მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, სიმშვიდე, მთავარი გვედის ფოტო > სიმშვიდე

სიმშვიდე


7-06-2019, 22:41

 

   თუკი, რომელიმე თქვენთაგანი დღის განმავლობაში ვერ შეინარჩუნებს სიმშვიდეს და სიყვარულს მოყვასის მიმართ: აჩხუბებს ან კი რაიმე უსიამოვნო შეგრძნებები შეიპყრობს, მზის ჩასვლამდე დაიცხროს გული და შენდობა ითხოვოს მისგან.

 

სქიმარქიმანდრიტი ლავრენტი ჩერნიგოველი

 

 

   იმათ, რომელთაც სიმშვიდე აქვთ, მაცხოვარი ქვეყნის დამკვიდრებას ჰპირდება.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   მშვიდნი და გულით მდაბალნი იყვნენ პირველი საუკუნეების ქრისტიანები, უსჯულოთაგან დევნილებსა და წამებულებს არც სადგომი ჰქონდათ და არც საზრდო, მაგრამ შევხედოთ, ვინ დაიმკვიდრა ქვეყანა, სად არიან მათი მდევნელები, მაშინ, როცა, რაც ქვეყნად განათლება, ძლიერება თუ წარმატებაა, ყოველი ქრისტიანობის ხელშია. აი, კიდევ ერთი მაგალითი ღმრთის სიტყვის აღსრულებისა (I, 524-525).

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   საწიროა ყველა საშუალებით ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე და შეურაცხყოფისაგან არ აღვშფოთდეთ, არამედ გადავიტანოთ იგი აუღელვებლად, ისე, როგორც მოვიქცეოდით მაშინ, როცა შეურაცხყოფა ჩვენ არ გვეხება. ასეთ წვრთნას შეუძლია ჩვენს გულს სიმშვიდე მოუტანოს და აქციოს იგი სულიწმიდის სამყოფელად.

 

ღირსი სერაფიმ საროველი

 

 

   სიმშვიდე არის გონების ისეთი წყობა, როდესაც ადამიანი ერთნაირია მაშინაც, როდესაც მას პატივს სცემენ და - მაშინაც, როდესაც მას არ სცემენ პატივს და ყოველთვის გულწრფელად ლოცულობს თავისი შეურაცხმყოფელისათვის.

 

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი

 

 

   სიმშვიდე არის ნაყოფი და შედეგი ჩვენი გლოვისა საკუთარ ცოდვებზე. ყველაზე მეტად ჩვენ ვეძებთ სულიერ სიმშვიდეს, მაგრამ ვერ ვპოულობთ მას, რადგან იგი თვითნიერებისა და უბოროტობის შედეგია. „...ისწავეთ ჩემგან რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქვენთაი" (მათ. 11, 29). აი, ხომ ხედავთ, უფალი გვთავაზობს ვისწავლოთ მისგან არა შრომისმოყვარეობა, არა მოთმინება ან სხვა თვისებები და სათნოებანი, არამედ, პირველ რიგში, სიმშვიდე და გულის სიმდაბლე.

 

არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

 

 

   სიმშვიდე არის სულის უცვლელი მდგომარეობა როგორც პატივის, ასევე უპატიობის მიღებისას.

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

   სიმშვიდე ეს არის სიფრთხილესთან შეერთებული სულის ისეთი განწყობილება, როდესაც იგი ცდილობს, არავინ გააღიზიანოს და თავადაც არაფრით გაღიზიანდეს.

 

მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება