მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > აბბა მარკელიოსს ღამის ლოცვის დროს საყვირისა და ბრძოლის ხმა შემოესმა. ეშმაკმა, რომელიც გამოეცხადა, აუწყა, რომ დემონები ებრძოდნენ მოღვაწეებს

აბბა მარკელიოსს ღამის ლოცვის დროს საყვირისა და ბრძოლის ხმა შემოესმა. ეშმაკმა, რომელიც გამოეცხადა, აუწყა, რომ დემონები ებრძოდნენ მოღვაწეებს


25-09-2020, 14:31

აბბა მარკელიოსს ღამის ლოცვის დროს საყვირისა და ბრძოლის ხმა შემოესმა. ეშმაკმა, რომელიც გამოეცხადა, აუწყა, რომ დემონები ებრძოდნენ მოღვაწეებს

 

 

   აბბა მარკელმა ძმებს შემდეგი რამ უამბო: ერთხელ, როდესაც ღამით გაიღვიძა და ლოცვად დადგა, მას საყვირის ხმა და რაღაც უცნაური ხმაური შემოესმა, რომელიც მებრძოლთა შეტაკების ხმასა და ყიჟინას მიაგავდა. ბერი შეცბა და გაოცდა, რადგან ვერაფრით მიმხვდარიყო, თუ საიდან ისმოდა ეს ხმები უდაბნოში. უეცრად მის წინ ეშმაკი წარსდგა და იღრიალა: „რამ დაგაფიქრა? აქ ჭეშმარიტად ბრძოლაა გაჩაღებული და თუ არ გინდა, რომ შენც შეგებრძოლოთ, წადი, დაიძინე და თავდასხმას გადაურჩები, რადგან ზარმაცებთან არაფერი გვესაქმება, ჩვენ მხოლოდ მმარხველებსა და მღვიძარებაში მყოფ მლოცველებს ვუპირისპირდებით".

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება