მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > მდუმარება და მრავალმეტყველება

მდუმარება და მრავალმეტყველება


8-01-2014, 00:03
მდუმარება და მრავალმეტყველება

   „თუ მდუმარება კეთილ საუბრებზე უპირატესად მიიჩნევა, მაშინ იგი მეტად სასარგებლოა საშუალო საგნებზე საუბრისას. მაგრამ, როდესაც არ შეგვიძლია დადუმება და მსგავს საგნებზე საუბარი გვიტაცებს, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, ნუ გავაგრძელებთ საუბარს, რათა მრავალმეტყველებით არ ჩავვარდეთ მტრის რაიმე მახეში"

* * *

„თუ საუბრის დასაწყისშივე მიხვდები, რომ იგი ცოდვილია, გადაბიჯე მას და თქვი: „არა, ამაზე არ ვისაუბრებთ". ანდა, მცირედი დუმილის შემდეგ თქვი: „დამავიწყდა, რაზე დავიწყე საუბარი", - და გადაიტანე იგი სხვაზე - უცოდველზე"

* * *

„როგორც გემოთმოყვარეობისაგან იბადება მტანჯველი ფიქრები, ასევე მრავალმეტყველებისაგან და უპატიო საუბრებისგან ჭკუიდან გადასვლა"

წმიდა ისააკ ასური

 

 

* * *


„ღრუბელი ეფარება მზეს, ხოლო უქმადმეტყველება აბნელებს სულს, რომელმაც დაიწყო ლოცვის მჭვრეტელობით განათლება"

* * *

„რა სასიამოვნოა სულიერ ძმებთან საუბარი, თუ ამასთან შესაძლებელი გახდება, რომ არც უფალთან საუბარი შევწყვიტოთ"

* * *

„მაგრამ გონება ვერ შეძლებს, რომ ერთდროულად ორივე საუბარს გაუძღვეს"

* * *

„თუ ენას დაიცავ, უფლისგან ლმობიერების მხურვალე მადლი მოგეცემა, რომ მასში შენი სული დაინახო და სულიერ სიხარულში შეხვიდე"

* * *

„მრავალმეტყველი ადამიანი არ უტოვებს თავის თავში ადგილს სულიწმიდას"

წმიდა ანტონი დიდი


უკან დაბრუნება