მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, სიკვდილი, მთავარი გვედის ფოტო > დაუდევარმა ძმამ სიკვდილის სინ საზარელი გველეშაპი იხილა, რომელსაც მისი გადასანსვლა ეწადა

დაუდევარმა ძმამ სიკვდილის სინ საზარელი გველეშაპი იხილა, რომელსაც მისი გადასანსვლა ეწადა


8-09-2020, 16:57

 

   „...ჩემს მონასტერში ერთ ძმას მოჰყვა ერთი მონაზონი, სახელად თეოდორე, რომელიც ჩვენთან უფრო საჭიროებამ მოიყვანა, ვიდრე საკუთარმა სურვილმა. მას ძლიერ უმძიმდა სულის საცხონებელი საუბრის მოსმენა, რადგან არათუ სიკეთის კეთება არ შეეძლო, არამედ მისი გაგონებაც კი არ ეწადა. თეოდორე თავისი ქმედებებით, დაფიცებებით, დაცინვით და მრისხანებით ადასტურებდა იმას, რომ წმინდა მონაზვნური ცხოვრების სურვილი არასდროს ჰქონდა. ამასობაში მას შეეყარა სენი, რომელმაც ქალაქის მკვირდთა დიდი ნაწილი შეიწირა. მონაზვნის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მის სარეცელთან ძმები მოგროვდნენ, რათა მისი სული ლოცვით გაეცილებინათ. მისი სხეული მთლიანად გაციებულიყო და მხოლოდ მკერდზე ეტყობოდა სიცოცხლის კვალი. რაც უფრო ახლოვდებოდა მის აღსასრული, ძმები მით მეტი თავგამოდებით ლოცულობდნენ. უეცრად, მომაკვდავმა მათ ლოცვა შეაწყვეტინა და ხმამაღალი ხმით იყვირა: „გამეცალეთ, გამეცალეთ, მე გველეშაპის ლუკმად ვარ განწირული, მაგრამ, ვიდრე თქვენ ჩემ გვერდით ხართ, ჩემ შეჭმას ვერ ახერხებს. მან ჩემი თავი უკვე შთანთქა და მიეცით საშუალება აღასრულოს რაც სურს, რადგან ძალიან მტანჯავს. თუ მაინც მის ლუკმად უნდა ვიქცე, ამაოდ ირჯებით ჩემი ხსნისათვის". ძმები მის დამშვიდებას შეეცადნენ: „ამას რად ამბობ, ძმაო, ახლავე პირჯვარი გამოისახე". „მსურს პირჯვრის გამოსახვა, მაგრამ ხელს გველეშაპის ქერცლები მიშლის," - ყვიროდა შეშფოთებული მონაზონი. ამის გამგონე ძმები მიწაზე გაერთხნენ და ცრემლითა და და უფრო მეტი გულისხმიერებით შეუდგნენ ლოცვას. უეცრად სნეულს უკეთესობა დაეტყო და წამოიძახა: „დიდება უფალს! საზარელი გველეშაპი უკანმოუხედავად გაიქცა, რადგან თქვენი ლოცვის ძალას ვეღარ გაუძლო. გევედრებით, ჩემი ცოდვებისათვის ილოცეთ, რამეთუ მზად ვარ ყოველივე მოვინანიო და საერო ცხოვრება სამუდამოდ დავუტეო". ამგვარად, უკვე გაციებულ და თითქმის მკვდარ მონაზონს უფლის ნებით სიცოცხლე შეუნარჩუნდა, რათა მთელი გულით ღმერთისაკენ მობრუნებულიყო. იმ დღიდან მოყოლებული, მან ცხოვრების წესი შეიცვალა, დიდხანს იღვაწა შემუსვრილი გულით და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა მისმა სულმა სხეული".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) 

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"  


უკან დაბრუნება