მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ოსტატი და მარგარიტა (ნაწილი 1)
ოსტატი და მარგარიტა (ნაწილი 1)6-08-2017, 00:02 |
იმისათვის, რომ ნამდვილი ჯადოქარი ნახოთ, გადატანითი მნიშვნელობით კი არა, არამედ ისეთი, როგორსაც საბავშვო ზღაპარში აღწერენ, არ არის აუცილებელი ტყესა და ჭაობში სიარული. საკმარისია გამოხვიდე გარეთ (ზოგჯერ საკუთარ აივანზე გასვლაც საკმარისია), ან ჩართოთ ტელევიზორი და დაინახავთ ნებისმიერი მოთხოვნილებისა და გემოვნების მქონე ჯადოქარს, დიდი რაოდენობითა და ფართო ასორტიმენტით. ზოგიერთი მათგანი „ჯადოსნური მზერის საიდუმლოს" გასწავლით. ერთი გასწავლის, როგორ მოიპოვოთ უპირატესობა მეტოქეზე, ან მეზობელზე, ან როგორ მოაჯადოვო სხვისი ცოლი ან ქმარი, სხვა მომავალს გიწინასწარმეტყველებს, ზოგი ისეთ წვნიანს გაჭმევს, წუთისოფელს გამოგასალმებს, ზოგმა „მშვენივრად იცის, როგორ შეგიტყუოს საწოლში და შემდეგ მაგნიტივით მიგიზიდოს." მკითხველი ნუ იფიქრებს, რომ ვხუმრობთ ან ვაჭარბებთ მოვლენებს. ჯადოქარი რომ გახდე, შესაბამისი „გასაიდუმლოებული ცოდნა" უნდა მიიღო. რატომ გასაიდუმლოებული? იმიტომ რომ, მას საფუძვლად უდევს „ბოროტი ძალა", რომლისაგანაც ჩვეულებრივი ადამიანი, როგორც წესი, თავზარდაცემულია, ამათ კი დემონურ ძალებთან ურთიერთობა სიამოვნებს, ანუ დემონთან კავშირი - აი, რა არის საჭირო, რომ ასეთი გასაიდუმლოებული ცოდნა მიიღო. რა ეშმაკი! რა ბოროტი ძალა! - შეწუხდება თანამედროვე, განათლებული, ჭკვიანი მკითხველი. მსგავსი არაფერი არსებობს! დაიცადე ჭკვიანო და განათლებულო! აი, მოგაჯადოებს სიდედრი ან მიტოვებული ქალბატონი. დაავადებები უკურნებელი სენით, რომელსაც მედიცინა ვერაფერს გაუგებს - მაშინ გაიგებ, არსებობს თუ არა ჯადო, ხოლო ამ სასარგებლო ცდის ლოდინში დრო რომ არ დავკარგოთ, წაიკითხე არა შუასაუკუნეების წიგნები, არამედ თანამედროვე პრესა და გაიგებ რომ არსებობს „სატანის ეკლესია", მსოფლიო ჯადოქრობის საზოგადოებები, რომლებიც იკრიბებიან „კონფერენციებზე", „სიმპოზიუმებზე", „სემინარებზე" და ამ შეხვედრებით დაკავებულნი არიან არა ვიღაც უწიგნურნი, არამედ თანამედროვე განათლებული ფიზიკოსები, ქიმიკოსები, მათემატიკოსები, ასტრონომები, ფილოსოფოსები, მწერლები, მსახიობები, პოლიტიკური მოღვაწენი. ასევე გაიგებთ, რომ არსებობს მსოფლიო მასონების საძმო, რომლის გასაიდუმლოებულ სწავლებაში მოცემულია ლუციფერის - „ბუნების უდიდესი არქიტექტორის" - თაყვანისცემა, და რომელიც მართავს მსოფლიოს თანამედროვე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებას. თუ თქვენს ცოლს (სიდედრს, საყვარელს...) აქვს მხოლოდ სამი-ოთხი რეცეპტი „შავი მაგიიდან", იქ ლუციფერის „საგანძურში" შავ-ბნელი ცოდნის მთელი არსენალია. პატარა ეშმაკობიდან დაწყებული (მაგალითად, გარკვეულ მანძილზე გამოიწვიო მიოკარდის ინფაქტი), გლობალური საიდუმლოებებით დამთავრებული. მაგალითად, „სოლომონის ტაძრის", „ბაბილონის გოდოლისა" და სხვა მშენებლობები, სადაც მათდამი მორჩილების შემთხვევაში, შესაძლოა ამ საძმოში დაიმკვიდრო გარკვეული რობოტის ადგილი. თუმცა, არა მგონია რომ ასე გაგიმართლოს, რამეთუ მასონობაში ჩვენ გვეძახიან „გოებს", პროცესებს კი მართავენ უფროსი „ძმები", რომლებიც „ოსტატის" წოდებას ფლობენ. ისინი მართლაც თავიანთი საქმის ოსტატები არიან. შემსრულებელნი კი შესაძლოა იყონ ჩვეულებრივი ადამიანებიც. ხშირად მათ რიცხვს მიეკუთვნებიან მამაკაცები. (მაგ. როკ-მუსიკისები) მაგრამ, უპირველესად, ბოროტი საქმისთვის იყენებენ ქალებს. რატომ ქალებს? - თუ თანამედროვე მასონების ერთ-ერთი ლიდერის თქმით: „ცოდნა - ძალაა" მაშინ ცოდნა გამრავლებული ქალზე - ათჯერ მეტი ძალაა! ქალის ძალა უსაზღვროდ დიდია. ეს უძველესი დროიდან არის ცნობილი. ქალი უდიდესი შემოქმედებისა და გმირობის მასულდგმულებელია, ქალი ანადგურებს გენიოსსა და რაინდს, ქალების გამო ხდებოდა უამრავი ომი, იღუპებოდა ერები. და არავინ ისე არ ამყარებს მშვიდობას, როგორც ქალი (გავიხსენოთ ქართული მანდილი). იმას, რასაც ვერ შეძლებდა კბილებამდე შეიარაღებული ჯარი, ქალი მხოლოდ ღიმილითა და ტკბილი სიტყვით მიაღწევდა. ქალი გღუპავდა, ქალი გიხსნიდა, და ასეა დღესაც. საქმე ისაა, რომ ადამიანი, არაა შექმნილი ერთპიროვნულ „მე"-დ. იგი შექმნილია ხატად და მსგავსად სამსახოვანი ღმერთისა. ანუ ადამი-ევა-შვილი აი, პირველი სამკუთხედი კაცობრიობისა. იგი დინამიურია, რადგან დედაკაცსა და მამაკაცს შესაძლოა ჰყავდეთ შვილები, მაგრამ ყველა შემთხვევაში მეორდება კავშირი ქმარი-ცოლი-შვილი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მამაკაცისა და ქალის ერთობას. „რამეთუ რომლმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა იგინი! და თქუა: „ამისთვის დაუტევოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა. და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორცს. ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ხორც" (მათ. 19. 4, 5). ამ მცნებაზეა დამყარებული ცოლ-ქმრობის განუყრელობა. ქალი შექმნილია „დამხმარედ ქმრისა". შექმნილია არა მიწიდან ან სხვა რაიმე სტიქიიდან, არამედ მამაკაცის ნეკნიდან: იგი „ხორცი ხორცთაგანია" და „ძვალი ძვალთაგანი" (დაბ. 2. 18, 22, 23). აქედან გამომდინარეობს მამაკაცის დაუძლეველი ლტოლვა ქალისაკენ, როგორც საკუთარი ბუნების შემავსებელი აუცილებლობისაკენ. ქალთან სიყვარულში ერთობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ღმერთთან სიყვარულში ერთობით, რომელიც გაცილებით უფრო ღრმაა. ღმერთთან ამგვარ ერთობაზე არის დაფუძნებული მონაზვნობა - თუმცა არა ყველასათვის, რამეთუ იგი განსაკუთრებულთა ხვედრია, „რომელთა მიცემულ არს" (მთ. 19, 11), მრავალთათვის კი მეუღლეობა რჩება ნორმალური ყოფის ძირითად პირობად. ესაა ძირითადი „ძალა" „სუსტი" ქალისა? ქმრის გარეშე, ან ღვთის გარეშე, იგი ძალიან სუსტი არსებაა, მაგრამ ქმართან ერთად (ან ღმერთთან ერთად) მასთან მიმართებაში და მისი შემწეობით - ძალიან ძლიერია. სწორედ ეს სიტუაცია გამოიყენა ეშმაკმა. იგი დაუდარაჯდა ევას გველის სახით, ჰპოვა განმარტოვებული და აცდუნა იგი. ადამმა კი ვერ შეძლო თავისი „ხორცისა და ძვლის" მიერ ჩადენილი ცოდვის უკუგდება და ასევე შეჭამა აკრძალული ნაყოფი. ასე გაწყდა ღმერთსა და ადამიანს შორის კურთხეული კავშირი და ადამიანის სულში გაჩნდა ბოროტება (ცოდვა). მართალია, ადამმა და ევამ გულწრფელად შეინანეს და აღმოყვანილ იქნენ ჯოჯოხეთიდან, მაგრამ მათი დაცემის შემდეგ ცოდვის ცდუნება ძირითადად დედაკაციდან მომდინარეობს. არიან (და ყოველთვის იყვნენ) სხვადასხვა ბუნების ქალები. არ დაგვავიწყდეს, რომ ევამ გულწრფელად და ღრმად შეინანა. ამიტომ ქალები ნაწილს მემკვიდრეობით ერგო სწორდ ევას კეთილი თვისებები, ღვთისა და ადამიანისადმი სიყვარული. მეორე ნაწილი კი მემკვიდრეობად იღებს სუსტ მიდრეკილებებს - ბნელი ძალებისადმი ლტოლვას. ნებისმიერ ქალში, ისევე როგორც მამაკაცში, არის ბრძოლა სიკეთისა და ბოროტისა და ნებისმიერი ადამიანი თანახმად ღვთაებრივი კანონისა, ფლობს აბსოლუტურ ადამიანურ თავისუფლებას და შეუძლია თავის გულში აირჩიოს ესა თუ ის მიდრეკილება და იმის მიხედვით, თუ რას აირჩევს ქალი, იგი ხდება ხსნის იარაღი მსგავსად ღვთისმშობელისა, ან დაღუპვის იარაღი - უახლოვდება რა ჯადოსნურ მდგომარეობას. (გაგრძელება...)
თარგმნა დავით ჯინჭარაძემ Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |