მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ჰომოსექსუალიზმი - სისაძაგლე ღვთისა და ადამიანის წინაშე

ჰომოსექსუალიზმი - სისაძაგლე ღვთისა და ადამიანის წინაშე


30-09-2017, 00:03

 

   როგორც ვხედავთ, წარმართული სამყარო არათუ ებრძოდა გარყვნილებას, არამედ ეს მათი ცხოვრების წესი - ნორმა იყო. განსხვავებულ სურათს წარმოგვიჩენს წმ. წერილი. ძველი აღთქმა გვაუწყებს ღვთის მიერ ორი ქალაქის - სოდომისა და გომორის განადგურების შესახებ. თავიანთი მამათმავალი მაცხოვრებლებითურთ (დაბადება 19. 1-26).

   ქრისტიანულ ლექსიკონში ჰომოსექსუალიზმი სწორედ რომ „სოდომის ცოდვად" იწოდება. მოვიხმოთ რამოდენიმე ამონარიდი წმინდა წერილიდან: „არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა" (ლევ. 18. 22); „ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი" (ლევ. 20. 13).

   როგორც ვხედავთ, ეს ცოდვა უმკაცრესად ისჯება ძველ აღთქმაში.

   სოდომური ცოდვის დაუშვებლობის საკითხში, ახალი აღთქმა სრულ თანხმობაშია ძველთან: „ამისთვის მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არაბუნებად. ეგრეთვე მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათა, განხურდეს გულის თქმითა მათითა ურთიერთარს. მამანი მამათა თანა სარცხვინელსა იქმოდენ და კუალად-საგებელი იგი, რომელი ჯერ-არნ საცთურის მათისა, ურთიერთას მიიღონ" (რომ. 1. 26-27); „ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავლთა... სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ" (1 კორ. 6. 9-10).

   ეკლესიის კანონები ეპიტიმიას უდგენენ და 30 წლით განაყენებენ ზიარებისაგან ამ ცოდვაში შენანებულს.

   წმ. ბასილი დიდის მეშვიდე კანონში ვკითხულობთ:

   „ვაჟთა და პირუტყვთა გამხრწნელნი, კაცისმკვლელნი, მომწამვლელები, მრუშები და კერპთმსახურნი - ყველანი ერთსა და იმავე სასჯელს იმსახურებს. ამიტომ რაც სხვებზე წესი გაქვთ, ის უნდა დაიცვათ ამათზეც. ხოლო ვისაც ოცდაათწლიანი სინანული მოუხდია იმ არაწმინდებისთვის, რაც უვიცობით ჩაუდენია, არ უნდა ვიორჭოფოთ მათი შეწყნარების დროს..."1

   აგრეთვე კანონების თანახმად, სოდომიტ სასულიერო პირს უნდა ჩამოერთვას ხარისხი. უფრო მეტიც, ამ ცოდვაში შენიშნულს აღარ უნდა დაუბრუნდეს სამღვდელო ხარისხი.2

   მეორე საუკუნის მოღვაწე, ქრისტიანი მწერალი და ღვთისმეტყველი კლიმენტი ალექსანდრიელი წერს: „თავად ბუნება ეწინააღმდეგება მამაკაცის მამაკაცთან თანაცხოვრებას. დაუშვებელია არაბუნებრივი მდგომარეობით ადამიანების სუბიექტების თანაცხოვრება, რომლებიც შეურწყმელის შერწყმას ლამობენ".3

   ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წმიდა მამა იოანე ოქროპირი ამტკიცებს, რომ „მამათმავლები მკვლელებზე სასტიკებია".4

   ღირსი მაქსიმე ბერძენი სოდომისტებს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „შეიცანით საკუთარი თავი, საბრალონი, რაგვარ საძაგელ ტკბობას შეუდექით! შეეცადეთ მალე უკუაგდოთ ეს გამრყვნელი ცოდვა, მოიძულეთ ის. ხოლო ვინც ამბობს, რომ ეს არ არის დანაშაული, ასეთი მარადიულ ანათემას გადაეცით, ვით ქრისტეს სახარების მოწინააღმდეგესა და მისი სწავლების გამხრწნელს. განიწმინდეთ თავი გულწრფელი სინანულით, მხურვალე ცრემლით, მოწყალებითა და წმინდა ლოცვით... მთელი გულით მოიძულეთ თქვენი უწმინდურობა, რათა არ გახდეთ ძენი მარადიული დაღუპვისა და წარწყმედისა".5

   ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი წმ. იუსტინე I-ის მიერ მიღებულ იქნა კანონი, რომლის თანახმადაც მამათმავლები სიკვდილით ისჯებოდნენ.

   ამრიგად, ქრისტიანობა კატეგორიულად კრძალავს და უგულებელყოფს მამათმავლობას ვით ამაზრზენ და დაუშვებელ ცოდვას, წარმართული კულტურებისაგან განსხვავებით, სადაც ამ მოვლენას მასობრივი ხასიათი ჰქონდა, და საერთოდ არ იკიცხებოდა, რიგ შემთხვევაში, - ვაჟკაცობადაც მიიჩნეოდა.

   დღეს, დასავლეთის ქვეყნებში, ქრისტიანული სარწმუნოების დაკნინების შედეგად, საზოგადოებაში კვლავ გააქტიურდა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. ზეწოლის ნიშნებს, ამ ნიშნით, მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც შეინიშნება სხვადასხვა კანონების მიღებით (დისკრიმინაციული კანონი და მისთ...).

   ჩვენი ვალია წინ აღვუდგეთ ამგვარ უზნეობას და დავიცვათ ჩვენი ოჯახები ამ გამხრწნელი სულისაგან.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 

 

 

1რჯულის კანონი. წმ. ბასილი დიდი. მე-7 კანონი.

2იქვე.

3Климент Александрииский. Педагог. Книга II. азбука.ру.

4Св. И. Злотоуст. Беседы на посл. к Римлянам. Творения. СПБ. 1903. Т9.

5Максим Грек. Прп. Нравственные поучения. Слов 19.


უკან დაბრუნება