მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > განსაცდელი

განსაცდელი


15-01-2014, 00:25
განსაცდელი

   ადამიანი შეიძლება აღძრას მეორე უარესმა ადამიანმა, უფრო სწორად კი, მასაც განსაცდელი უბიძგებს, რომ შეგაშფოთოს და აგამღვრიოს. თუმცაღა ღმერთი აძლევს მას ამის ნებას, რათა შენ დღითიდღე მეტად გამოცდილი გახდე და უვნებობას მიაღწიო. რადგან, როცა შენ ემზადები და ელოდები მას, მაშინ არ შფოთავ, არ ღელავ, წონასწორობას არ კარგავ.

 

 

* * *


 

განსაცდელები! რამდენადაც მცირეა მოთმინება, იმდენად დიდად ვეჩვენება განსაცდელი. და რამდენადაც ეჩვევა ადამიანი მათ დათმენას, იმდენად მცირდებიან და გარჯის გარეშე სძლევს მათ და კლდესავით მყარი ხდება.

 

 

 

 

იოსებ ათონელი


 

 

* * *


 

არ არის საჭირო შეუთავსებლის შეთავსება - ერთდროულად ვერ ატარებ ჯვარს და ვერ იქნები განცხრომაში. ნუ შევეცდებით ჩვენი სინდისის მოდუნებას, იმიტომ რომ მაშინ შეიძლება ღმერთმა წაგვართვას ზეციური ჯილდო და კიდევ უფრო მძიმე განსაცდელები მოგვივლინოს.

 

 

* * *


 

განსაცდელის დროს თვალნი ჯვარცმულ ქრისტეს მიაპყარით.

 

 

* * *


 

დიდი განსაცდელების დროს მხოლოდ ღმერთს შეუძლია გვანუგეშოს; ამიტომ ნებისმიერი თანაგრძობის სიტყვების მოსმენას, სჯობია ვილოცოთ.

 

 

* * *


 

ის მოვლენები, რომლებსაც ახლა ჩვენ დიდ უბედურებად აღვიქვამთ, შემდგომ შეიძლება ღვთის კურთხევა აღმოჩნდეს.

 

 

* * *


 

მწუხარება რომ არ ყოფილიყო, სამოთხის ძებნასაც არ დავიწყებდით.

 

 

 

 

 

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი


 

 

* * *


 

განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა: ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება, მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოფს ვერ გამოიღებს.

 

 

* * *


 

განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია: იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს და ზნეობას ასწორებს.

 

 

* * *


 

ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თავისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს.

 

 

 

 

 

წმ. ეპ. გაბრიელ ქიქოძე


 

 

* * *


 

განსაცდელი ისეთ შემთხვევას ეწოდება, რომელიც კაცს რომელიმე ცოდვაში ჩააგდებს. ადამიანს შეუძლია წინასწარ გამოიცნოს სად, ან ვისთან, ან რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს და თავი აარიდოს მას.

 

 

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი


 

 

* * *


 

განსაცდელი ძველი ცოდვების გამო მოდის და თითოეული შეცოდების შესაბამისად თან მოაქვს მწუხარება.

 

 

* * *


 

ვისაც განსაცდელის თავიდან არიდება სურს, ლოცვით უნდა შეარიგოს თავისი საქმეები ღმერთთან და გონებით სასოებდეს, ხოლო ხორციელი საზრუნავი შეძლებისდაგვარად უგულებელყოს.

 

 

* * *


 

თუ რთულია, ვიპოვოთ ადამიანი, რომელიც განსაცდელის გარეშე სათნო-ეყო ღმერთს, მაშინ ღმერთს მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენზე მოწეული ყოველი შემთხვევის გამო.

 

 

 

 

 

წმინდა მარკოზ განშორებული


 

 

* * *


 

ვინაიდან არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც განსაცდელის გარეშე სათნოეყოფა ღმერთს, ამიტომ საჭიროა, მადლობა შევწიროთ უფალს ყოველი მწუხარებისათვის.

 

 

* * *


 

როდესაც განსაცდელი დაგატყდება თავს, ნუ გამოიძიებ, თუ საიდან და რისთვის არის იგი, არამედ იმაზე იზრუნე, რომ მადლიერებით, მწუხარებისა და გაბოროტების გარეშე გადაიტანო.

 

 

 

 

წმიდა მარკოზ მოსაგრე


 

 

* * *


 

თუკი ნამდვილად გსურს სათნო - ეყო ღმერთს, მთელის არსებით შეუდექი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, და იგი გიხსნის შენ განსაცდელისაგან და ყოველთვის დაგიცავს.

 

 

 

წმიდა ეფრემ ასური


 

 

* * *


 

კარგია სხეულის სიმრთელე, მაგრამ უკეთესია სულის სიმრთელე და მით უკეთესია, რამდენადაც სული უაღრესია სხეულზე.

 

 

 

წმიდა იოანე ოქროპირი


 

 

* * *


 

ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც ღმერთმა აღუთქვა თავის მოყვარეთ.

 

 

 

კათოლიკე ეპისტოლენი იაკობისა, თ. 1


 

 

* * *


 

რაც არ უნდა მოაწიონ მდაბალზე, იგი მორჩილად უნდა იდგეს ლოცვად და მასზე მოწეულ ყოველივეს იღებდეს როგორც კეთილის მყოფელთაგან.

 

 

 

ღირსი ზოსიმე პალესტინელი


 

 

* * *


 

ყველაზე უკეთესი წამალი ნებისმიერი ჩვენი განსაცდელის ჟამს არის გახსენება სხვა ადამიანების უფრო მძიმე განსაცდელებისა.

 

 

 

ბერი პაისი


 

 

* * *


 

ყოველივე სიხარულად შერაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამ განსაცდელსა შევსცვივნეთ პირად - პირადსა.

 

 

 

იაკობ მოციქული


უკან დაბრუნება