მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > რაში ცდებიან მართლმადიდებელი ეკუმენისტები (ნაწილი IV)

რაში ცდებიან მართლმადიდებელი ეკუმენისტები (ნაწილი IV)


6-11-2016, 00:06

 


წმ. სერაფიმე სობოლევი 

   მაცხოვრის სიტყვები: „რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა" ცხადყოფს, რომ ერეტიკოსების ანათემა, ე.ი. ეკლესიისაგან განყენება, შეუნანებლობის შემთხვევაში, საიქიოშიც მიჰყვება და ყველა ერეტიკოსის არასასურველი ხვედრით სრულდება.
   ამ ნიშნით ყურადსაღებია ქრისტესთვის სულელის წმ. სვიმეონის გამოცხადება. ღმერთმა განუცხადა მას, რომ ცნობილი თეოლოგის ორიგენეს სული, მისი ერეტიკული სწავლების გამო დაიღუპა და ჯოჯოხეთის მარადიულ სატანჯველში იმყოფება. მსგავსი გამოცხადება ჰქონდა ბერ თეოფანეს, როგორც ამას გვაუწყებს ნეტარი იოანე მოსხი. მან ცეცხლოვან ალში ორიგენე, არიოზი, ნესტორი და მრავალი სხვა ერეტიკოსი იხილა. მსგავსი მონათხრობები მრავლადაა პატერიკებში.
   მართლმადიდებელი ეკუმენისტები არა მხოლოდ ყურს არ უგდებენ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, არამედ ღიად ბრალს დებენ კიდეც მას სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან განყოფის გამო. მართალია, ამ ცოდვაში ბრალეულად სხვა კონფესიებსაც მიიჩნევენ.
   მაგრამ, არა მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ ერეტიკოსები ქმნიდნენ ერესებს. მართლმადიდებელი ეკლესია კი მოწამეობრივი სისხლით იცავდა ერეტიკოსებისაგან ჭეშმარიტი სარწმუნოების სიწმინდეს. რომ არა ეს ღვაწლი, ერეტიკოსებთან აღრევის შემთხვევაში მართლმადიდებლობა აღარ იარსებებდა, ის აღიგვებოდა პირისაგან მიწისა.
   ამდენად, არა ბრალდება, არამედ განდიდება გვმართებს მისი აღმსარებლური და მოწამეობრივი ღვაწლის გამო, რომელიც იტვირთა მან ერეტიკოსებთან ბრძოლაში.
   მაგრამ მათი ბრალდება დედაეკლესიისა ამის გამო რეალურად წარმოაჩენს, რაგვარ კადნიერების, ამპარტავნებისა და თვითდაჯერებულობის ცოდვაში იმყოფება მართლმადიდებელი ეკუმენისტები, აძლევენ რა თავს უფლებას იყვნენ ბრალმდებლები (განმსჯელები) მართლმადიდებელი ეკლესიისა. ვფიქრობ დადგა დრო, როდესაც შეუძლებელი ხდება დუმილი. ჩვენ უნდა მივუთითოთ მათ ყველა მათი ცდომილება, როგორც მართლმადიდებლებთან, ისე არამართლმადიდებლებთან მიმართებით განხორციელებული, ვინაიდან არამართლმადიდებლებსაც უმალავენ რაგვარ საშიშ და დამღუპველ მდგომარეობაში იმყოფებიან.


წმ. სერაფიმე სობოლევი 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება