მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > გაუნათლებლობა

გაუნათლებლობა


29-08-2018, 00:02

 

 

   გაუნათლებლობა - სულიერი სენია ადამიანისა, რომელსაც არ სურს ჭეშმარიტების შემეცნება. გაუნათლებელი აერთიანებს თავის თავში უგუნურობას არასრულფასოვანი საუბრის უნართან.

   გაუნათლებლობა დამახასიათებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან წერა-კითხვის უნარით. ამასთან, მათ არ სურთ გონებასა და სულს შორს, ან სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებული განსხვავებების აღიარება.

   როდესაც ადამიანი კარგავს კონტაქტს ღვთივდადგენილ პირველ რიალობასთან, მისი არსებობის ცენტრალური საკითხი გაურკვეველი, გაუნათლებელი რჩება. ამიტომ ასეთ ადამიანს  (ადამიანთა ჯგუფს) არ სურთ კაცობრიობის ძირეული პრობლემების (მაგ. სიკვდილის არსი) განხილვა.

   გაუნათლებელი უარს ამბობს ჭეშმარიტების შეცნობაზე, მიუხედავად იმისა, რომ უცხადესადაა გადმოცემული წმინდა წერილსა და გადმოცემაში. საამისოდ ის არ ხარჯავს ძალასა და ცოდნას. სამაგიეროდ მთლიანად იხარჯება ამასოფლის საზრუნავებისა თუ ცოდნის შეთვისებაში, რომელიც პათოლოგიურ ენაზეა დაწერილი. შედეგად, გაუნათლებელი კითხულობს და განმარტავს საგანს იმგვარად, როგორც თავად მოესურვება კონკრეტულ მომენტში.

   გაუნათლებლობა ანტისახელმწიფროებრივი მართვის პირობებში ორგანიზებული ქაოსის ფორმას იძენს. ცრუ იდეოლოგიები არა მხოლოდ იყენებენ გაუნათლებლობას როგორც ხელსაყრელ იარაღს, არამედ ამ სულისკვეთებით ზრდიან ახალ გაუნათლებელ საზოგადოებას.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება