მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ადამიანი

ადამიანი


6-09-2018, 00:02

ადამიანი

 

   ადამიანი ღვთის მიერ ხატად და მსგავსად შექმნილი, გონიერი, სულიერი და მოკვდავი არსებაა. მისი ბუნება შეცნობადი და უცვლელია.

   ადამიანი, როგორც მონა ღვთისა, ღვთისგან დადგენილი სულიერი წესრიგის თანახმად ცხოვრობს.

   ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება მოქმედებისა და შეგრძნებისა. მისი მოქმედებები ღვთის თვალსაწიერს ვერ ემალება და ღვთის სამსჯავროს დროშიც და მარადიულობაშიც ექვემდებარება.

   ადამიანის ძირითადი თვისებაა, განეშოროს ბოროტებას და აკეთოს სიკეთე, სათნოება. ადამიანს აქვს მადლიერების უნარი, სიბრძნე და გარკვეული ძალაუფლება. ამასთან, ყოველი ადამიანი თავისი ინდივიდუალური ნიჭითა და თვისებებითაა დაჯილდოებული.

   ადამიანი ბუნებრივად მიილტვის ცოდნისა და, პირველყოვლისა, საკუთარი ბუნების შეცნობისაკენ.

   ადამიანი შექმნილია მარადიულობისთვის, ამიტომ მართებს იფიქროს, ისაუბროს და იმოქმედოს ღვთის ნებისამებრ, იმ ვითარებაში, რომელშიც განუსაზღვრა ცხოვრება.

   ღმერთმა სულიერი ნიჭებით და ცოდნით დააჯილდოვა ადამიანი, რომ არსებობს შემოქმედი ცისა და ქვეყანისა, ჭეშმარიტი ღმერთი. თუკი ადამიანი არ ემორჩილება ამ სულიერ კანონს და ქმნის ქაოსს, უწესრიგობას საკუთარ სულში, ამ მოვლენას სულიერი სნეულება ეწოდება და მას აუცილებლად კურნება ესაჭიროება.

   ადამიანი შექმნილია მადლში, ღმერთში ცხოვრებისთვის. ამავე დროს ის მიდრეკილია ცოდვისაკენ, მაგრამ ცოდვის ჩადენის შემდეგაც ეძლევა სინანულის საშუალება, რათა დაუბრუნდეს პირველად მდგომარეობას.


დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება