მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > მონაზონი პავლე ცოდვილი ძმის განკითხვის გამო სამი დღე სიძვის ბრძოლებით იტანჯებოდა და ამ განსაცდელისგან მხოლოდ წმინდა ათანასესთან აღსარების შემდეგ გათავისუფლდა

მონაზონი პავლე ცოდვილი ძმის განკითხვის გამო სამი დღე სიძვის ბრძოლებით იტანჯებოდა და ამ განსაცდელისგან მხოლოდ წმინდა ათანასესთან აღსარების შემდეგ გათავისუფლდა


19-11-2020, 18:03

მონაზონი პავლე ცოდვილი ძმის განკითხვის გამო სამი დღე სიძვის ბრძოლებით იტანჯებოდა და ამ განსაცდელისგან მხოლოდ წმინდა ათანასესთან აღსარების შემდეგ გათავისუფლდა

 

 

   ერთი ძმა, რომელიც წმინდა ათანასე ათონელმა რაღაც საჭიროებების გამო ერში გააგზავნა, სულის ხსნაზე ზრუნვის დაუდევრად მოეკიდა და ხორციელი ცოდვით დაეცა. როდესაც ლავრაში დაბრუნდა, სასოწარკვეთილმა თავისი ცოდვა ღირს მამასთან აღიარა. წმინდანმა, როგორც გამოცდილმა ექიმმა, დაამშვიდა და ურჩია, რომ მწუხარებას არ მისცემოდა, ღვთის იმედი არ დაეკარგა და ის კვლავ უწინდელ მონასტრულ მორჩილებაში დატოვა. როდესაც ამის შესახებ მეორე მონაზონმა, პავლემ შეიტყო, ცდუნებამ შეიპყრო და ხმამაღლა მოჰყვა დაცემული ძმისა და ღირსი მამის განკითხვას, აცხადებდა, რომ ბერმა ასეთი სამარცხვინო და უკანონო საქმის ჩამდენი მონაზონი მონასტრიდან არ გააძევა. წმინდა ათანასემ მკაცრად შეხედა მას და უთხრა: „პავლე, რას ჩადიხარ? გონს მოდი და ძმების ცოდვების ქექვას მოეშვი, რადგან წმინდა წერილი გვეუბნება: „ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს" (1 კორ. 10, 12). იმ დღიდან პავლე თავად შეიპყრო სიძვის ბრძოლებმა და სამი დღე და რამე ისე საშინლად იტანჯებოდა, რომ მალე სულის ხსნის იმედი დაკარგა, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მას თავისი ბინძური ბრძოლების შესახებ მამა ათანასესთვის გამხელისა და მისთვის დახმარების თხოვნის რცხვენოდა. ღირსმა მამა ეს ყოველივე სულით უწყოდა და უმტკივნეულო ხერხით თავადვე შთააგონა პავლეს, რომ აღსარება ჩაებარებინა. მაშინ კი გაიხსნა პავლე, გულწრფელად გაუმხილა მოძღვარს თავისი ცოდვები და შენდობა სთხოვა, როგორც ცოდვილთა მიმართ გულმოწყალე მამას. წმინდანმა ჯერ დამოძღვრა, რომ აღარასოდეს განეკითხა დაცემულნი და ყოფილიყო მათ მიმართ მოწყალე და მათთვის მლოცველი, ხოლო შემდეგ, იხილა რა მისი გულწრფელი სინანული და სიმდაბლე, უფალს მისთვის ლოცვა აღუვლინა და ძმა სიძვის ბრძოლებისგან გათავისუფლდა. პავლემ ერთგვარი სიცივე შეიგრძნო, რომელიც მთელ მის სხეულში გავრცელდა და მასში აღძრული ხორციელი ვნება ჩააქრო.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება