მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > ღირსმა ათანასემ განკურნა ძმა, რომელიც შვიდი წელი თირკმელების დაავადებით იტანჯებოდა

ღირსმა ათანასემ განკურნა ძმა, რომელიც შვიდი წელი თირკმელების დაავადებით იტანჯებოდა


30-10-2020, 17:54

 

 

   ღირსი ათანასეს აღსრულების შემდეგ მონასტრის იღუმენად ერთი კეთილისმყოფელი მონაზონი ევსტრატი დაინიშნა. მას თირკმელების დაავადება აწუხებდა, სისხლს შარდავდა და აუტანელ ტკივილებს დაითმენდა. იღუმენს შვიდი წლის განმავლობაში ტანჯავდა ეს სენი და ყოველგვარი მკურნალობა, დედაქალაქის ექიმებისაც კი, ამაო აღმოჩნდა. მაშინ ევსტრატიმ უკუაგდო ყოველგვარი ადამიანური მკურნალობა და მთლიანად ღმერთს მიენდო, მან მთელი თავისი გული, გონება და ნუგეში უფლისკენ მიმართა, ლოცვად დადგა და ღირს ათანასეს შეევედრა განკურნებას. მისი ლოცვა შესმენილ იქნა ღვთისგან და მალევე მიემადლა განკურნება ყველაზე გულისხმიერი, სწრაფი და ძლევამოსილი ექიმისაგან: ერთხელ მას ძილში ღირსი ათანასე გამოეცხადა, რაღაც სითხით სავსე ჭურჭელი მიაწოდა და მისი შესმა უბრძანა. ევსტრატიმ, რომელმაც ყოველგვარ მკურნალობაზე უარი განაცხადა, ამ სასმისის შესმაც არ ისურვა, მაგრამ უეცრად ტკბილი და მამობრივი ხმა შემოესმა: „ნუ შეგეშინდება, შვილო ჩემო, შესვი სასმისი და ის განკურნებაში წაგადგება", და ისიც უთქმელად დაემორჩილა. იღუმენმა გამოღვიძებისთანავე შვება იგრძნო, მან ამ სასწაულისთვის უფალი ადიდა და წმინდა ათანასეს მადლობა შესწირა, შემდეგში კი, ამ სასწაულის შესახებ ყველას აუწყა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"

 


 


უკან დაბრუნება