მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - კონტრაცეფციის გამოყენების შედეგები (ნაწილი 1) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - კონტრაცეფციის გამოყენების შედეგები (ნაწილი 1) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


15-02-2021, 09:21

შეთქმულება ოჯახის წინააღმდეგ - კონტრაცეფციის გამოყენების შედეგები (ნაწილი 1) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

  

შეთქმულება 2: კონტრაცეფციის გამოყენების შედეგები

 

   მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, სულს ქმნის ღმერთი მშობელთა სულების თანამონაწილეობით ჩასახვის წამს, როცა დასაბამი ეძლევა ახალ სიცოცხლეს. თანამედროვე სამყაროში უკვე მრავალნი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აბორტი არის ცოცხალი, ჯერ დაუბადებელი ადამიანის მკვლელობა, მაგრამ ბოლომდე ყველას არა აქვს გააზრებული, რომ ემბრიონი უკვე არის პოტენციური პიროვნება, აქვს ადამიანის სული, რომელიც შეიცავს მომავალი სხეულის მთელ გეგმას, ანუ ის არის ადამიანი უკვდავი სულით. თუკი, როგორც ვთქვით, აბორტისადმი ერთგვარი ნეგატიური დამოკიდებულება შეინიშნება საზოგადოებაში, სულ სხვაგვარია მიდგომა კონტრაცეფციის მიმართ.

   სიტყვასიტყვით „Contra” ნიშნავს - „წინააღმდეგ", ხოლო „Ception” – „ნაყოფს". ე.ი. ეს გახლავთ ნაყოფის (ჩასახული ჩვილის) წინააღმდეგ მოქმედი საშუალება, იგივე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ კონტრაცეფცია თანამედროვე, ე.წ. „ცივილიზებული" სამყაროს სულიერი და მორალური კატასტროფის შედეგია. ის, ერთი მხრივ, სანაქებოა, ვით „გამოსავალი"; მამაკაცსა და დედაკაცს შეუძლიათ თანაცხოვრება ისე, რომ არ იყოლიონ შვილები. მეორე მხრივ, ის ჩვეულებრივი დანაშაულია, რომელმაც საფუძვლიანი იდეოლოგიური და საზოგადოებრივი ცვლილება გამოიწვია. პირველად კაცობრიობის ისტორიაში სქესობრივი ცხოვრება გამიჯნეს შობადობისაგან.

   ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე საუბრისას მრავალი ფაქტორი უნდა იქნეს განხილული. კერძოდ, 1) რა სულიერ - მორალურმა პროცესებმა გამოიწვია ამ პრეპარატების გამოგონება; 2) რას ამბობს მასზე კლასიკური მედიცინა და რას გვიმალავენ ექიმები და ფარმაცევტები კონტრაცეფციის შესახებ; 3) რეალურად რა ხდება ამ საშუალებათა გამოყენებისას და 4) რა კვალს ტოვებს ის ადამიანის ჯანმრთელობაზე?

   1) თავდაპირველად საკითხის მორალურ მხარეზე ვისაუბროთ. საქმე ისაა, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ტრადიციულ მორალურ ფასეულობათა გადაფასება, რომლებიც დღემდე უძლებდნენ დროში გამოცდას. დღემდე ინტიმური ცხოვრების სფეროდ მიჩნეული წესი ცხოვრებისა საყოველთაო სანახაობად იქცა. ანადგურებს რა ძველ ქრისტიანულ პრინციპებს, ავხორცულ ვნებას დამონებული თანამედროვე საზოგადოება, შეუზღუდავი სქესობრივი კონტაქტების „უფლებას" ითხოვს. სიამოვნების ფაქტორმა დაძლია ბიოლოგიური მოთხოვნა, რასაც შობადობადობის გაგრძელება ჰქვია. თეორიულად, მთელი ეს პროცესი აამოძრავ-აამღელვარა „პორნოგრაფიის ტალღამ", რომელიც ე.წ. სექსუალურ რევოლუციას ეფუძნებოდა, ხოლო პრაქტიკულად მის განხორციელებას ხელი შეუწყო ადამიანის ცნობიერებაში „კონტრაცეფტული მენტალობის" (ლათ. Conception - ჩასახვა, Anticonception - ჩასახვის საწინააღმდეგო) ჩამოყალიბებამ.

   იმისათვის, რომ „თეზამ" იმუშაოს, საჭიროა საზოგადოების სიტყვითა და ლოზუნგით მანიპულირება. ე.ი. სიტყვით მანიპულირებას ყოველთვის წინუძღვის საზოგადოებით მანიპულირება.

   ცხადია, პირისპირ არავინ გვეტყვის, რომ შექმნილია შობადობის საწინააღმდეგო პრეპარატები, ინერგება შობადობის კლების პროგრამები და ა.შ. ...მაშინ ხომ საზოგადოება უარყოფითად შეაფასებდა ამ ფაქტს, ცალსახად აღიქვამდა მას, როგორც ერის გენოციდს. ამიტომ ხდება პირიქით: საუბრობენ „ჯანმრთელობის რეპროდუქციულ დაცვაზე", „ჯანსაღი ცხოვრების წესზე", „რეპროდუქციულ უფლებებზე", „უსაფრთხო დედობაზე", და მისთ. ეს ყველაფერი მშვენივრად ჟღერს, მაგრამ ჭეშმარიტი არსი ამ ლოზუნგებისა საწინააღმდეგო მნიშვნელობისაა. ერთი შეხედვით ვერც კი მიხვდებით, რომ ეს მოწოდებები ტიპიური სიცრუეა. შეგახსენებთ, რომ ჰიტლერი „არასასურველთა" განადგურების პროგრამას „ერის სიჯანსაღეს" უწოდებდა.

   „შობადობის პრობლემა" როგორმე რომ მოგვარებულიყო, მორალურ ფასეულობათა დათმობა, ანუ ტრადიციული ღირებულებების გარეშე ეთიკის შექმნა განიზრახა. ამუშავდა „ნაკლები ბოროტების" თეზა, ყალბი ლოზუნგი „ფეხმძიმობისაგან თავის დაცვა აბორტზე უკეთესია". ამ კონცეფციის თანახმად, არ შეიძლება ვინმე აიძულო გაითავისოს თუგინდ სიმართლესა და ფაქტებზე დაფუძნებული „შეხედულება". სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს ფასეულობისა და ეთიკას მოკლებული მედიცინა.

   2) ვანდალურ გეგმაში, რასაც ე.წ. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ჰქვია, ექიმების ჩათრევა იყო საჭირო, ექიმი, რომელიც აქამდე სიცოცხლის მცველი იყო, უეცრად სიცოცხლის საწინააღმდეგო მოძრაობის თანამონაწილე გახდა. ამან შობადობის კატასტროფული შემცირება გამოიწვია. მედიცინა ამ ბინძურ საქმეში შემთხვევით არ არის ჩათრეული. „თანამედროვე ე.წ. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების უმრავლესობა ფარმაკოლოგიური პრეპარატების გამოყენებას ეფუძნება" - ამბობს ექიმი-გინეკოლოგი, დოქტორი რუდოლფ ემანი, - „ამ ნივთიერების ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე იმდენად ძლიერია, რომ ჩნდება ექიმის ჩარევის აუცილებლობა. პირველად მედიცინის ისტორიაში, სამედიცინო პრეპარატების ასეთი დიდი მასშტაბით არასამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენეს".

   ექიმების „ჩათრევა", როგორც წერს დოქტორი რუდოლფ ემანი, არ იყო რთული. მათ ისე, როგორც მთელ საზოგადოებას, საამოდ მოსასმენი ლოზუნგი შესთავაზეს: „ფეხმძიმობისაგან თავის დაცვა აბორტზე უკეთესია". გარდა ამისა, მრავალი ექიმისთვის ამ საქმეში მონაწილეობა შემოსავლის ზრდას ნიშნავდა. ექიმების მხოლოდ მცირე ნაწილი იაზრებდა, რომ ეს ბოროტთან თამაში იყო. ძირითადად ისინი შეგნებულად მალავენ ამ პრეპარატების ნამდვილ მოქმედებას.

   უმალ გამოჩნდნენ მორალისტები, რომლებმაც „ნაკლები ბოროტების" თეზა გააჟღერეს. აღმოჩნდა, რომ მათ საქმიანობას (ყველა ქვეყანაში) მუდმივად ერთი და იმავე ადამიანთა ჯგუფი მართავდა (ოჯახის დაგეგმარების ორგანიზაცია და მისი შვილობილები).

   3) საუბარი რომ მხოლოდ „მოფრთხილებას" ეხებოდეს, მაშინ აბორტს არასაიმედო კონტრაცეფციის შემთხვევისაგან დასაზღვევად არ გამოიყენებდნენ. დღეს საკმარისი მტკიცებულება არსებობს, საიმისოდ, კონტრაცეფცია და აბორტი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან არა მხოლოდ მექანიზმის მოქმედების, არამედ, პირველს ყოვლისა, იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამიტომ, ვიდრე კონტრაცეფციის მექანიზმის ნამდვილ არსზე ვისაუბრებდეთ, ვიტყვით, რომ არც ერთი კონტრაცეპტური საშუალება, აბი ან ე.წ. სპირალი, არ იძლევა „თავდაცვის" 100%-იან გარანტიას. ამიტომ, თავის საბოლოოდ დასაზღვევად დააკანონეს აბორტი - ის ხომ „შობადობის გასაკონტროლებლად" აბსოლუტურად ეფექტური საშუალებაა. სწორედ ამან განაპირობა კანონმდებლობაში ცვლილებების (12 კვირის ჩვილის მოკვდინება) შემოღება. სტატისტიკური მონაცემებით ცნობილია, რომ მაგალითად, კალიფორნიაში წელიწადში 500 000 აბორტი კეთდება. აქედან 40% არაეფექტური კონტრაცეფციის გამო გახდა გასაკეთებელი. (ნიდვალდის რეგიონალური ჰოსპიტალი).

   ნიშანდობლივია, რომ სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობს, აბორტების რიცხვი კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. მაშასადამე, მრავალი ადამიანის ცნობიერებაში აბორტმა ჩაანაცვლა კონტრაცეფცია. ფაქტია, ადამიანთა მენტალიტეტი ეტაპობრივად იცვლება. შედეგად, ჩასახული ბავშვების მკვლელობა (იქნება ეს კონტრაცეფციის თუ აბორტის შედეგი) მოწონებულია, ვით „შობადობის რეგულირების" ნორმალური მეთოდი. (გაგრძელება...)

  

  

 

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება