მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სიკეთე

სიკეთე


9-06-2019, 00:04

 

   გააკეთე კეთილი საქმე, რომელიც გახსოვეს და ისიც გაგახსენდება, რომელიც არ გახსოვს. ნუ მისცემ აზრს უგუნურ გულმავიწყობას.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   გარეგნული, ხილული სიკეთე შინაგანის გარეშე მლიქვნელობა და ტყუილია.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   გულის განწყობის მიხედვით ფასდება შესაწირი დიდია თუ მცირე: მხოლოდ იგი ადებს საგნებს ნამდვილ ფასს.

 

წმიდა ამბროსი მედიოლანელი

 

 

   დიდ ჯილდოს მიიღებ, თუ სიკეთეს ჯილდოსათვის არ აღასრულებ (თვითონვე ზეციურისთვისაც კი).

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ერთნაირად ცუდია - ცუდის გასაკეთებლად მზადყოფნა და სიკეთის ქმნის დაყოვნება.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

   ვინც სიკეთეს აკეთებს და საზღაურს ეძიებს, თანდათან ყოველგვარ ბოროტებას განშორდება.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   ვინც ყველაფერს გამოცდის და სიკეთეს მისდევს, თანდათან ყოველგვარ ბოროტებას განშორდება.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   თუ ადამიანი სიკეთეს სჩადის, მაგრამ სხვებს უცხადებს ამას და ამაყობს, ის უკვე ღებულობს ამისთვის საზღაურს, ამაოდ შრომობს და ცოდვაში ვარდება.

 

ბერი პაისი

 

 

   იმ კეთილი საქმის შესახებ, რომლის ქმნაც გაგიზრახავს, ნურავის ნუ ეტყვი წინდაწინ, არამედ ჯერ მოიმოქმედე იგი.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   კეთილ გზას ის ადამიანი ადგას და თავის ცოდვათა მოტევებასაც ის უნდა მოელოდეს, ვინც თვითონვეა უკმაყოფილო საკუთარი თავის.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

   კეთილი საქმეები - რწმენის სულია; რწმენა კეთილ საქმეებთან ერთად - ცოცხალი რწმენაა.

 

სულიერი მარგალიტი

 

 

   მართალია, ღმერთი მოწყალეა ჩვენს მიმართ, მაგრამ იგი მოგვიხმობს და გვეუბნება: „შენც გაიღე რაიმე".

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   რაც არ უნდა შეგემთხვეს, მიიღე როგორც სიკეთე, რადგან იცოდე, რომ უფლის გარეშე არაფერი ხდება.

 

წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

 

 

   როგორც ბოროტის ქმნაა ცოდვა, ასეთივეა სიკეთის აღუსრულებლობა.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   როგორც პურის მარცვალი, მიწაში დათესილი, მოუტანს სარგებლობას დამთესველს, ეგრეთვე პური, რომელსაც წინ დაუდებ მშიერს, შემდგომში მოიტანს ასწილ მეტს სარგებლობას.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   როგორც ცეცხლის თვისებაა თბობა, წყლის - მორწყვა, ნათლის - ნათება; ასევე ცხოველ რწმენას ახასიათებს გამოვლენა კეთილ საქმეებში.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   როცა ერთი ადამიანი მეორეს სიტყვით ან საქმით რაიმე სიკეთეს მოუტანს, ამაში ორივემ ღვთის წყალობა დაინახოს. ამის ვერ მცნობელს დაამარცხებს მცნობელი.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   საქმე კეთილი განზრახვის გარეშე იგივეა, რაც მჭლე შესაწირავი (ფს. 65, 15), ანდა სხეული სულის გარეშე; ღმერთი მათ უარყოფს.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

   ყოველგვარი სიკეთე ღმერთისგან გვეძლევა და ვისაც ამგვარად სწამს, არასდროს მოაკლდება ის.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   შენი კეთილი საქმეების დავიწყება ყველაზე უსაფრთხო ადგილია მათ შესანახად.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ცოდვის გზით მოპოვებული სიკეთე მომპოვებელს წყევლად ექცევა.

 

ღირსი მამა ეფრემ ასური

 

 

   წმიდა საქმეა, სიკეთე აირჩიო სხვა არაფრისათვის, თუ არა - თვით სიკეთისათვის.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   ხელი ღარიბთა არის ქრისტეს საუნჯე, რასაც მისცემ მთხოვნელს, მას ქრისტე მიიღებს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება