მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > იმისათვის, რომ ყოველგვარი საცდური აღეკვეთა, წმინდა სიმეონმა თავისი ლამაზი თმა მოიჭრა და მისცა ძმას, რომელმაც ის შეუქო

იმისათვის, რომ ყოველგვარი საცდური აღეკვეთა, წმინდა სიმეონმა თავისი ლამაზი თმა მოიჭრა და მისცა ძმას, რომელმაც ის შეუქო


26-05-2020, 18:24

იმისათვის, რომ ყოველგვარი საცდური აღეკვეთა, წმინდა სიმეონმა თავისი ლამაზი თმა მოიჭრა და მისცა ძმას, რომელმაც ის შეუქო

 

 

   ერთხელ წმინდა სიმეონმა თავისი მდაბალი სულის განსაკუთრებული სიმაღლე გამოაჩინა. მოხდა ისე, რომ ერთმა ძმამ, რომელსაც მისი გამოცდა სურდა, ტაძარში ხუმრობით განუცხადა: „დიაკონო, რა ლამაზი თმა გაქვთ". წმინდა მამამ ძმის უხერხულობაში ჩაგდება არ მოისურვა და დუმილით უპასუხა, მაგრამ როგორც კი თავის სენაკში დაბრუნდა, თმა მოიჭრა. როდესაც ბერი იმ ძმას კვლავ შეხვდა, თავისი თმა უბოძა და განუცხადა: „ძმაო, აიღე ჩემი თმა, რადგან შენ ის ძალიან მოგწონს". ძმა საქმის ასეთ შემობრუნებას არ მოელოდა და ძალიან შერცხვა, ამ ამბის შემსწრეებმა კი დიაკონი შეაქეს.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება