თეთრი გოგონებითა და ჭაბუკებით ვაჭრობა ძველ დროშიც კი საშინელ დანაშაულად მიიჩნეოდა, ალბათ დიდ გამჭრიახობას არ მოითხოვს იმის გაგება, თუ რა მიზანს ემსახურება ეს უმსგავსობა.
ცნობილია, რომ ირანი, თურქეთი, ისრაელი და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები სექსუალური ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი.
თეთრი მონობა მეტწილად ეკონომიკური კრიზისების დროს ხორციელდება. საგანგებოდ მომზადებული ქალბატონები აგიტაცია - პროპაგანდით, სიცრუით, მომხიბვლელი ფრაზების კორიანტელით (ხშირად ძალის გამოყენებითაც) არწმუნებდნენ სიდუხჭირეში მყოფ ოჯახებსა და მათ შვილებს, რომ საზღვარგარეთ მათ ელით უზრუნველყოფილი, ლამაზი ცხოვრება, მრავალი წამოეგო ამ ანკესზე. შედეგი ისაა, რომ ათასობით გაუბედურებული გოგონა თავის ცხოვრებას საროსკიპოებში ასრულებს.
ძირითადი სავაჭრო ტერიტორია აღმოსავლეთ ევროპაში მოიაზრება. (მეტწილად სლავური ქვეყნები). ცნობილია, მაგალითად ყოფილი საბჭოთ აკავშირის ტერიტორიაზე უკრაინის რესპუბლიკის შსს_ს ოფიციალური ცნობა - დაახლოებით 400 000 ახალგარდა, 30 წლამდე ქალი 10 წლის განმავლობაში გაიყვანეს ქვეყნიდან და ეს მხოლოდ უკრაინის სტატისტიკაა! (მაიკლ სპექტრი. Работарговцы соблазияют славянских женщин. გაზ. ”თაიმსი” 11.01.98).
აქ დროული იქნება ჩვენი ბედრკული სამშობლოს ისტორიის გახსნებაც. თუ ადრე ქართველი ქალებით ვაჭრობა ძალადობის, გატაცების გზით ხდებოდა, დღეს ამ მოვლენამ უფრო „დახვეწილი" ფორმები მიიღო. იგი „ტრეფიკინგად" იქნა მონათლულ თანამედროვე საბურველშია გახვეული. ტრეფიკინგის მსხვერპლნი ძირითადად ახალგაზრდა ქალბატონები არიან. ისინი დაპირებისამებრ ელოდნენ სამუშაოს, საზღაურს, მაგრამ... მოატყუეს. ორგანიზებული დანაშა-ულის უზარმაზარ კრიმინალურ ტალღაში უსაბუთოდ, უიმედოდ ტივტივებენ მწარედ გაწბილე-ბულნი, შერცხვენილნი...
ასე გრძლედება უძველესი „თეთრი მონობა". კაცთა მოდგმა დღემდე მისდევს ამაზრზენ ცოდვას...
ტექსტი მოამზადა: + დეკანოზმა კონსტანტინე(ჯინჭარაძემ)