მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > მომაკვდავმა დედამ შვილებს შეუფასებელი განძი - ბიბლია დაუტოვა, რომლის დახმარებითაც მათ ბედნიერება მოიპოვეს

მომაკვდავმა დედამ შვილებს შეუფასებელი განძი - ბიბლია დაუტოვა, რომლის დახმარებითაც მათ ბედნიერება მოიპოვეს


22-05-2020, 15:51

 

 

   ერთ ლოგინად ჩავარდნილ ავადმყოფ ქვრივს სიკვდილი კარს მოსდგომოდა. საბრალოს მთელი ცხოვრება ცრემლსა და ლოცვაში გაეტარებინა, იწვა და მორჩილად ელოდა როდის განეშორებოდა წუთისოფელს. სნეულის საწოლს შემოხვეოდნენ უკვე დაზრდილი ბავშვები და ცრემლიანი თვალებიოთ შესცქეროდნენ მომაკვდავ დედას. ქვრივმა უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა, საწოლიდან წამოიწია და დარდისგან განადგურებულ შვილებს უთხრა: „ჩემო საყვარლებო, მე თქვენ აურაცხელ განძს გიტოვებთ". ბავშვებმა განცვიფრებით შეხედეს დედას და ჰკითხეს: „ძვირფასო დედა, განა ეს შესაძლებელია? შენზე ღარიბი ქვრივი ხომ აღარავინ არსებობს?" „ჩემო კარგებო, მე ისეთ საგანძურს გიტოვებთ, რომელიც ღვთის ლოცვა-კურთხევას მოგიტანთ", - უთხრა ქალმა და მათ ბიბლია გაუწოდა, რომელსაც ბალიშის ქვეშ ინახავდა. „იცოდეთ, - განაგრძო მომაკვდავმა - ამ წიგნის ყველა ფურცელი ჩემი ცრემლებითაა გაჟღენთილი, ესაა სწორედ ის განძი, რომელსაც გიტოვებთ, იცხოვრეთ ისე, როგორც მასში წერია და მუდამ ბედნიერი და დალოცვილი იქნებით". ბავშვებმა მადლიერებით მიიღეს დედის უკანასკნელი დანატოვარი და მისი სიტყვებით სულით ხორცამდე შეძრულები მუდამ ცდილობდნენ, რომ ყველაფერში ღვთის ნება აღესრულებინათ... და იყვნენ დალოცვილები, ღვთისნიერები და ბედნიერები. ისინი ყველას უხსნიდნენ, რომ ბიბლია არის საგანძური, რომლის მსგავსიც დედამიწაზე არ მოიპოვება.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება