ერთხელ სატანამ ხუცესის სახე მიიღო და მოსაგრე იოანეს მიადგა, თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ჩქარობდა და მის ზიარებას აპირებდა, მაგრამ ნეტარი იოანე ბოროტს განზრახვას მიუხვდა და უთხრა: „ყოველგვარი სიცრუის, უსამართლობისა და ბოროტების მამავ! შენ არ კმაყოფილდები იმით, რომ გამუდმებით აცდუნებ ქრისტიანთა სულებს და წმინდა საიდუმლოების შეურაცხყოფასაც ბედავ?" მაშინ ეშმაკმა უპასუხა: „შენი ცდუნება ვერ შევძელი, თუმცა მსგავსი ხერხით შენი ერთ-ერთი ძმა უკვე ვაცდუნე, გონება დავუბნელე და ჭკუიდან შევშალე. მრავალი წმინდა მამა ლოცულობდა მისთვის და გაჭირვებით მოახერხეს მისი გონს მოყვანა". ამის შემდეგ სატანა გაუჩინარდა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"