მთავარი > ქრისტიანული ოჯახი > ოჯახური მყუდროება უძვირფასესი განძია

ოჯახური მყუდროება უძვირფასესი განძია


26-10-2012, 21:17

   ვინ არ იცის, როგორი სასიამოვნო სანახავია ოჯახი, სადაც მამას უყვარს შვილები, შვილებს - მშობლები; სადაც ყველა მონდომებით ასრულებს საკუთარ მოვალეობას. დადგება საუფლო დღესასწაული - ყველა ეკლესიისაკენ მიიჩქარის. სახლში დაბრუნებისას ერთად სადილობენ, შრომობენ. თითოეული თავის საქმეს ასრულებს თავმდაბლობით, მორჩილებით, მონდომებით, ლოცვით, სიყვარულით, ყველა ემორჩილება ოჯახის უფროსს. სიხარულიც და სიმწარეც ადვილად ნაწილდება მშვიდობიან გარემოში. ასეთი ოჯახი ღვთისათვის სათნოა. მაგრამ განა ბევრია იგი, განსაკუთრებით კი ქალაქში? სოფლად, სადაც მეტია შიში ღვთისა, კიდევ შეიძლება იპოვო, მაგრამ ქალაქში მრავალი წუხს, რომ ოჯახში არ არის ერთობა, სიმშვიდე, ხოლო ხანდახან ნამდვილი ჯოჯოხეთია.

ოჯახის ერთი წევრი ავადდება ლოთობით, მეორე - სიამაყით, მესამე - ანგარებისმოყვარეობით, ხოლო მეოთხე - გარყვნილებით და ყოველი მათგანი მიდის დასაღუპავად! დააკვირდით ასეთ ოჯახს: ერთი დგება ადრე, მეორე - გვიან, ერთი ბევრს მუსაობს, მეორე მუქთად ჭამს პურს.

უწესრიგობაა, როგორც ყოფით, ისე კეთილზნეობის საკითხებში: ერთი მრისხანებს, მეორე ურჩობს, მესამე ბოროტმეტყველებს. ღმერთო! რა ცხოვრებაა ასეთ ოჯახში, სადაც არ არის არც ღვთის შიში, არც თავმდაბლობა, არც კეთილზნეობა! ერთს ერთი უნდა, მეორეს - მეორე; იმას ის კერძი მოსწონს, ხოლო ამას - სხვა. აქედან მოდის ზედმეტი ხარჯები, გაკოტრება; ერთი შეკრებს, მეორე განაბნევს; ერთი შრომობს, მეორე ზარმაცობს. არა, ეს არაა ოჯახში ცხოვრება, ეს ჯოჯოხეთში ცხოვრებაა. ასეთ ოჯახში არაა ღმერთი, მადლი, ხსნა. იქ ბატონობს ეშმაკი, იმიტომ რომ, მას იქ უჯერებენ. კეთილი ოჯახი - ეს სახლის ეკლესიაა, სადაც იმყოფება ღმერთი, ანგელოზები, წმინდანები; სადაც ქრისტიანები ცხოვრობენ პატიოსნად, წმინდად, კეთილსინდისიერად. ასეთ ოჯახში კითხულობენ წმინდა სახარებას, ფსალმუნს, წმინდა მამათა ცხოვრებას.

 

გაზეთ „ხარებას" ბიბლიოთეკიდან



უკან დაბრუნება