მთავარი > სიმდიდრე > სიმდიდრე

სიმდიდრე


6-01-2014, 00:06
სიმდიდრე

   „ოქრო - ისეთივე ხაფანგია კაცთათვის, როგორც - ჩიტებისთვის კაკანათი"

* * *

„ნეტარია მდიდარი, რომელიც არასდროს კარგავს მხედველობის არიდან მადლის სიმდიდრეს"

* * *

„მაშინ ვიხვეჭთ სიმდიდრეს, როდესაც იგი გვძაგს და მხოლოდ უფლისაგან ვეძიებთ სიმდიდრეს"

* * *

„სიღარიბის გარეშე სიმდიდრეც უსარგებლოა"

* * *

„სახლში საგანძური სახიფათოა: გლახაკთა ხელში კი - უსაფრთხო"

* * *

„სიმდიდრე კი არ ღუპავს მდიდრებს, არამედ სიმდიდრის მოხმარება"

* * *

„მდიდრები კი არა, სიმდიდრის მსახურნი განისჯებიან"

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

* * *


„გამოწურეთ მდიდრების სახლები და ეტლები: ნახეთ, რამდენი ცრემლი დაედინება!"

* * *

„თუ ღატაკთ გაანაწყენებ, მწუხარებას მწუხარებას მიუმატებ"

* * *

„ღატაკის მაწყენარი იმას ჰგავს, ვინც წყალში ჩავარდნილს კიდევ უფრო მეტად ფლავს წყალში"

* * *

„დაინდე ღატაკი და შენც დაგინდობს უფალი"

* * *

„ვაჭრობაში სასწორად ყოველთვის სინდისი გამოიყენე"

* * *

„სიმდიდრესთან განუშორელია საზრუნავი, როგორც ჟანგი - რკინისაგან"

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

* * *


„არა მარტო ღარიბები არიან ღარიბები, არიან მდიდარი ღარიბებიც"

* * *

„ღარიბია ის ვისაც, სიმდიდრე აქვს, და უმეტესიც ვერ აძღობს"

* * *

„მავანი მდიდარია ფულით, სულით კი ღარიბია"

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

* * *


„სიმდიდრე - ორგული მონაა: დაადე მას ათასი ჯაჭვი, იგი ჯაჭვითაც გაიქცევა"

* * *

„იბატონე სიმდიდრეზე, მას კი არ მისცე ნება, გმართოს"

* * *

„იმისთვის გეძლევა სიმდიდრე, რომ შენც გასცე"

* * *

„სიმდიდრე და ქველმოქმედება განუყოფელნი უნდა იყვნენ"

ნეტარი ავგუსტინე


უკან დაბრუნება