მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > კურთხევა ღვთისა

კურთხევა ღვთისა


20-01-2014, 00:27
კურთხევა ღვთისა

 

   არსებობს ხუთი საქმე, რომლითაც მოიპოვება კურთხევა უფლისა: პირველია წრფელი ლოცვა, მეორე - ფსალმუნთა კითხვა, მესამე - საღვთო წერილთა კითხვა, მეოთხე - შემუსვრილითა გულითა გახსენება ცოდვათა თვისთა, აღსასრულისა და უფლის სამსჯავროსი, მეხუთე - ხელსაქმე.

 

 

ბერი ევაგრეოსი


 

* * *

   ერთი კურთხეული შვილისაგან მთელ სახლს ძალუძს კურთხევის მიღება და წარმატების მიღწევა ყველაფერში, ხოლო ერთი უკურთხებლის მიზეზით შეიძლება, მთელი მოდგმა მწუხარებას განიცდიდეს.

 

 

* * *


   კურთხეული და უკურთხებელი: აი რაში მდგომარეობს ძირითადი განსხვავება ადამიანებს შორის. ურღვევ ერთიანობას უფალთან, კურთხევა მოაქვს, ხოლო ღმერთისაგან განდგომას - კურთხევის ჩამორთმევას ნიშნავს.

 

 

წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


 

* * *

   თუ ადამიანს ღვთის კურთხევა აქვს, ეს უდიდესი საქმეა. ეს ნამდვილი სიმდიდრეა! ის, რაც კურთხეულია, დგას და არ ინგრევა, ხოლო ის, რაც კურთხევის გარეშეა, ვერ გადარჩება.

 

 

* * *


   როდესაც კეთილზნეობრიობით ვახარებთ ღმერთს ჩვენი ცხოვრებით, იგი გვაძლევს უშურველ კურთხევას თავის კეთილზნეობრივ შვილებს იმ საათზე, როცა მათ სჭირდებათ. შემდეგ მთელი ცხოვრება გადის საღვთო განგების დიდებაში.

 

 

მამა პაისი მთაწმინდელი


 

* * *

   რას ნიშნავს კურთხევა? პირდაპირი განმარტებით - ღვთაებრივი ძალის მატარებელ კეთილ სიტყვას. ამ ძალას მადლი ეწოდება, უარყოფილი კურთხევა - უარყოფილი მადლია. ეს შინაგანი დაპირისპირებაა ღმერთთან, ეს საიდუმლო წინააღმდეგობაა ადამიანური ნებისა ღვთაებრივი ნებისადმი და ამიტომ უარყოფილი ან დავიწყების გამო შეუსრულებელი კურთხევა შეფერხება, ერთგვარი შებორკილების ქვა ხდება ადამიანის გზაზე. შეუსრულებელ კურთხევას სასჯელი მოსდევს; ის შესაძლოა დაუყოვნებელი იყოს ან მრავალი წლის შემდეგ მოვიდეს. მაგრამ ადრე თუ გვიან ადამიანს მაინც ეწევა. ის შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამჟღავნდეს: უბედურებებში, ავადმყოფობაში, მოულოდნელ ზნეობრივ დაცემებში, თანამდევ წარუმატებლობებში. მაგრამ სასჯელებიდან ყველაზე საშინელი - სულიერი ცხოვრების მიმართ გაციება და შინაგანი სიკვდილის მდგომარეობაა.

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


 

* * *

   მღვდელი მადლმოსილია მოგვცეს ზეციური კურთხევა. საღმრთო საიდუმლოს მეოხებით, ჯერ კიდევ პირველდაწყებით განწესებაში სჯულისმიერი მღვდლობისათვის, ღმერთმა უბრძანა მღვდლებს: „აკურთხეთ ძენი ისრაელისნი" (რიცხ. 6,2) და კიდევ მათ შესახებ: (რიცხ. 6,27). მღვდლის მიერ კურთხევას ყოვლადწმიდა სამების სახელზე ძალუძს სული აღგივსოს ნათლითა და მშვიდობით, სხეული კურნებით, კეთილად შეგეწევა ყოველ საქმეში, კეთილგანგებულებას დაამყარებს ოჯახში, კურთხევის ძალით ის ადგილები და საგნები, რომელნიც იკურთხებიან, აღივსებიან უხილავი, მაგრამ ნაყოფიერი ზეციური ცვარით. ამიტომ, კურთხევის გამოთხოვისას უნდა ვეცადოთ, საკუთარი ცოდვებით არ განვაგდოთ მისგან მონიჭებული ძალა.

 

 

კიევო - პეჩორის ლავრის მღვდელ - მონაზონი ვლადიმერი


 


უკან დაბრუნება