მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მაგია, მისნობა, ჯადოქრობა, მთავარი გვედის ფოტო > ყრმის მიერ წმინდა სამების სახელის წარმოთქმით ეშმაკისეული გრძნეულება მეყსეულად განადგურდა

ყრმის მიერ წმინდა სამების სახელის წარმოთქმით ეშმაკისეული გრძნეულება მეყსეულად განადგურდა


21-11-2020, 17:40

ყრმის მიერ წმინდა სამების სახელის წარმოთქმით ეშმაკისეული გრძნეულება მეყსეულად განადგურდა

 

 

   კონსტანტინოპოლში იყო ერთი გრძნეული, რომელსაც სურდა, რომ ერთი ქრისტიანი ყრმა ეშმაკთა მსახურებაში ჩაეთრია. იმისათვის, რომ ბიჭისთვის დემონთა თავადის ძალა და დიდება ეჩვენებინა, მან ის ქალაქგარეთ, ერთ დაუსახლებელ ადგილას მიიყვანა. იქ კი ცდუნებულ ყმაწვილს მოეჩვენა უდიდესი ქალაქი რკინის კარიბჭით. გრძნეული ბიჭთან ერთად ამ წარმოსახვით ქალაქში შევიდა და ორივე მის შუაგულში მდგარი ტაძარის წინ აღმოჩნდა. ეკლესიაში ყრმამ იხილა უამრავი ანთებული კანდელი და ამაღლებულ ტახტზე მჯდომი კაცი, რომელიც მეფეს მიაგავდა და მსახურებით იყო გარშემორტყმული. ეს გახლდათ დემონთა თავადი, რომელიც მხიარულად შეეგება ბოროტ გრძნეულს, გვერდით მოისვა და გამოჰკითხა, თუ რატომ მიიყვანა ყმაწვილი მასთან. „ჩვენ შენი მსახურები ვართ და მასაც სურს, რომ გემსახუროს", - მიუგო ჯადოსნურმა. სატანამ ყრმას ჰკითხა: „იქნები ჩემი მსახური?" „მე ვემსახურები მამასა და ძესა და წმინდასა სულსა!" - შესძახა ყმაწვილმა და მოხდა ისე, რომ მისი სიტყვებით იმავ წამს დაემხო სატანა და მათელი მისი გარემოცვა, მოისრა გრძნეული და მყისიერად გაუჩინარდა წარმოსახვითი ქალაქი ტაძრითურთ. გაშლილ მინდორზე მარტოდ დარჩენილმა ყრმამ კი თავის გვერდით იხილა ცხენი, რომელის მეშვეობითაც ქალაქში დაბრუნდა, სადაც ყველას უამბო იმის შესახებ, რაც თავს გადახდა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება