მთავარი > სხვადასხვა > მართლმადიდებელი ქრისტიანი

მართლმადიდებელი ქრისტიანი


13-08-2013, 00:03
მართლმადიდებელი ქრისტიანი   ადამიანს, რომელსაც ქრისტე არ ჰყავს, ყველაფერი ძნელი და ბნელი ეჩვენება. როცა გულს ქრისტე არ ჰყავს, მაშინ იგი დაკავებულია ფულით, ქონებითა და ადამიანებით.

 

ბერი ამფილოქე

 

 

* * *

   განა იქნება რაიმე იმაზე კარგი და სასარგებლო, აწმყო ან მომავალ ცხოვრებაში, ვიდრე ქრისტესთან თანაზიარობაა? რაა იმაზე ულამაზესი და უტკბესი ვიდრე მისი ჭვრეტაა. თუკი ღირსებია ვისმე მაინც მასთან საუბრები, უცილობლად მიუღია მისგან საუკუნო ცხოვრება.

 

წმიდა კიპრიანე კართაგენელი

 

 

* * *

   დაუფიქრდით, როგორია თქვენი ყოველი დღე. თქვენი მომავალი მიანდეთ უფალს. უფალი გიშველით. რასაც უფალი მოისურვებს, ის მოხდება. ნუ ფიქრობთ მომავალზე, ნუ დაამძიმებთ გონებას მასზე ფიქრით. ღმერთი გიშველით.

 

ბერი იერონიმე

 

 

* * *

   და ყოველი ჩვენგანი, შესაბამისად სულის იმ სიწმინდისა და განათლებისა, რომელიც ამქვეყნად მიიღო, იმქვეყნად იხილავს ქრისტეს - უფრო ახლოს, უფრო წმინდად - და დატკბება მისი კეთილსურნელებით და სხვებზე მეტად გაიხარებს და იშვებს.

 

იოსებ ათონელი

 

 

* * *

   ვინც ქრისტიანებთან უთანხმოებაში ცხოვრობს, მას არ შეიძლება, ქრისტესთან ერთობა ჰქონდეს.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

* * *

   ვისაც სურს, იესოსთან ერთად მარადიული სასუფევლის მონაწილე იყოს, მან მონაწილეობა უნდა მიიღოს მის ვნებასა და მოთმინებაშიც.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

* * *

   ვისაც ქრისტე სწამს მომავალ საზღაურთან მიმართებაში, რწმენის შესაბამისად გულმოდგინედ იტანს ყოველგვას წყენას.

 

* * *

   ნუ იამაყებ, თუ ცრემლით ლოცულობ, რამეთუ ქრისტე შეეხო შენს თვალებს და გონების თვალი აგეხილა.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

* * *

   თუკი ხორციელი სიყვარული ესოდენ იმონებს სულს, რომ მას სხვა ყოველივესგან განაშორებს და მხოლოდ საყვარელ არსებას მოაჯაჭვავს, მაშ, რას არ გააკეთებს ქრისტესადმი სიყვარული და მასთან განშორების შიში?

 

* * *

   იმდენად არ სწყინს ღმერთს წარმართის უწმიდური ცხოვრება, რამდენადაც - ქრისტიანის გარყვნილება.

 

* * *

   სადაც მე ვარ, - ამბობს ქრისტე, იქ იქნება მსახური ჩემი. სად არის ქრისტე? - ზეცაში. ამგვარად, ჩვენც სულითა და გონებით გადავსახლდეთ იქ აღდგომამდე.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

* * *

   იესო ტკბილია და თუ ადამიანი მას მიანდობს თავისი ტკივილების სიმწარეს, ეს სიმწარე ტკბილ სიროფად გადაიქცევა.

 

ბერი პაისი

 

 

* * *

   ის ვინც არ მიიღებს ქრისტეს, ვერ მიიღებს სულიწმინდას და არც ერთი არაქრისტიანული რელიგია არ არის მატარებელი სულიწმიდის მადლისა. ამ მადლთა შორის სულიერი სიბრმავისაგან განთავისუფლება იგულისხმება.

 

მღვდელი ვლადიმერ ელისეევი

 

 

* * *

   მე მიყვარს იესო, რომელმაც თავი გასწირა ჩემთვის. რას მივაგებ მე უფალს მთელი ამ წყალობის ნაცვლად?

 

წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი

 

 

* * *

   ნეტარ არიან, რომელთაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში ნათელი სოფლისა - ქრისტე შეიმოსეს, რამეთუ მათ უკვე შეიმოსეს სამოსი უხრწნელებისა.

 

* * *

   სადაც ქრისტეა - ნათელი სოფლისა, საიქიოს მარადიული ნათელი, მშვიდობა და სიხარული, ანგელოზები და წმიდანებიც იქვეა; იქ სასუფევლის ზეიმია.

 

იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)

 

 

* * *

   უფალი ჩვენი იესო ქრისტე, თავისი უსაზღვრო სიყვარულის გამო, იმისათვის, რომ ჩვენ ვექციეთ იმად, რაც თვითონ არის, იქცა იმად, რაც ჩვენ ვართ.

 

წმიდა ირინეოს ლიონელი

 

 

* * *

   ქრისტიანობა თავისი არსით თეორია კი არ არის, არამედ სიცოცხლე, კავშირი ზეცასთან და რელიგიური გამოცდილება.

 

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II

 

 

* * *

   ქრისტიანული სახელი ქრისტიანული ცხოვრების გარეშე მლიქვნელობაა.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

* * *


   შეგეძლოს თავის დამდაბლება, ეს ნიშნავს, შეგეძლოს იესო ქრისტესთვის მიბაძვა.

 

წმიდა ბასილი დიდი


უკან დაბრუნება