მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მწუხარება, მთავარი გვედის ფოტო > მწუხარება

მწუხარება


29-09-2022, 15:27

 

   ამჟამინდელი მწუხარება მომავალ მადლთან შეადარე და დაუდევრობა არასოდეს შეასუსტებს შენს ღვაწლს.

 

წმიდა მარკოზ მოსაგრე

 

 

   არაფერი ისე არ განაწყობს სულს სიბრძნისმოყვარეობის მიმართ, როგორც - მწუხარება.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   დაე, თითოეულმა უნებლიე მწუხარებამ გასწავლოს, გახსოვდეს ღმერთი და აღარასდროს გექნება სინანულის ნაკლებობა.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   დაითმინე მწუხარებები, რადგან მათში, როგორც ვარდები ეკლებში, იზრდებიან და საზრდოობენ სათნოებები.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   დიდია მწუხარება, ამას ვეთანხმები, მაგრამ დიდია ის ჯილდოც, რაც უფალმა განუმზადა მოთმინებით აღსავსე ადამიანებს.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   ზოგჯერ კი მწუხარება კაცის კეთილშობილურ გულსა და ხასიათს, მის სიყვარულსა და თავისი თავის უარყოფას გამოაჩენს: ამ დროს კაცი სხვის უბედურებას განიცდის და მისი გაჭირვების თანაზიარი ხდება.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   თუკი გსურს, შეხვიდე ზეციურ სასუფეველში, ისურვე მწუხარება: ვინაიდან ვისაც არ ჰქონია იგი, ის ვერაფრით შევა იქ, რადგან ვიწროა ბჭენი სამოთხისანი (მთ. 7, 14).

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   თუ მწუხარებებს არ ითმენ, ნუ ელი მომავალ გვირგვინებს, რადგან აქ არ გაგიწევია ის შრომა და ღვაწლი, რაც გვირგვინების მისაღებად არის დადგენილი.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   თუ ცოდვები გაქვს, ისინი ადვილად დაიფერფლება და შეიმუსრება მწუხარებით, ხოლო თუ სათნოება გაქვს, მწუხარებისაგან იგი უფრო ნათელი და ბრწყინვალე ხდება.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   ისე ვერაფერი გაამხიარულებს სასოწარკვეთილსა და მწუხარებისაგან დათრგუნულ გულს, როგორც - ღმერთის გახსენება.

 

წმიდა ისიდორე პელუზიელი

 

 

   იფიქრე ყოველი უნებური მწუხარების დასასრულზე და მასში იპოვი ცოდვის განადგურებას.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   მან, ვისაც სურს, თავიდან აირიდოს მომავალი უბედურებები, სიხარულით უნდა აიტანოს ის, რაც დღეს შეემთხვევა.

 

წმიდა მარკოზ მოსაგრე

 

 

   მწუხარე ადამიანისათვის ლოცვა იგივეა, რაც გვალვის დროს ცვარი.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   მწუხარება არ გამონელდება ღვინოსთან ერთად, მასთან ერთად კი სულში ახალი ბოროტება ჩნდება - ლოთობა.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   მართალია, ჩვენი აზრით, მრავალნი კეთილდღეობაში ცხოვრობენ, მაგრამ მაინც არ არსებობს ისეთი კეთილდღეობა, რომელსაც ავი დღეების სიმწარე არ ახლდეს.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   მწუხარებები ჩვენი სკოლაა, სადაც ვსწავლობთ.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   მწუხარებისას სიკეთის იმედს ნუ დაკარგავ და საქმის წარმატებით მსვლელობისას მწუხარებას ელოდე.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

   ნუ ფიქრობ სათნოების მოპოვებას მწუხარების გარეშე, რამეთუ განსვენებაში მყოფნი გამოუცდელნი არიან.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   როგორც ადამიანი აუცილებლად გამოსცდის სიკვდილს, ასევე ვერც მწუხარებებს აუვლის გვერდს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   სამწუხარო შემთხვევა გონიერს ღმერთს ახსენებს და თანაბარ მწუხარებას ჰგვრის მას, ვინც ღმერთი დაივიწყა.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   სულს მწუხარებათა გადატანისას რამდენის დატევნაც შეუძლია, ღვთის წყალობასაც იმდენივეს იტევს.

 

ბერი ალექსანდრე გეთსიმანიელი

 

 

   შენი მწუხარება განყენებულად კი არ გაზომო, რათა აუტანელი არ მოგეჩვენოს, არამედ ყველა ადამიანურ უბედურებას შეადარე და ნუგეშს ჰპოვებ მწუხარებისას.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   წამალი გულისწყრომისა არს სიყვარული გინებისა და კდემისა, ხოლო გალობა და მოწყალება და უპოვარება მომაშთობელ არიან მწუხარებისა.

 

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება