მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > აბბა იოანეს თითქოსდა მის საზიარებლად მისული დემონი ხუცესის სახით გამოეცხადა
აბბა იოანეს თითქოსდა მის საზიარებლად მისული დემონი ხუცესის სახით გამოეცხადა24-06-2020, 15:26 |
ერთხელ სატანამ ხუცესის სახე მიიღო და მოსაგრე იოანეს მიადგა, თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ჩქარობდა და მის ზიარებას აპირებდა, მაგრამ ნეტარი იოანე ბოროტს განზრახვას მიუხვდა და უთხრა: „ყოველგვარი სიცრუის, უსამართლობისა და ბოროტების მამავ! შენ არ კმაყოფილდები იმით, რომ გამუდმებით აცდუნებ ქრისტიანთა სულებს და წმინდა საიდუმლოების შეურაცხყოფასაც ბედავ?" მაშინ ეშმაკმა უპასუხა: „შენი ცდუნება ვერ შევძელი, თუმცა მსგავსი ხერხით შენი ერთ-ერთი ძმა უკვე ვაცდუნე, გონება დავუბნელე და ჭკუიდან შევშალე. მრავალი წმინდა მამა ლოცულობდა მისთვის და გაჭირვებით მოახერხეს მისი გონს მოყვანა". ამის შემდეგ სატანა გაუჩინარდა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |