მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > მწუხარება

მწუხარება


5-01-2014, 00:03
მწუხარება
 
 

„როგორც ადამიანი აუცილებლად გამოსცდის სიკვდილს, ასევე ვერც მწუხარებებს აუვლის გვერდს"

* * *

„მწუხარებები ჩვენი სკოლაა, სადაც ვსწავლობთ"

* * *

„არაფერი ისე არ განაწყობს სულს სიბრძნისმოყვარეობის მიმართ, როგორც - მწუხარება"

* * *

„არასოდეს გეშინოდეს სასჯელის, მაგრამ გეშინოდეს ცოდვის, რაც სასჯელს წარმოშობს"

* * *

„თუკი კეთილ ადამიანს ხედავთ, გწამდეთ, რომ ის უბედური იყო"

* * *

„ოქრო ცეცხლით განიწმიდება, სული კი - განსაცდელებითა და მწუხარებებით"

* * *

„ადამიანური განსაცდელის ჟამს გულს ნუ გაიტეხთ"

* * *

„მწუხარების დღეები გადის, ისევე როგორც - ბედნიერებისა"

* * *

„ხილულ მწუხარებაში ყოველთვის უხილავი მადლი იმალება"

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

* * *

„განსაცდელები რომ არ არსებობდეს, ვერავინ ცხონდებოდა"

ამბა ევაგრე

 

 

* * *

„კეთილდღეობა მწუხარების გარეშე საშიშია: მეყსეულად მოეწევა ადამიანს უბედურება"

* * *

„ჯოჯოხეთში მოხვედრა - აი, უბედურებათა უბედურება"

* * *

„ვინც მოთმინებას გაურბის, ის ცხონებასაც გაურბის"

* * *

„თუ მოთმინება შეირყევა - ვერც სხვა სათნოება გაძლებს"

* * *

„მოუთმენლობის წუთმა შეიძლება, წლები და საუკუნეები დაანგრიოს"

* * *

„მწუხარებაში ნუგეშისცემას იესო ქრისტეში უნდა ვეძებდეთ; სხვაგვარად ამაოდ დავუწყებთ ძებნას ნუგეშს"

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

* * *

„უბედურებამ ჩაიარა, მაგრამ არ უნდა ჩაიაროს მისმა მოგონებამ"

* * *

„მწუხარებისას სიკეთის იმედს ნუ დაკარგავ და საქმის წარმატებით მსვლელობისას მწუხარებას ელოდე"

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

* * *

„ოქრო ცეცხლით გამოიცდება, რწმენა კი - განსაცდელებით"

* * *

„უბედურება სათნოების გამოვლინების შემთხვევაა"

სენეკა

 

 

 * * *

„გამოცდის გარეშე ადამიანი გამოცდილი ვერ იქნება"

წმიდა ეფრემ ასური

* * *

„მწუხარებისაგან განშორება სასუფეველისაგან განშორებას ნიშნავს"

* * *

„თუ არ გსურს მოთმინება, გვირგვინი არ გდომებია"

* * *

„მწუხარება უფრო დამაწყლულებელია, როცა მოულოდნელია"

* * *

„თუ უბედური ხარ, იცოდე, რომ შენზე უბედურებიც არიან"

წმიდა ბასილი დიდი


უკან დაბრუნება