მთავარი > საცდურები > ვინ გსურთ იხილოთ საკუთარი შვილები - სუფთა სულითა და ხორცით ბედნიერი დედები და მამები, თუ...

ვინ გსურთ იხილოთ საკუთარი შვილები - სუფთა სულითა და ხორცით ბედნიერი დედები და მამები, თუ...


22-07-2012, 19:50
  სექსუალურ განათლებას მივყავართ იქით, რომ იქმნება სექსუალურად აღგზნებული და გონებრივად ჩამორჩენილი ბიორობოტების ახალი პოპულარიზაცია.
  ყველამ იცის ნარკომაფიის შესახებ, მაგრამ არსებობს არანაკლებ საშისი მაფია - სექს ინდუსტრია. პორნოგრაფიული ჟურნალები, პროსტიტუცია, კონტრაცეპტივების მწარმოებელი ფირმები, ადამიანთა ჩანასახით - ემბრიონით მოვაჭრენი - ესენი არიან, რომელნიც ცხოვრობენ ინსტიქტის კომერციული ექსპლოატაციითა და ჩასახულ ჩვილთა მკვლელობით. მათ მშვენივრად ესმით, რაც უფრო მეტად გაირყვნება მოზარდი, მით უფრო მეტი იქნება შემოსავალი. გარყვნა ადამიანისა - ეკონომიკურად მომგებიანია. შემთხვევითი არ არის, რომ ბავშვთა სექსუალური განათლების პროგრამის ერთ-ერთი შემდგენელი გახლავთ პორნობიზნესის სამყაროში მეტად გავლენიანი ფიგურა - ს.აგარკოვი. პროგრამაში წარმოდგენილია პროსტიტუციის ისტორია, მოთხრობილია პორნოგრაფიის სახეობებზე და ა. შ. ხოლო ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო ფედერაცია აფინანსებს პორნოგრაფიულ ჟურნალს - „ფლეიბოი".
  რა უფლებით კარნახობენ სასკოლო განათლების სისტემას ახალ ნორმებს ის ადამიანები, რომელთაც გაუკუღმართებული, გარყვნილი წარმოდგენები აქვთ საკუთარ ნორმებზე? ან იქნებ ჩვენთან განათლება ითვლება ზნეობასთან შეუთავსებლად?
  ჩვენი ბავშვები მიჩნეული არიან პორნო პროდუქციის პოტენციურ მომხმარებლად, ხოლო სკოლები - საუკეთესო ადგილებად, სადაც შეიძლება საკუთარი საქონლის რეკლამირება და დანერგვა. სექს გაკვეთილებს სკოლებში თან სდევს მიზანი: მრუშობის პროპაგანდით გვაქციონ პირუტყვებად, ბიომასად, რომელსაც მართავს მხოლოდ ხორციელი სურვილები და ინსტიქტები.
  ტულის სკოლებში ლიტერატურის გაკვეთილების ნაცვლად ტარდებოდა მეცადინეობები სექსოლოგიური აღზრდის პროგრამის მიხედვით; პროგრამა მოამზადა ამერიკულმა კომპანიამ „პროკტერ ენდ გემბლ". ყოველ პედაგოგს, რომელიც დათანხმდა ასეთ გაკვეთილს, გადაეცა პაკეტი სარეკლამო პროდუქციით, ხოლო გოგონებს - წყვილი ჰიგიენური პაკეტი. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 30 სკოლა, სასწავლებლები, პედაგოგიური კოლეჯისა და უნივერსიტეტის სტუდენტები. თითქმის 2 ათასმა მოსწავლემ გაიარა სწავლება თვალსაჩინო საშუალებების თანხლებით. ერთ - ერთ სკოლაში მთელი სასწავლო წელი მიმდინარეობდა პირველკლასელების სწავლება; შემაჯიბრებელ მეცადინეობაზე კი ნაჩვენები იქნა ფილმი სექსუალურ აქტზე. ამის გამო გაზეთმა „ тульские известия „ საჯაროდ მიმართა ოლქის პროკურატურას და მოითხოვა სასწრაფოდ ჩარევა. რუს მოწაფეებს თავს ახვევენ ღირებულებათა ახალ სტრუქტურას, ცხოვრების ახალ სტილს, სექსის სფეროში ყველაფერი დასაშვებია, თუკი ამას მოაქვს სიამოვნება. ყოველი გადახრა, გარყვნილება - ეს ნორმაა - მეორე ადამიანი მხოლოდ საკუთარი ვნებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ობიექტია.
  სექსი გახდა ვაჭრობისა და რეკლამის მამოძრავებელი ძალა. გარყვნილი სცენები თან ახლავს არა მხოლოდ ტანსაცმელს, არამედ საღეჭი რეზინის რეკლამებსაც კი.
  მშობელთა სულ უფრო და უფრო მეტი რაოდენობა იტაცებს საშიშ ლოზუნგს: „შორს ცრუ სირცხვილი". ისინი თავიანთ შვილებს აბარებენ განმხრწნელ სტიქიას, მაგრამ ამგვარი გაკვეთილები ვერ მოუტანენ ბავშვებს ჯანმრთელობას, რამდენადაც ისინი ანტიმეცნიერული, ანტიპედაგოგიური, ანტიზნეობრივია - ქვესკნელიდან გამოშვებული მრუშობის ეშმაკი რაც უფრო ადრე ჩასახლდება სულში, მით უფრო დესპოტურად მბრძანებლობს მასზე. პედაგოგები და ფსიქოლოგები მიმართავენ მშობლებს - ვინ გსურთ იხილოთ საკუთარი შვილები: სუფთა სულით და ხორცით ბედნიერი დედები და მამები, თუ გაპირუტყვებული პარტნიორები სექსუალურ ორგიებში?
  რუსეთის ცნობილი სექსოპათოლოგის - ვასილ ჩენკოვის აზრით სექსუალური სწავლება აყალიბებს ახალ პოპულაციას - ეს არის სექსუალური საზრუნავით დაკავებული და გონებრივად ჩამორჩენილი ბიო რობოტი.
  60-იანი წლების დასაწყისის „სექსუალური რევოლუცია" ძვირი უჯდება კაცობრიობას. ამერიკელმა ექიმმა კინსიმ ბავშვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე შექმნა მითი „ბავშვთა სექსუალობაზე" და პედოფილიაზე, როგორც ნორმალურ მოვლენაზე, დღეს თავად ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ კინსის ექსპერიმენტი უტოლდება ნაცისტების „ სამედიცინო გამოკვლევებს".
  ბავშვთა ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის კათედრის გამგე, პროფესორი ი.შევჩენკო ასეთ შეხედულებებს გამოთქვამს მოსწავლეთა სექსუალური განათლების პროგრამების შესახებ; „ამგვარი განათლებით ერთნი სამუდამოდ განეშორებიან ნორმალურ სიყვარულს, ბავშვობიდანვე იქცევიან იმპოტენტებად და ჰომოსექსუალისტებად. მეორეთათვის კი ეს იქნება მიზეზი სექსუალური შემეცნების ჩამოყალიბების პროცესიდან რომანტიული სტადიის ამოვარდნისა".
  ფსიქოემოციონალურ სფეროში ჩარევას, საზოგადოებაში არსებული მორალური, ზნეობრივი და კულტურული ნორმების ძალმომრეობით შეცვლას მივყავართ საზოგადოების კულტურული ბირთვის დაშლამდე, რასაც შედეგად მოსდევს კრიმინალიზაცია, სოციალური მდგრადობის მკვეთრი ნგრევა, ფსიქიკური, ყველაზე მეტად კი სქესობრივი დარღვევები და გარყვნილება. წმიდა განმანათლებელი გრიგოლ ღვთისმეტყველი წერდა: „მრუში წაახდენს თავის მოდგმას" - მეცნიერული შედეგები ადასტურებენ ამას. ქალთა მრავალი დაავადების მიზეზი არის სიძვა. მრუშობა დამღუპველია ადამიანის ხორცისა და სულისათვის, იგი იწვევს ორგანიზმის მოშლას და მრავალ დაავადებას. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვ. ბარაბაში წერდა: „ჩვენმა წინაპრებმა აპრიორული გზით იცოდნენ გენეტიკის ელემენტარული კანონი: ქალის ცხოვრებაში პირველ სექსუალურ კონტაქტს აქვს უძლიერესი გავლენა ორგანიზმის იმუნურ სისტემებზე და გენეტიკურ მემკვიდრეობაზე, შემთხვევითი სქესობრივი კავშირით დაბადებული ყველა ბავშვი არასრულყოფილია გენეტიკურად, ბიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად. ქორწინება ამორალურ ქალთან შთამომავლობის შეგნებული დაზიანებაა". რამდენი გადამდები სენი მოდის ჩვენთან დასავლეთის ქვეყნებიდან, შეერთებული შტატებიდან; იქ მრავალ ქალაქში ლეგალიზებულია ჰომოსექსუალური ოჯახები, რომლებმაც აიყვანეს ბავშვები აღსაზრდელად (ძირითადად რუსეთიდან). ჰომოსექსუალისტები ეწევიან „აღმზრდელობით მუშაობას" შეერთებული შტატების მრავალ სახელმწიფო სკოლაში. განათლების დარგში სამსახურში მიღებისას ჰომოსექსუალისტები სარგებლობენ უპირატესობით, მათ შორის, მასწავლებლის თანამდებობაზეც. გაჩნდა ახალი მეცნიერული ტერმინიც - „ჰომოფობია" (ანუ, თქვენ შემწყნარებელი არა ხართ ჰომოსექსუალიზმის მიმართ, მაშინაც გესაჭირეობათ მკურნალობა). ბილ კლინტონმა 1999 წლის ივნისი გამოაცხადა ჰომოსექსუალისტებისა და ლესბოსელების თვედ, ხოლო აშშ-ის ელჩად ლუსემბურგში დაინიშნა ჯეიმზ ხორმელი, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ჰომოსექსუალისტია.
  ამერიკელი ფსიქოლოგიური ასოციაცია საუბრობს იმაზე, რომ თითქოსდა უფროსების სექსუალური კავშირი არასრულწლოვნებთან არ მოქმედებს დამღუპველად ბავშვთა ფსიქიკაზე. ჰომოსექსუალიზმი და სხვა სოდომური ცოდვები გამოცხადდა ნორმად. თანამედროვე ფსიქოლოგიაში იკარგება ტერმინი „სექსუალური გაუკუღმართება" . მის ნაცვლად შემოდის ცნება „სექსუალური ორიენტაცია".
  ისიც მართალია, რომ ამერიკელები გარკვეულწილად გამოფხიზლდნენ. მაგალითად, აშშ-ს კონგრესმა 1996 წელს მიიღო კანონი, რომლითაც „კონტრაცეფციის სწავლების" პროგრამა შეიცვალა პროგრამით - „თავშეკავების სწავლება". ამ პროგრამის რეალიზაციისათვის 1998-2000 წლებში ყოველწლიურად გამოიყოფოდა 50 მილიონი დოლარი. 1999 წლის 5 თებერვალს ერთმა სწავლულმა ქალბატონმა რადიოსადგურ „თავისუფლებაში" გამოსვლისას აღნიშნა: „ამერიკელი ქალები გამოდიან სექსუალური რევოლუციიდან, როგორც ნარკოზიდან და უჩნდებაღ ტკივილისა და სირცხვილის შეგრძნება".
  და მაინც, ოჯახის დაგეგმარების რუსეთის ასოციაცია მთელი ძალებით მიისწრაფვის, გაიმეოროს ეს დამღუპველი ექსპერიმენტი ჩვენს ბავშვებზე, მაგრამ განა უბიწოება არ ძევს რუსული კულტურული შემეცნების ცენტრში? ამიტომაც არის ალბათ, რომ მთელ რიგ პროგრამებში გათვალისწინებულია გაკვეთილები „სირცხვილის მოსახსნელად". ნუთუ ჩვენმა გონიერმა და ოდესღაც უძლეველმა ხალხმა დაკარგა თავისი ზნეობრივი იმუნიტეტი და „განათლებული" დასავლეთის ძახილით მორჩილად მიეხეტება გამრყვნელი „კეთილისმსურველების" ნაკვალევზე?!
  ბავშვების ზნეობრივი სიწმინდე ხალხის ნაციონალური მონაპოვარია და თუ იგი არ გაუფრთხილდება მას, მაშინ მომავალი არ გააჩნია! ჩვენ უნდა განვავითაროთ პიროვნება და არა ბიოლოგიური ინდივიდის „ქვედა სართული" და მისი გენიტალიების ფუნქციები.
  ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა ვიცხოვროთ 21-ე საუკუნეში და ჩვენვე უნდა გადავწყვიტოთ, როგორი იქნება რუსეთი - ღატაკი და უზნეო, თუ ძლიერი და აყვავებული. ჩვენ ვალდებული ვართ, შევაგნებინოთ ეს ჩვენს ბავშვებსაც. „...აუცილებელია, რომ ჩვენს გამოსვლებში მოვლენებს დავარქვათ თავისი სახელი. ვთქვათ, რომ უზნეობა არის უზნეობა, მკვლელობა არის მკვლელობა, გარყვნილება არის გარყვნილება. თუ გავჩუმდებით - ჩვენ უბრალოდ მოგვსპობენ". (მოსკოვისა და სრულიად რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქის ალექსი ეპარქი-ალურ კრებაზე წარმოთქმული ერთ-ერთი სიტყვიდან). 
 
  არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

უკან დაბრუნება