მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > შეგონება ძმისა, რომელიც ბერის სიტყვებს უგულისყუროდ ისმენდა

შეგონება ძმისა, რომელიც ბერის სიტყვებს უგულისყუროდ ისმენდა


6-09-2020, 00:02

 

 

   ბერ კოპრეს საუბრის მოსმენისას ერთ-ერთი ძმა მთქნარებას მოჰყვა და ბოლოს მოწყენილობისგან ჩათვლიმა კიდეც. ძილში მან იხილა ოქროს ასოებით დაწერილი წიგნი, რომელიც აბბა კოპრეს ეპყრა ხელთ. ბერმა წიგნიდან თავისი მონათხრობი ამოიღო. მის გვერდით იდგა ჭაღარით დამშვენებული და ნათელმოსილი კაცი, რომელმაც მრისხანედ შეხედა მონაზონს და განუცხადა: „რატომ ისმენ უგულისყუროდ იმას, რასაც აქ კითხულობენ? შენი ურწმუნოების გამო თვლემ". მონაზონმა შეცბუნებულმა გამოიღვიძა.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება