მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > დიდებულმა სევერიანმა და მისმა მეუღლემ შიმშილობის დროს გაწეული ქველმოქმედებით მართლმადიდებლობისკენ მრავალი ერეტიკოსი მოაქციეს
დიდებულმა სევერიანმა და მისმა მეუღლემ შიმშილობის დროს გაწეული ქველმოქმედებით მართლმადიდებლობისკენ მრავალი ერეტიკოსი მოაქციეს24-11-2020, 09:03 |
როდესაც ძლიერი შიმშილობა დაიწყო, დიდებულმა სევერიანმა და მისმა მეუღლემ თავიანთი ქველმოქმედებით მართლმადიდებლობისკენ მოაქციეს მთელი იქაური მწვალებლები. მათ თავიანთ მამულებში გახსნეს ბეღლები და მთელი მარაგი ღატაკთა და გაჭირვებულთა გამოსაკვებად გაიღეს. ცოლ-ქმრის ასეთი არაჩვეულებრივი კაცთმოყვარეობა გახდა საფუძველი ერეტიკოსების ჭეშმარიტი რწმენისაკენ შემობრუნებისა. მათ ღმერთი განადიდეს ამ ღვთისმოსავი მეუღლეების რწმენისა და ქველმოქმედების გამო.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |