მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, ამპარტავნება > ამპარტავნების ცოდვა

ამპარტავნების ცოდვა


27-03-2013, 00:05
ამპარტავნების ცოდვა

 ადამიანებს სძულთ სიღატაკე, ღვთისთვის კი უფრო მეტად საძაგელია ამაყი სული და აღტაცებული გონება.

               
 
           * * *

 

იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ.

 

 

* * *


 

ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის.

 

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

* * *


 

ამპარტავანთა სულებში გმობის სიტყვები იშვებიან, ხოლო მდაბალთა სულებში - ზეციური ხილვანი.

წმ. იოანე სინელი

 

 

* * *


 

ამპარტავანი თავის პატივისმცემელთ არაფრად მიიჩნევს, მისთვის მიგებულ პატივს კი დიდად აფასებს.

 

 

* * *


 

ამპარტავნება გონების სიმწრის დადასტურებაა.

 

 

* * *


 

ამპარტავნება დედაა ყოველგვარი მანკიერებისა. ამის გამო ანგელოზი ეშმაკად შეირაცხა, რამეთუ ოდესღაც ისიც განშორებული იყო ამ ცოდვისგან.

 

 

* * *


 

ამპარტავნება მანკიერებათა დედაა, რომლისგანაც ეშმაკიც დაეცა, რომელიც ადრე ასეთი არ იყო.

 

 

* * *


 

ამპარტავნება წყალქვეშა ქვაა, რომელზეც ხშირად იმტვრეოდნენ ისინი, რომლებიც დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ ვნებათა და სხვადასხვა განსაცდელთა ქარიშხლებს.

 

 

* * *


 

თუ თავისი კეთილი საკმეებით გაამპარტავნებული ყველაფერს ღუპავს ამით, მაშ, როგორი იქნება ამპარტავანი ცოდვილის სასჯელი? ასეთ ადამიანს უკვე სინანულიც კი არ ძალუძს.

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

* * *


 

ამპარტავანი, მედიდური, ზნეწამხდარი მისი სახელია, ვინც მედიდური მძვინვარებით იქცევა.

იგავნი სოლომონისა, თ. 21-22

 

 

* * *


 

ამპარტავნება მაღალი და გამხმარი ხის მსგავსია, რომელსაც ადვილად ემტვრევა ტოტი, და თუკი ვინმე ავა მასზე უმალ ქვე დაენარცხება.

 

 

* * *


 

ამპარტავნება ჰგავს მაღალ, მოხრილ ხეს, რომელსაც ტოტები მომტვრეული აქვს; თუ ვინმე მასზე ავა, მეყსეულად ჩამოვარდება სიმაღლიდან.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

* * *


 

ამპარტავნებას მოსპობს ცრემლით ლოცვა - ვედრება, არავისთვის მიყენება შეურაცხყოფისა და უნებლიეთ მოსული განსაცდელნი.

წმ. აბბა თალასე

 

 

* * *


 

ამპარტავნების დასაწყისი - პატივმოყვარეობის დასაწყისია.

 

 

* * *


 

ვინც პატივმოყვარეობით არ არის შეპყრობილი, იგი არ ჩავარდება ღვთისმებრძოლ, უგუნურ ამპარტავნებაში.

 

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი

 

 

* * *


 

ამპარტავნობას დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან კი სიბრძნეა.

იგავნი სოლომონისა, თ. 10-11

 

 

 

* * *


 

ამპარტავნების გამო სნეული ვართ ცნობისმოყვარეობით, სიახლეებისადმი ლტოლვით, თვალთმაქცობით, სიჯიუტით, კამათისა და ჩხუბის სიყვარულით, ურჩობით, შურით, ეჭვიანობით, ბოროტმეტყველებით, უმადურობით.

არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

 

 

* * *


 

ერთმანეთის წინაშე თასს ნუ აღვიმაღლებთ, რადგან მიწა ყველას გაგვათანასწორებს და თითოეულს თანაბრად წილს მიაგებს.

წმიდა დიმიტრი როსტოველი

 

 

* * *


 

ვაი ამპარტავანს! როდესაც კუბოში ჩავა, მიხვდება, რასაც წარმოადგენს.

წმიდა ნილოს სინელი

 

 

* * *


 

ვინც სიამაყეს სძლია, მან დაამარცხა შიში, სასოწარკვეთა და შეშლილობა, რომლებმაც მთელი სამყარო შეძრეს.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

* * *


 

თავს ნუ აღიმაღლებ საკუთარი საქმეებით, როგორიც არ უნდა იყოს ისინი.

 

 

* * *


 

ყველა ცოდვა საძაგელია ღმერთის წინაშე, მაგრამ მათ შორის სწორედ ამპარტავნებაა უსაძაგლესი.

 

წმიდა ანტონი დიდი

 

 

* * *


 

თავს ძალიან ნუ აღიმაღლებ, რათა ძლიერად არ დაეცე.

 

 

* * *


 

ნუ ჩათვლი უდიდესად იმას, რაც ცუდზე უკეთესი ჩანს, არამედ სწუხდე იმას, რომ სხვები შენზე კეთილნი არიან.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

* * *


 

თუ იბრძვი და იმარჯვებ, ამპარტავნება და თვითდაჯერება ნუ დაგძლევს, არამედ იყავ ფრთხილად, რამეთუ მტერი გაცილებით სახიფათო ბრძოლისათვის ემზადება.

ღირსი აბბა ესაია

 

 

* * *


 

უმჯობესია, თავმდაბლად აღიარო ცოდვები, ვიდრე ამაყად იქებდე თავს სათნოებებით.

ნეტარი ავგუსტინე

 

 

* * *


 

ყველა ადამიანი შენზე აღმატებულად ჩათვალე.

წმიდა ბარსანოფი დიდი


უკან დაბრუნება