მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > აპოკალიფსი
აპოკალიფსი19-12-2018, 00:03 |
აპოკალიფსის წიგნში არის მრავალი სხვადასხვა ხარისხის განმარტება. ასე, ძალიან მცირე მაგალითის გამოკლებით, შეუძლებელია თქმა, რომ ერთი სახე შეესაბამება რაიმე ერთ რეალურ მოვლენას (როგორც მთელ წმინდა წერილში, და ჩვენს ღვთისმსახურებაში) - ერთი სახის უკან შეიძლება იდგეს ბევრი სხვადასხვა მოვლენა. ჩვენ ამაში დაწვრილებით გავერკვევით, როდესაც ამ წიგნის შესწავლას დავიწყებთ და აღმოვაჩენთ, რომ ერთი მამა ამბობს, რომ ეს ნიშნავს ერთს, მეორე მამა ამბობს, რომ ეს რაღაც სხვას ნიშნავს, კიდევ ერთმა შეიძლება თქვას, რომ ეს სულ სხვაა, და ყველა ეს სამი სხვადასხვა განმარტება სრულიად შესაძლებელია იყოს ნამდვილი, რამეთუ სახეების ერთმნიშვნელოვანი შესაბამისობა რეალურად არ არსებობს.
მამა სერაფიმე (როუზი)
აპოკალიფსის კითხვა უნდა გამოირჩეოდეს არა მგზნებარე მღელვარებით, არამედ გონივრული სიფრთხილით. ჩვენი პირველი ამოცანა უნდა იყოს მართლმადიდებლური მოძღვრებისა და მსოფლმხედველობის (რასაც ეს წიგნი შეიცავს) შეცნობა; ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ საკუთარი დასკვნების გამოტანაზე თანამედროვე მოვლენების წინასწარმეტყველების სპეციფიური დანართების მიხედვით და არ უნდა გაგვიტაცოს საკუთარმა მოსაზრებამ და ფანტაზიამ.
მამა სერაფიმე (როუზი)
აპოკალიფსის შესწავლის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მართლმადიდებლური მოძღვრების ცოდნა მთლიანობაში და განსაკუთრებით მართლმადიდებლური ესქატოლოგიისა. (მოძღვრება ბოლო ჟამის შესახებ, ქვეყნის დასასრულის ჩათვლით).
მამა სერაფიმე (როუზი)
აპოკალიფსის წიგნი - მომავალი მოვლენების უბრალო ქრონოლოგია არ არის, არამედ ქრისტეს ეკლესიის მთელი ისტორიის მისტიკური ხედვა, და მხოლოდ ზოგჯერ აქ გვეძლევა მომავალი მოვლენების ხილვა.
მამა სერაფიმე (როუზი)
აპოკალიფსის წიგნს, შესაბამისად, აქვს არა მარტო წინასწარმეტყველური, არამედ ზნეობრივი მნიშვნელობაც. ამ სიტყვების აზრი ასეთია: ნეტარია ის, ვინც ამ წიგნს კითხულობს და თავისი ღვთისმოსავი ცხოვრებითა და ქმედებებით მარადისობისათვის ემზადება, რამეთუ თითოეული ჩვენგანისათვის მარადისობაში გადასვლა ახლოს არის.
იოანე ღვთისმეტყველი
ეკლესიის ამ წიგნის დაწერის მიზანი დასაწყისშივე იხსნება. თემა აპოკალიფსისა - ეს არის ქრისტეს ეკლესიისა და სრულიად სამყაროს მომავალი ხვედრის მისტიკური გამოსახულება. წიგნში აღწერილია ეკლესიის ბრძოლა ეშმაკის წინააღმდეგ და მისი გამარჯვება.
მამა სერაფიმე (როუზი)
მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ წიგნის კითხვას შეუთავსდეს მუდმივი სასულიერო მოღვაწეობა - საეკლესიო მსახურებებზე დასწრება, ზიარება, ბიბლიის და სხვა სასულიერო წიგნების კითხვა. თუ ასე ვიცხოვრებთ, ვიცხოვრებთ მართლმადიდებლური რწმენით, გავიგებთ რწმენას ისე, როგორც ყოველდღიურ და მუდმივ შეგნებულ სულიერ ბრძოლებს, მაშინ ჩვენ არ ვიქნებით დათრგუნულნი რაიმე ახალი კატასტროფით ან აპოკალიფსის რაიმე წინასწარმეტყველების შესრულებით.
მამა სერაფიმე (როუზი)
ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: "რატომ ვკითხულობთ ამ წიგნს აპოკალიფსზე?" ჩვენ თავიდან უნდა გავიგოთ ამ წიგნის შექმნის მიზანი. შეიძლება ითქვას, რომ ეს საიდუმლოებების წიგნია. ამ საიდუმლოებებში ჩადებულია რაღაც ღრმა აზრი, რომელიც დაკავშირებულია ყოველი არსებულის საწყისთან და დასასრულთან, საბოლოო მიზნით სამყაროსა და კაცობრიობასთან და უფლის მარადიული მეფობის გამოცხადებასთან.
მამა სერაფიმე (როუზი)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |