მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ამ უსაყვარლეს სულს შენ გიძღვნი უფალო!

ამ უსაყვარლეს სულს შენ გიძღვნი უფალო!


8-11-2013, 00:09

ამ უსაყვარლეს სულს შენ გიძღვნი უფალო!

 

   ყოველი კვერექსის შემდეგ მღვდელი მოუწოდებს ხალხს, მთლიანად მიენდონ უფალ იესო ქრისტეს. იგი აცხადებს: ,,თავი თვისი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი  ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ’’. ხალხი კი ამაზე პასუხობს: ,,შენ, უფალო!’’

   ეს ძალზე მნიშვნელოვანი სიტყვებია. იგი ადამიანის ცხოვრების ყველა გარემოებას  შეიძლება  მივუსადაგოთ:

   როცა ჯანმრთელი ხარ და საქმეშიც წარმატებული, მიმართე გული შენი ღვთისაკენ და უთხარი: ,,გმადლობ, შენ, უფალი!’’

   როდესაც ადამიანები პატივს მოგაგებენ და გაქებენ, უთხარი შენს თავს: ,,მე ამას არ ვიმსახურებ, ეს მე არ მეკუთვნის, არამედ შენ, უფალო!’’

   როდესაც შვილებს სამუშაოზე, სკოლაში ან არმიაში ისტუმრებ, სახლის ზღურბლზე აკურთხე ისინი და თქვი: ,,შენ განდობ მათ, უფალო!’’

   როდესაც ადამიანთა შურით, ან მეგობართა ღალატით იძლევი, სულით ნუ დაეცემი და მწუხარებას  ნუ გაიჩერებ გულში, არამედ თქვი: ,,ყველაფერ ამას შენ მსჯავრსა და  განმართლებას ვანდობ, უფალო!’’

   როდესაც შენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის კუბოს გაჰყვები, მტკიცედ იარე! თითქოს საუკეთესო მეგობრისთვის ძღვენი მიგქონდეს და თქვი: ,,ამ უსაყვარლეს სულს შენ გიძღვნი, უფალო!’’

   როდესაც დემონური განსაცდლების შავი ღრუბლები - ტანჯვანი და სნეულებანი შეგავიწროებენ, გულს ნუ გაიტეხ, არამედ თქვი: ,,მეოხებისა და წყალობისათვის შენ მოგმართავ, უფალო!’’

           როდესაც სიკვდილის ანგელოზი დადგება შენს საწოლთან, ნუ შეშინდები: ,,ის შენი მეგობარია, მაგრამ საწუთროსთან განშორებისას თქვი: ,,შენს ხელთ შევვედრებ ჩემს გვემულ სულს, უფალო!’’

                                                                            

 

წმ. ნიკოლოზ სერბი


უკან დაბრუნება