მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > გ. ფლოროვსკი - მოდერნისტული მიმართულებათა „სულის ჩამდგმელი“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

გ. ფლოროვსკი - მოდერნისტული მიმართულებათა „სულის ჩამდგმელი“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


31-07-2022, 20:58

გ. ფლოროვსკი - მოდერნისტული მიმართულებათა „სულის ჩამდგმელი“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   მოდერნისტულ-განმაახლებლურ მიმართულებებზე, მეთოდოლოგიასა და სწავლებაზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღმოვაჩინოთ მისი (მოდერნიზმის) სათავე, საიდანაც მოედინება სხვადასხვაგვარი არამართლმადიდებლური შეხედულებანი. დეკანოზ გ. ფლოროვსკის მიერ „პარიზის სკოლაში" შემუშავებული „ნეოპატრისტიკული სინთეზი", ვით საეკლესიო მოდერნიზმის მეთოდოლოგია, საერთოა ყველა მოდერნისტული მიმართულებისათვის. სხვაგვარად ამ მეთოდს „რელიგიური სინკრეტიზმი" ეწოდება. სწორედ „ნეოპატრისტიკული სინთეზის" საფუძველზე აღმოცენდა ყველა ფსევდოქრისტიანული სწავლება, მარტივად რომ ვთქვათ - ერესები ეკლესიაში.

   ცხადია, არც გ. ფლოროვსკის, მის კვალდაკვალ არც სხვა მოდერნისტებს საკუთარი „საღვთისმეტყველო თეზები და მიმართულებები" არ შეუქმნიათ მარტოოდენ მამებისეულ, ტრადიციულ სწვლებაზე დაყრდნობით (ამ შემთხვევაში საპრეტენზიოც არაფერი გვექნებოდა), არამედ „სინთეზის" მეშვეობით. ეს ფუნქცია კი ბოლო საუკუნეებში „გერმანული კლასიკური იდეალიზმისა და რელიგიური რომანტიზმის" მართლმადიდებლურ სწავლებაში შემოჭრამ წარმოშვა-განაპირობა.

   სწორედ კვაზიპატრისტიკული სინთეზის იდეოლოგთა ძალისხმევით გაჩნდა ტიუბენგენის დასავლური თეოლოგიის სკოლა, რომელმაც აღზარდა ისეთი მოაზროვნეები, როგორებიც არიან: შელინგი, ჰეგელი და სხვა.

   ამ დროს გ. ფლოროვსკი (შემდეგ სხვა მოდერნისტებიც) შეუდგა ტიუბენგენის მეთოდოლოგიის მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში დამკვიდრებას. არსებითად, ერესების შემოტანას მართლმადიდებლობაში. სწორედ გ. ფლოროვსკიმ - შეასრულა მთავარი როლი ამ „დასავლური" შხამის შემოტანაში. მისგან ამ ნეოგნოსტიკური ვირუსით სხვებიც დასნეულდნენ.

   მაგალითად: „ნეოპატრისტიკული სინთეზის" (გ. ფლოროვსკი) კვალდაკვალ შეიქმნა „ურთიერთობის ღვთისმეტყველება" (ი. ზიზიულასი), „ზნეობრივი მონიზმი" (ა. ხრაპოვიცკი), „ლიტურგიკული ღვთისმეტყველება" (ა. შმემანი), „ორგანული ღვთისმეტყველება", იგივე „ნეოპელაგიანობა" (ი. ვლახოსი), „სოციალური მართლმადიდებლობა" (ა. ბერდიაევი), „სოფიოლოგია" (ს. ბულგაკოვი) და სხვა.

   გ. ფლოროვსკი და „ძმანი მისნი" ერთხმად გაიძახიან: „მართლმადიდებელი ღვთისმეტყველება დასავლური ტყვეობის ქვეშ მოექცა", სინამდვილეში კი „დასავლური ღვთისმეტყველებისა და იდეოლოგიის ტყვეობა" პირადად მისი და მის თანამოაზრეთა უზუსტესი დიაგნოზია. (გაგრძელება იქნება...)



დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www. xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება