მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ბილ გეითსი და ლუციფერის სარწმუნოება (New Age) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ბილ გეითსი და ლუციფერის სარწმუნოება (New Age) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


12-02-2022, 13:38

 

ბილ გეითსი და ლუციფერის სარწმუნოება (New Age) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

 

 

   განურჩეველი „თავისუფლების" მოყვარულ ადამიანებს ახარებთ ძველი ტრადიციული ფასეულობების ნგრევა. სანაცვლოდ სულ უფრო ძლიერდება ეზოთერული და ოკულტური ცხოვრებისადმი ლტოლვა.

   შედეგად, მნიშვნელოვნად მცირდება ნდობა ჭეშმარიტი ფასეულობებისა და ნორმებისადმი, რაც რწმენის კრიზისითაა გამოწვეული.

   ამჟამად, ადამიანის ცნობიერებაზე ზეწოლით, „უნივერსალური მსოფლიო რელიგიის" ჩამოყალიბების აუცილებლობა ანონსდება. ეს უნდა იყოს გლობალური, ყოვლისმომცველი, ნებისმიერი რელიგიურ-კულტურული ტრადიციისადმი ადაპტირებული რელიგია. არსებითად, საუბარია ოკულტურ-თეოსოფიურ მსოფლმხედველობაზე, რომლის მემკვიდრე ჩვენს დროში მოძრაობა ნიუ ეიჯი (New Age) გახლავთ. ნიუ ეიჯი საბოლოო სინკრეტული რელიგიის შექმნის პრეტენზიას აცხადებს, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ქრისტიანობა.

   ნიუ ეიჯის წინამორბედი გახლდავთ ელენა ბლავაცკაიას თეოსოფიური სწავლება (1875. ნიუ-იორკი). მისი ამოცანა იყო სპირიტიზმისა და ეზოთერიზმისთვის ფილოსოფიური სახის მიცემა. უნდა შექმნილიყო „საიდუმლო დოქტრინა", რომელსაც ერთმანეთში უნდა შეერწყა ბუდისტური, ინდუსური, გნოსტიკური, გერმეტიკული, კაბალისტური თუ სხვა ოკულკტური „ცოდნები".

   ეს სინკრეტულ-ეკლექტური დოქტრინა ეფუძნებოდა მცდარ და სახიფათო მოსაზრებას, რომ ყველა რელიგიურ დოქტრინას მივყავართ ერთ ღმერთამდე.

   ე. ბლავაცკაიას მიმდევარი, შემდგომში ნიუ ეიჯის დამფუძნებელი, ალისა ენ ბეილი „ახალი ეპოქის", ე.ი. „ახალი მსოფლიო წესრიგის" „წინასწარმეტყველად" მოგვევლინა.

   მან 1922 წ. დააფუძნა კომპანია Lucifer-ი, მოგვიანებით მას შეუცვალა სახელი და Lucis Trust-ი უწოდა. ეს ორგანიზაცია, ერთი შეხედვით, არ გამოირჩეოდა ერთიანი სტრატეგიით, ხელმძღვანელობით, იერარქიით, არამედ მრავალრიცხოვანი დეცენტრალიზებული ოკულტური ორგანიზაციების კონგლომერანტს წარმოადგენდა. მასში მოიაზრებოდა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები (იუნესკო, იუნისეფი), ისე სექტანტური ორგანიზაციები (სეინტოლოგია, მუნიზმი და ა.შ.).

   I კითხვა: რაშია ამ სწავლების (ნიუ ეიჯი) არსი? - ნებისმიერი გზით (ეგოიზმით, პირადი წარმატების იდეით, ფიზიკური თუ სულიერი სიამოვნების მიღებით, მათ შორის სოდომური ცოდვებით) განავითარო საკუთარი თავის სიყვარული.

   მათი მთავარი იარაღი არის ტოლერანტობის მოთხოვნა. ნებისმიერი სახის დოგმატიზმი უგულებელყოფილია. ტოლერანტობა მხოლოდ ინსტრუმენტია ტრადიციული რწმენისა და მორალის წინააღმდეგ. ხოლო როდესაც ამოცანა შესრულდება, ისინი უბრალოდ გამოაცხადებენ რელიგიური თავისუფლების დასასრულის შესახებ.

   II კითხვა: ვინ აფინანსებს ამ ბოროტმოქმედებას?  - ბილ გეითსი და მისი მეუღლე. მათი ფონდის „მსოფლიო თანამშრომლობის ახალი ჯგუფის" ქვეგანყოფილება Lucis Trust.1

   აღნიშნული ორგანიზაციის საიტზე ბილ გეითსი წარმოდგენილია ჯ. სოროსისა და კ. ანანის გვერდით, როგორც უდიდესი ფილანტროპი და ჰუმანისტი. ბ. გეითსი ასევე უხვად აფინანსებდა (100 000 დოლარით 2022 წ.) ლ.გ.ბ.ტ. თემს, რომელიც ასევე ნიუ ეიჯის შემადგენელია.

   ნიუ ეიჯი ღიად აცხადებს „ქრისტიანული ეპოქის დასასრულის" შესახებ.

   მისი (ნიუ ეიჯის) თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის არა მხოლოდ რელიგიების, არამედ მეცნიერების ჩანაცვლებასაც აპირებს. ამას ადასტურებს ფსევდომეცნიერული დისციპლინის „ნეოეთიკის" შექმნა, რომელიც ადამიანის ფარული შესაძლებლობების უძველესი ცოდნისა და ახალი კვლევითი სფეროების (კვანტური ფიზიკის, ნეიროფსიქოლოგიის, კოგნიტური ლინგვისტიკის, ანთროპოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის, ფსიქოლოგიის და სხვა) ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ახალი ტიპის ადამიანის ფორმირება.

   ნიშანდობლივია, რომ „ნეოეთიკური ფსიქოლოგია" არა მხოლოდ „სულიერ", არამედ კარიერული წარმატებისთვისაც („ფინანსური ინტელექტის ზრდის") „ნეოეთიკური მენეჯმენტის" მეშვეობით გამოიყენება.

   ძირითადი ამოცანა კვლავინდებურად „ახალი ეპოქის გაერთიანებული რელიგიის" შექმნა რჩება - კაცობრიობის ევოლუციური აღორძინება ახალ სულიერ-კულტურულ საფუძვლებზე არსებულ რელიგიურ დილემად რჩება.






1 წყარო. Budiveren.com. Бил Геитс и вера Люцифера. Интерьвию М. Маиевеновой и О. Четверникова.





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 



უკან დაბრუნება