მთავარი > სიძუნწე > სიძუნწე
სიძუნწე26-01-2014, 00:07 |
„ძუნწისათვის ისევე არ არსებობს ის, რაც მას აქვს, როგორც ის, რაც მას არ აქვს" * * * „საწყალს ბევრი გასაჭირი აქვს, მფლანგველს უფრო მეტად, ხოლო ძუნწი ყველაფერში ნაკლულოვანია" * * * „განა ძუნწი ციებ - ცხელებით დაავადებულს არ ჰგავს, რომელიც ყველაზე ულმობელი წყურვილით ითანგება, თუმცა შეიძლება წყალს სათავიდანაც კი ხაპავდეს?!" წმიდა იოანე ოქროპირი
* * * „ძუნწი აგროვებს მხოლოდ იმისთვის, რომ შეაგროვოს. იგი არ კმაყოფილდება თავისი მოთხოვნილებებით - იგი უარს ეუბნება თავის თავს მასზე" * * * „ძუნწ ადამიანებს მთელი სამართლიანობით შეიძლება ეწოდოთ საზოგადოების მტრები და ახლობლების მძარცველნი" * * * „ჭაში წყლის ამოხაპვის შემდეგ დგება უკეთესი წყალი; და თუ ჭა მიშვებულია, მაშინ მასში წყალი ყროლდება; სიმდიდრის დაგროვებაც უსარგებლოა; მისი გაღება და ხელიდან ხელში გადაცემა კი საყოველთაოდ სასარგებლო და ნაყოფიერია" წმიდა ბასილი დიდი უკან დაბრუნება |