მთავარი > ანტიქრისტე > ანტიქრისტეს ბეჭედი - რეალური მონობა
ანტიქრისტეს ბეჭედი - რეალური მონობა23-01-2015, 00:01 |
უზარმაზარი უსასრულო თავისუფლება მოგვმადლა ადამ-იანებს ღმერთმა. მრავალი კი საკუთარი ნებით უარყოფს და ეწინააღმდეგება მას.
უკანასკნელ ჟამს კაცობრიობის უმრავლესობა უარყოფს ქრისტე ღმერთს, ერთადერთ ჭეშმარიტებას, ერთადერთ ნუ-გეშს. ამით იგი საკუთარ თავს ყოველგვარი ბოროტების, სიცრუის, ცოდვისა და სიკვდილის მონად აქცევს. ვინც სა-კუთარი ნებით აირჩევს ურწმუნოებაში, გარყვნილებასა და დემონიზმში ყოფნას, იოლად დაემორჩილება, დაუჯერებს ანტიქრისტეს ცრუ სასწაულებს, მაცდუნებელ ქმედებებს და ბოლოს ის მიიღებს კიდეც ანტიქრისტეს ბეჭედს.
პავლე მოციქული ამბობს, რომ ანტიქრისტე წარმატებას ჰპოვებს მხოლოდ „წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინ-აითგან სიყვარული იგი ჭეშმარიტებისა არა შეიწყნარეს რა-ითამცა ცხონდეს იგინი, ამისთვის მოუვლინოს მათ ღმერთმა შემწე საცთურებისა, რათა რწმენეს მათ ტყუვილისა". (2 თეს. 2.10.11).
წმ. იუსტინე პოპოვიჩი თესალონიკელთა ეპისტოლეს ამ მონაკვეთის განმარტებისას დასძენს: „სატანური ძალის მოქ-მედების შედეგი იმით გამოჩნდება, რომ ის ადამიანები მთე-ლი გულითა და გონებით ირწმუნებენ ანტიქრისტეს სიც-რუეს, მიიჩნევენ მას უდავო ჭეშმარიტებად და რეალობად.
როდესაც ადამიანებს შეგნებულად და ჯიუტად არ სურთ მიიღონ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და ემსახურონ მას, მაშინ ისინი მიიღებენ სიცრუეს, დაიცავენ თავიანთ ცრუ სარწმუნოებას, თავიანთ ცხოვრებას ამ სიცრუეში და შექმნიან აპოლოგიებსა და ფილოსოფიურ იდეებს სიცრუის შესახებ. ღმერთი არანაირ მადლობას მათ თავისუფალ არჩევანზე არ გამოხატავს. ის ნებას აძლევს მათ იცხოვრონ თავიანთი ავ-ხორცული სურვილებისამებრ.
მარადიულობისათვის შექმნილი ადამიანი იჯერებს სიცრუ-ეს, იცავს, ამართლებს და მარადიულ სამეფოდ, ჭეშმარიტე-ბად მიიჩნევს მას.”1
საუბედუროდ, ასეთი არჩევანი საბოლოოდ წარწყმედს ცდუნებულ კაცობრიობას. წმ. ეფრემ ასური ამბობს: „ანტიქ-რისტეს ყველას წარწყმედა სურს. ამიტომ ისეთ ღონეს ხმა-რობს მტარვალი, რომ ყველამ მიიღოს მხეცის ნიშანი ანუ ბეჭედი, როცა თავის დროზე, ანუ ჟამის აღსასრულს მოვა იგი ყველას საცდუნებლად და ნიშნებს იქმს. ვინც მხეცის ბეჭედს მიიღებს, მხოლოდ მას შეეძლება სურსათისა და ყოველგვარი საჭირო ნივთის შეძენა. ზედამხედველებს დააყენებს ვეშაპი თავისი ბრძანებების აღსასრულებლად. შენიშნეთ, ძმებო, და იხილეთ გადამეტებული, გადარეული მანქანება მხეცისა და მზაკვრობა: რითი იწყებს ის? - მუცლით, რათა შიმშილისაგან უკიდურესად შეჭირვებული ადამიანი იძულებული გახდეს მიიღოს მისი ბეჭედი ანუ უკეთური გამოსახულება სხეულის არა სხვა რომელიმე ნაწილზე, არამედ მარჯვენა ხელსა და შუბლზე. ამას იმისათვის იქმს მზაკვარი, რომ ადამიანმა მარჯვენა ხელით ჯვრის ნიშნის აღბეჭდვა (პირჯვრის გამოსა-ხვა) ვეღარ შეძლოს. იცის უკუღმართმა, რომ სხეულის ჯვრით დაბეჭდვა მთელ მის ძალას მოაუძლურებს. ამიტომ ადამიანს ის თავის ბეჭედს დაასვამს მარჯვენა ხელზე, რადგან მარ-ჯვენა ხელი ჯვრით აღბეჭდავს ჩვენი სხეულის ყოველ ასოს; ამგვარადვეა შუბლიც, როგორც სასანთლე, ზე აღმართავს ნა-თელს ნათლისას - ჩვენი მაცხოვრის ნიშს (ჯვარს). ამიტომაც, ჩემო ძმებო, უმძიმესი მოღვაწეობა გვმართებს ყველა ქრის-ტესმოყვარე ადამიანს, რათა სიკვდილის ჟამამდე არ შევში-ნდეთ და უქმად არ ვიყოთ იმ დროს, როცა გველი თავის ბეჭედს გამოსახავს ცხოველმყოფელი ჯვრის ნაცვლად. ამის-თვის იგი უეჭველად იხმარს ისეთ ღონეს, ისეთ ხრიკს, რომ უფლისა და მაცხოვრის ხსენებაც კი აღიხოცოს იმჟამად. ამას კი უძლური იქმს, რადგან ჩვენი მაცხოვრის წმინდა ძალისა ეშინია და ძრწის. რამეთუ, ვინც არ დაიბეჭდება მხეცის ნიშ-ნით, არც მისი ყალბი მოჩვენებითი სასწაულებით მოიხიბ-ლება. ამასთან უფალიც არ განუდგება ასეთებს, არამედ გა-ნანათლებს მათ და თავისკენ მიიზიდავს."2
როგორც ვხედავთ, უკანასკნელ ჟამს უფალი არ დატოვებს თავის მსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ არ ექნებათ, ყი-დვა-გაყიდვის, საკვების მოპოვების, თავის რჩენის საშუა-ლება, მათ არ მოაკლდებათ ღვთის მფარველობა. ისინი ვინც თავიანთი ნებით მიიღებენ ანტიქრისტეს ბეჭედს, დროებითი საკვების ფასად დაკარგავენ უმთავრესს - ჭეშმარიტ თავისუ-ფლებას და ეშმაკის მონად გადაიქცევიან.
1Пр. Иустин (Попович). Догматика Православной Церкви. Эсхато-логия. გვ. 97-98. უკან დაბრუნება |