ჩვენს შორის, ძმებო,
საკმაოდ ბევრი უსაქმურია, ვინც სხვის ხარჯზე ცხოვრობს. იპოვის ასეთი კაცი ვინმე კეთილს,
მიეტმა-სნება მას და სარგებლობს მისი სიკეთით. ამ დროს იგი თავისი კეთილისმყოფელის მიმართ
მოვალეობას ვერ გრძნობს, არც ფიქრობს იმაზე, რომ ცოცხალი, ჯანმრთელი კაცის უსაქმოდ
ყოფნა და სხვის ხარჯზე ცხოვრება, დიდი ცოდვაა. ამ უკანა-სკნელზე ქვემოთ ვიმსჯელებთ,
ახლა მოდით, ვკითხოთ ასეთ უსაქმურებს, როდესაც ახლობლების ხარჯზე ცხოვრობენ, აქვთ თუ
არა მათ მიმართ რაიმე პასუხისმგებლობა, აღასრულებენ თუ არა რაიმე მოვალეობას მწყალობელთა
წინაშე? ასეთი ხალხი-საგან...