მთავარი > საცდურები, მაგია, მისნობა, ჯადოქრობა, მთავარი გვედის ფოტო > წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებიდან ჯადოს შემცველი „წამლებით“ მკურნალობის შესახებ
წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებიდან ჯადოს შემცველი „წამლებით“ მკურნალობის შესახებ16-02-2022, 09:02 |
(გასათვალისწინებელია ემბრიონის შემცველი ვაქცინების შემთხვევაში)
თუკი ცოტაოდენ დაითმენ და სახლიდან გააძევებ მათ, ვისაც სურდა გადაებირე ჯადოქრობისკენ, ან სურდა შენს სხეულზე ამოეტვიფრა ჰამულეტი, სინდისისაგან მყისიერ ნუგეშს იგრძნობ. თუგინდ ციებ-ცხელების მძიმე სენით იყო განხურვებული, სული მოგმადლებს შვებას და ნებისმიერ ცვარზე უკეთეს მაამებელს. ხოლო თუკი მიიღებ რაიმე სახის ჯადოს შემცველ „წამალს", ქოლერით დასნეულებულზე მძიმედ იგრძნობ თავს. (ცოდვის მიღების გამო). ამრიგად, უგულებელყავი ყოველგვარი უწმინდურება, თუგინდ ციებ-ცხელებით იტანჯებოდე და მრავალი უბედურება გეხვიოს თავს, ყველა ჯანმრთელზე უკეთ იგრძნობ თავს, იმიტომ რომ აზრი - წმინდა, სული - ბედნიერი და მხიარული გექნება, ხოლო სინდისი შეგაქებს და გეტყვის: „შესანიშნავია ჩემო მეგობარო, ქრისტეს მეგობარო, ერთგულო მოღვაწევ, რომელიც მზად ხარ მოკვდე ტანჯვით ოღონდ არ უღალატო ბოძებულ ღვთისმოშიშებას, სამსჯავროზე მოწამეთა რიცხვში აღირიცხები!" მოწამენი მზად იყვნენ დაეთმინათ გვემა და ტანჯვა, რათა მოეხვეჭათ ჯილდო ღვთისაგან. შენც დაითმინე ციებ-ცხელებით გამოწვეული ტანჯვა და გვემა, ოღონდ არ დათანხმდე უწმინდურ ჯადოს შემცველ სამკურნალო საშუალებას. არ დაკარგო სასოება ღვთისა და მარადიულ ჯილდოს მიიღებ. ყველანი სიკვდილის შვილები ვართ: თუკი სნეულება არ წაგიყვანთ თქვენ, წაიყვანს სხვას. არ გარდავიცვლებით დღეს, გარდავიცვლებით მოგვიანებით. ჩვენ ხრწნადი სხეული არა იმისათვის გვებოძა, რომ უწმინდურებით შევბილწოთ, არამედ იმიტომ, რომ სნეულებების დათმენით განვმტკიცდეთ რწმენაში. თავად ხრწნადობა და სხეულის მოკვდავობა მხოლოდ იმ შემთხვევაში წაგვადგება, თუკი კეთილგონიერებით მოვიქცევით. შედეგად უფალი ყოველდღიურ ცხოვრებაში და საშინელი სამსჯავროს დღეს მოგმადლებთ უდიდეს სიმამაცეს. როგორც კი განდევნი მისნებს შენი სხეულიდან და შეარცხვენ მათ, ყოველი, რომელიც შეიტყობს ამის შესახებ, შეგიქებენ სარწმუნოებას და ეტყვიან ურთიერთ: ამა და ამ სნეულების დროს, როდესაც მავანი თანხმდებოდა მიეღო რაიმე ჯადოს შემცველი წამალი, ის მათ არ იღებდა, არამედ ამბობდა, რომ სჯობს მოვკვდე ამ მდგომარეობაში, ვიდრე უღალატო ჩემს სარწმუნოებას. მაშინ მრავალი ამის მსმენელი გაოცდება და განადიდებს უფალს. რამდენი ჯილდოს მომცემი იქნება ეს ქმედება?! შეგაქებენ, გიწოდებენ კურთხეულს და გვირგვინით შეგამკობენ! სხვებიც უკეთ გახდებიან და მოგბაძავენ სიმამაცეში. თქვენი მაგალითი სხვასაც ჩაუნერგავს მტკიცე რწმენას და აქედანაც ჯილდო გებოძებათ, იმიტომ რომ თქვენ იყავით მაგალითის მიმცემი. მაგრამ თქვენი სათნოების შედეგი არა მხოლოდ ქება, არამედ სნეულების მყისიერი დასრულება იქნება, ვინაიდან თავად ღვთის განგება უდიდეს სიკეთეს გიბოძებთ. ყველა წმინდანი გაიხარებს თქვენი მოშურნეობით და ლოცვას შეგაწევენ ზეციდან. თუკი ამ სიმამაცისთვის აქვე იღებ ჯილდოს ღვთისაგან, დაფიქრდი, რამდენად აღმატებული იქნება ჯილდო მაშინ, როდესაც თავად ქრისტე მოვა დიდებით ანგელოზებისა და მთავარანგელოზების თანხლებით, აგიყვანს ხელში, გამოგიყვანს სცენის შუაგულში და გეტყვის: „ეს არის ადამიანი, რომელმაც ოდესღაც ციებ-ცხელებით გამოწვეული ტანჯვა დაითმინა მაშინ, როდესაც მრავალი უბიძგებდა ჯადოს შემცველი წამლით განკურნებულიყო. სიკვდილის შიშის გამო არ შეურაცხყო ჩემი სახელი, უარყო ისინი და გადაწყვიტა მოკვდეს, ვიდრე უღალატოს ჩემს სიყვარულს. მართლაც, თუკი ქრისტე განადიდებს მათ, ვინც დააპურა მშიერი, ასუა წყალი დამაშვრალს, შემოსა შიშველს, მით უფრო განადიდებს უფალი მათ, ვინც გადაწყვიტა მისი გულისთვის იტანჯოს ციებ-ცხელებით. ეს სულაც არ არის თანაბარი ღვაწლი. უკანასკნელი ღვაწლი გაცილებით მძიმეა პირველზე. რაც მეტი ძალისხმევაა საჭირო, მით უფრო დიდია ჯილდოც. დაე, ვიფიქროთ ამაზე ჯანმრთელებმაც და სნეულებმაც.
https:// borbazaveru.info www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |