მთავარი > საცდურები, მაგია, მისნობა, ჯადოქრობა, მთავარი გვედის ფოტო > კაბალა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

კაბალა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


23-05-2023, 22:23

 

 

 

   მრავალ თანამედროვე მისტიკურ სწავლებას საფუძვლად კაბალა უდევს. ეს საიდუმლო სწავლება კაბალა, ჩვენი წელთაღრიცხვის მიჯნაზე, მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე მწიგნობარ ებრაელთა წრეში გაჩნდა. კაბალა გამსჭვალულია იმ პერიოდის სხვადასხვაგვარი იდეით. მასში ვპოულობთ მსგავსებას ბუდიზმთან, ელინურ ფილოსოფიასთან,  ეგვიპტურ და ქალდეურ მაგიასთან.

   შემდეგში კაბალა საფუძვლად დაედო უამრავ "საიდუმლო სწავლებას", — დაწყებული, პირველი ქრისტიანული ერესებიდან თუ გნოსტიციზმდან, ვიდრე შუა საუკუნეობრივ ასტროლოგიამდე, ალქიმიამდე და თანამედროვე მაგიამდე.

   კაბალისტები მიიჩნევენ, რომ მოსემ თორაში (მოსეს ხუთწიგნეულში - ავტ.) გაუნათლებელთათვის დაფარა ,,საიდუმლო ცოდნა" მატერიალური და სულიერი სამყაროს შექმნის, სულიერ სამყაროში შეღწევისა და მოქმედების შესახებ. კაბალა ებრაელების ყველაზე გასაიდუმლოებული სწავლებაა. ის მასწავლებლიდან მოწაფეს მხოლოდ ხანგრძლივი შემოწმების შემდეგ გადაეცემოდა.  ყველა იმ პირს, ვისაც შეხება ჰქონდა კაბალასთან, კატეგორიულად ეკრძალებოდა უმნიშვნელო დეტალის გამხელაც კი!

  მაგრამ რა ხდება დღეს? "საიდუმლო სწავლება", აქამდე ესოდენ მიბურუსებული ებრაელთა მიერ, ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა. კაბალისტები მიიჩნევენ, რომ ახლა ,,მოქმედების დრო დადგა"- "საიდუმლო სწავლების" ფართო მასებში გავრცელება დააჩქარებს "მესიის" მოსვლას. (მართლმადიდებლური სწავლებით რომ ვთქვათ, ანტიქრისტეს გამოჩენას  ავტ.). კაბალა თავიდან ბოლომდე საიდუმლო ნიშნებზეა აგებული. კაბალისტი სულიერი მოქმედების შესწავლის დროს შესაბამის მიკროგამოსხივებებს იღებს. ეს გამოსხივება, მისი აზრით, განწმენდს და ამზადებს სულს შინაგანი ენერგიების მისაღებად, რაც სიამოვნების განცდას იწვევს. (ჩვენთვის იოლი წარმოსადგენია, თუ რა "გამოსხივება" მოქმედებს მათ სულზე. შეადარეთ მაგიურ სწავლებებს - ავტ.).

     სიამოვნების განცდა - არა მხოლოდ ძირითადი არსი, არამედ ცხოვრების მიზანია კაბალისტისათვის. სულიერი სიამოვნების მატერიალურით ჩანაცვლება კაბალისტებს ღვთისგან განშორებად მიაჩნიათ. კაბალა ასწავლის სულის სხვა სულებში გადასახლებას, რომლის დროსაც ადამიანის ნამოქმედარი თავის კვალს ტოვებს შემდგომ თაობებზე.

    კაბალა უარყოფს ადამიანის თავისუფალ ნებას. ყოველი ადამიანი საკუთარი ნებელობით თუ ტანჯვით, ამ ცხოვრებაში ან შემდეგში, კეთილი თუ ბოროტი გზით, მიაღწევს ნეტარ ცხოვრებას. განსხვავება მხოლოდ გზების არჩევანშია. კაბალისტებს მიაჩნიათ, რომ ბოროტება მსოფლიო არსებობის აუცილებელი პირობაა, ისეთივე მარადიული და საჭირო, როგორც სიკეთე. კაბალისტის აზრით, ამქვეყნად ტანჯვის სანაცვლოდ მიიღებ საზღაურს; და თუ ტანჯვა სიამოვნებით ვერ კომპენსირდება, ვერ იგრძნობს ადამიანი სიხარულს. მხოლოდ სიამოვნების მიმზიდველი ძალა მართავს ადამიანს. სიამოვნების ნაირსახეობანი იკარნახება საზოგადოების ნორმებითა და გემოვნებებით. კაბალისტური პრინციპი "იცხოვრე დღევანდელი დღით და ისიამოვნე" - სარეკლამო საშუალებებით ინერგება ადამიანებში.

   თორა (მოსეს ხუთწიგნეული) იყოფა ორ ნაწილად - ღია და საიდუმლო. კაბალისტი სულიერი ვარჯიშის დროს ხუთ საფეხურს გადის. თითოეული მათგანი დამატებითი ხუთი საფეხურისგან შედგება. სულ ას ოცდახუთი საფეხურია, მათ სამყაროებს უწოდებენ. კაბალისტი მხოლოდ მის სამყაროში არსებულ ადამიანებს გრძნობს. ამავდროულად მიაჩნია, რომ უმაღლესი საფეხურის მიღწევისას, საიდუმლო ნიშნების გამოყენებით შეძლებს სხვა სამყაროში შეღწევას. მიშიხაის ("ახალი მესია", ანუ ანტიქრისტე - ავტორი.) მოსვლამდე ასოცდახუთივე დონის გადალახვა შეუძლებელია. მხოლოდ "მესიის" თაობა შეძლებს უმაღლეს საფეხურზე ასვლას და შეუერთდება შემოქმედს!

     რაბინი შიმონი წერს: "როდესაც მოახლოვდება მიშიახის მოსვლის დღეები, ბავშვებისთვისაც გაიხსნება მისი საიდუმლოებანი. ისინი შეძლებენ მომავლის გამოთვლასა და შესწავლას და მაშინ ის გაიხსნება ყველასათვის." ხოლო კაბალისტმა აბრაამ აბულამ თქვა: "ჩვენ დროში კაბალის შესწავლა ყველას შეუძლია - ბავშვებსაც და უფროსებსაც, სწორედ ეს გარემოება განაპირობებს მესიის მოსვლას."1

   ნათელია, რომ კაბალისტები საიდუმლო ორგანიზაციების მეშვეობით ხელს უწყობენ ანტიქრისტეს მოსვლას. ამის შესახებ ქრისტიანებს წმიდა წერილის, წმიდა მოციქულთა და წმიდა მამათა დამოწმებანი გააჩნიათ. წმიდა მამათა ნაწარმოებებში აშკარად ხაზგასმულია ბოლო ჟამის ნიშნები. ანტიქრისტეს მზაკვრული ცრუ სასწაულები მრავალს აცდუნებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს: ანტიქრისტეს გამოჩენას აუცილებლად მაცხოვრის მეორედ მოსვლა მოჰყვება. ხოლო ყოველივე ამას - საშინელი სამსჯავრო! სად იქნებიან მაშინ ისინი, რომლებიც სამოთხეს დედამიწაზე ეძებდნენ? უკანასკნელ ჟამს ადამიანებს ორმაგი სიფრთხილე გვმართებს, რათა ეშმაკის ცრუ ხრიკებითა და ე.წ. "საიდუმლო მაგიური ცოდნით" არ ვცდუნდეთ, გზას არ ავცდეთ;  დაე, მხოლოდ მაცხონებელ სწავლებას დავუჯეროთ. (გაგრძელება...)

 

                                              


1 გაზ. „ხარება". 2003 წ. №7.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 



უკან დაბრუნება