მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, საცდურები, ეკუმენიზმი, უნია, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლებისა და რომაელ-კათოლიკების დიალოგი ალექსანდრიაში (მე-15 პლენარული სესია. ალექსანდრია (2023 წ.)) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მართლმადიდებლებისა და რომაელ-კათოლიკების დიალოგი ალექსანდრიაში (მე-15 პლენარული სესია. ალექსანდრია (2023 წ.)) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე4-09-2023, 20:35 |
3. მე-15 პლენარული სესია. ალექსანდრია (2023 წ.)
2023 წ. 1-7 ივნისს ალექსანდრიაში (ეგვიპტე) შედგა მე-15 პლენარული სესია, ერთობლივი საერთაშორისო საღვთისმეტყველო დიალოგი რომაელ-კათოლიციზმსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. მას კარდინალ კურტ კოხის თანათავმჯდომარეობით ლათინების მხრიდან თვრამეტი წარმომადგენელი, ხოლო მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიების (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, რუმინეთის, საქართველოს, კიპროსის, ელადის, პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის) ათი წარმომადგენელი ესწრებოდა. მართლმადიდებელ მხარეს თანათავმჯდომარეობდა კონსტანტინოპოლის მიტროპოლიტი იობი (გეჩი). შეხვედრას მასპინძლობდა ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი თეოდორე II, რომელმაც „საღვთისმეტყველო დიალოგის მეტი კულტივირებისკენ" მოუწოდა მხარეებს. მუშაობის პროცესში კოორდინირებული კომიტეტების მიერ შენიშვნები და ცვლილებები იქნა შეტანილი ბოზსა (იტალია. 2018-2019 წწ.) და რეტიმნოში (კრიტი 2022 წ.) მომზადებულ დოკუმენტებში. ხსენებული კომიტეტები სამი მართლმადიდებელი და სამი ლათინი წევრისაგან შედგებოდა. დაწვრილებითი განხილვის შემდეგ მიღწეულ იქნა შეთანხმება დოკუმენტზე სახელწოდებით „კრებსითობა და პირველობა მეორე ათასწლეულში და დღეს". აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა, მიუხედავად დოკუმენტის დაწვრილებითი ჩასწორებისა, მაინც შეიტანეს მასში შენიშვნები.* საბოლოოდ, დოკუმენტს ხელი მოაწერა რომაელ-კათოლიკების ყველა წარმომადგენელმა და მართლმადიდებელი წარმომადგენლების უმეტესობამ. იმედია, ამ ხელმოწერებში არ არის საქართველოს სასულიერო პირთა სახელები და გვარები, თუმცა მეტი ინფორმაციის გაგება-მოწოდება ურიგო არ იქნებოდა. (გაგრძელება იქნება...)
* ცხადია, ეს ფაქტი დადებითად აღიქმება მართლმადიდებელი ცნობიერების თვალსაზრისით, თუმცა გვაინტერესებს: რა შინაარსისაა საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული შენიშვნები.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |