზრებით განაგდე.
წმიდა ნილოს სინელი
* * *
ჩვენ თითქმის ყოველთვის მონები ვართ საკუთარი ზრახვებისა, რომლებიც გვეჭრება გონებაში და გვინაგვიანებს მას უსარგებლო, ფუჭი, მავნე წარმოდგენებითა და მოგონებებით. აზროვნების სწორ და მშვიდ სვლაში იჭრება ხელისშემშლელი აზრები, მოგონებები და წარმოდგენები.
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი