მთავარი > საეკლესიო სამართალი > უცდომელი კანონმდებელი

უცდომელი კანონმდებელი


22-11-2012, 19:31
უცდომელი კანონმდებელი
 

   ამრიგად, მხოლოდ ის, ვინც არის შემოქმედი მთელი ქვეყნიერებისა, ის ვინც არის ყოვლისმცოდნე და ყველგანმყოფი, ვინც სავსებით ფლობს ცოდნას წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ , მხოლოდ ის, ვინ უცვლელია, დამოუკიდებელი და უვნებელი, შეიძლება იყოს უცდომელი კანონმდებელი და მსჯავრდებელი. ქრისტიანებისათვის ასეთი - ღმერთია.

   ამრიგად, მხოლოდ მაშინ შეიძლება ვიყოთ დარწმუნებელნი იმაში, რომ მივიღებთ სწორი, ჭეშმარიტი, უცდომელი პასუხი, როდესაც ვეკითხებით ღმერთს, ხოლო ის ჩვენ გვპასუხობს, როდესაც „ჩამოდის" ღმერთი დედამიწაზე.

   მაგრამ იბადება სხვა კითხვა: როდის და როგორ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ღმერთმა ნამდვილად გაგვცა პასუხი ჩვენს კითხვებზე, ანუ „ჩამოვიდა" დედამიწაზე? ჩვენთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის, ეს პრობლემები, საბედნიეროდ, მოწესრიგებულია. ერთადერთი, რაც ჩვენ მოგვეთხოვება არ არის, რომ გამოვიჩინოთ ინტერესი ამ პრობლემებისადმი და მისაწვდომი გავხადოთ ისინი „ჩვენთვისაც და ერთმანეთისთვისაც".

   პირველყოვლისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ღმერთი ხშირად როგორც ამბობდა, ასვეე გადასცემდა თავის აღთქმას, მცნებებს, კანონებს და მსჯავრს მოსეს წანასწარმეტყველების და ძველი აღთქმის სხვა წმიდა მამების მეშვეობით, აქ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ აბრაამის პასუხი (მისი მეშვეობით კი ღმერთის) მდიდარისა და ღარიბი ლაზარეს იგავიდან:

   „... ჰქონან მოსე და წანასწარმეტყველნი , მათი ისმინონ".-ადასტურებს იესო ქრისტე. და ეს ჭეშმარიტება, ძველი აღთქმის ეს ფასეულობა მიიღო და დაიცვა შემდეგში ქრისტეს ეკლესიამ.

   ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თავად ღმერთი „ჩამოვიდა" და მოევლინა დედამიწას, ღვთის სიტყვამ იესო ქრისტემ; „ხატი მონისა მიიღო" (ფლპ 2.7) და მოგვმადლა ჭეშმარიტება, უკვე დასრულებული და განახლებული, ვინაიდან ის (ქრისტე) თავად არის გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. (ინ. 14.6)

   ამიტომ ქრისტეს, სურს რა ადამიანების უგუნურებაზე მიუთითოს, ამბობს: „ხოლო აწ მეძიეთ მე მოკვლად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყვი თქვენ, რომელი მესმა ღმრთისაგან. ესე აბრაჰამ არა ქმნა". (იონ.8.40). სწორად ეს ჭეშმარიტება გადასცა მან მოციქულებს, ხოლო მათ თავის მოწაფეებს, ეპისკოპოსებს, მთელ ეკლესიას (მოციქულთა გადმოცემა).

   უფლის ამაღლების შემდეგ, ღმერთი უვლენს ეკლესიას ნუგეშინისმცემელს, „სული ჭეშმარიტებისა" (ინ. 14. 16-17), რომელიც „გიძღოდეს თქუენ ჭეშმარიტებას ყოველსა..." (ინ 16.13), ანუ ეკლესიის წევრებს.

 

(Панайотис И.Бумис, Непогрешимость Православия." М. 2001г. Ст. 6-10)

 

უკან დაბრუნება