მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტე (ქრისტიანი)

ქრისტე (ქრისტიანი)


16-04-2019, 23:10

 

   ადამიანს, რომელსაც ქრისტე არ ჰყავს, ყველაფერი ძნელი და ბნელი ეჩვენება. როცა გულს ქრისტე არ ჰყავს, მაშინ იგი დაკავებულია ფულით, ქონებითა და ადამიანებით.

 

ბერი ამფილოქე

 

 

   დაუფიქრდით, როგორია თქვენი ყოველი დღე. თქვენი მომავალი მიანდეთ უფალს. უფალი გიშველით. რასაც უფალი მოისურვებს, ის მოხდება. ნუ ფიქრობთ მომავალზე, ნუ დაამძიმებთ გონებას მასზე ფიქრით. ღმერთი გიშველით.

 

ბერი იერონიმე

 

 

   ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ; მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.

 

სახარება მარკოზისა, თ. 1-2

 

 

   ვინც ქრისტიანებთან უთანხმოებაში ცხოვრობს, მას არ შეიძლება, ქრისტესთან ერთობა ჰქონდეს.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

   ვისაც სურს, იესოსთან ერთად მარადიული სასუფევლის მონაწილე იყოს, მან მონაწილეობა უნდა მიიღოს მის ვნებასა და მოთმინებაშიც.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   ვისაც ქრისტე სწამს მომავალ საზღაურთან მიმართებაში, რწმენის შესაბამისად გულმოდგინედ იტანს ყოველგვარ წყენას.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   იესო ტკბილია და თუ ადამიანი მას მიანდობს თავისი ტკივილების სიმწარეს, ეს სიმწარე ტკბილ სიროფად გადაიქცევა.

 

ბერი პაისი

 

 

   იმდენად არ სწყინს ღმერთს წარმართის უწმინდური ცხოვრება, რამდენადაც - ქრისტიანის გარყვნილება.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ის, ვინც არ მიიღებს ქრისტეს, ვერ მიიღებს სულიწმიდას და არც ერთი არაქრისტიანული რელიგია არ არის მატარებელი სულიწმიდის მადლისა. ამ მადლთა შორის სულიერი სიბრმავისაგან განთავისუფლება იგულისხმება.

 

მღვდელი ვლადიმერ ელისეევი

 

 

   მე მიყვარს იესო, რომელმაც თავი გასწირა ჩემთვის. რას მივაგებ მე უფალს მთელი ამ წყალობის ნაცვლად?

 

წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი

 

 

   ნეტარ არიან, რომელთაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში ნათელი სოფლისა - ქრისტე შეიმოსეს, რამეთუ მათ უკვე შეიმოსეს სამოსი უხრწნელებისა.

 

იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)

 

 

   ნუ იამაყებ, თუ ცრემლით ლოცულობ, რამეთუ ქრისტე შეეხო შენს თვალებს და გონების თვალი აგეხილა.

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

   სადაც მე ვარ, - ამბობს ქრისტე, იქ იქნება მსახური ჩემი. სად არის ქრისტე? - ზეცაში. ამგვარად, ჩვენც სულითა და გონებით გადავსახლდეთ იქ აღდგომამდე.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   სადაც ქრისტეა - ნათელი სოფლისა, საიქიოს მარადიული ნათელი, მშვიდობა და სიხარული, ანგელოზები და წმიდანებიც იქვეა; იქ სასუფევლის ზეიმია.

 

იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)

 

 

   სიცოცხლე ქრისტეს გარეშე, სიცოცხლე კი არა, სიკვდილია. თუ შენს ყოველ საქმესა და აზრში ქრისტეს არ ხედავ, მაშინ ქრისტეს გარეშე ხარ.

 

ბერი პორფირე

 

 

   უფალი ჩვენი იესო ქრისტე, თავისი უსაზღვრო სიყვარულის გამო, იმისათვის, რომ ჩვენ ვექციეთ იმად, რაც თვითონ არის, იქცა იმად, რაც ჩვენ ვართ.

 

წმიდა ირინეოს ლიონელი

 

 

   ქრისტე სიყვარულია, სიკეთეა, ნუგეშია. მასთან თავისუფლად სუნთქავ, ვინაიდან უხვად გაწვდის სულიერ ჟანგბადს.

 

ბერი პაისი

 

 

   ქრისტეს მოძღვრება, რომელიც თავად მოძღვარმა საკუთარი სისხლით დაწერა, და სისხლით დაიცვა ჩვენმა ერმა, ისევე ძვირფასი და ისეთივე გზის მაჩვენებელია დღეს ჩვენთვის, როგორიც იყო წარსულში.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

 

   ქრისტიანი ისაა, ვინც ადამიანის შეძლებისდაგვარად ბაძავს ქრისტეს სიტყვით, საქმითა და გულისთქმით.

 

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი

 

 

   ქრისტიანი ისაა, ვისაც ჭეშმარიტი სარწმუნოება აქვს და კეთილი ზნეობა.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   ქრისტიანობა თავისი არსით თეორია კი არ არის, არამედ სიცოცხლე, კავშირი ზეცასთან და რელიგიური გამოცდილება.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

   ქრისტიანს არა მხოლოდ აღმსარებლობა, არამედ რწმენა და რწმენის შესაფერისი ზნეობა აქცევს ჭეშმარიტ ქრისტიანად.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   ქრისტიანს მხოლოდ ერთი უბედურება, ერთი საშინელება შეიძლება შეემთხვეს - უფალი განარისხოს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ქრისტიანული სახელი ქრისტიანული ცხოვრების გარეშე მლიქვნელობაა.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   ქრისტიანული ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა - მუდმივი, სიცოცხლის დასასრულამდე სინანული.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   ღარიბი ის ქრისტიანია, ვისაც ამასოფელში გამდიდრება სურს.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   ღვთის ნების გარეშე ქვა არ დაიძვრის ადგილიდან, ფოთოლი არ ჩამოვარდება ხიდან.

 

ბერი ანთიმოზი

 

 

   შეგეძლოს თავის დამდაბლება, ეს ნიშნავს, შეგეძლოს იესო ქრისტესთვის მიბაძვა.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   ძე ღვთისა ძე კაცისა იმიტომ გახდა, რომ ადამიანთა ძენი ღვთის ძეებად ექცია.

 

გალ. 4,5

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება