მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტიანობა და გლობალიზაცია

ქრისტიანობა და გლობალიზაცია


3-10-2016, 00:07

 

   გადაუწყვეტელ წინააღმდეგობას ვაწყდებით, როდესაც მსოფლიოს გაერთიანების საფუძვლიან გამოკვლევას ვიწყებთ. გამოკვლევიდან ვრწმუნდებით, რომ გლობალიზაციის ერთიანი პროცესი არ არსებობს, არსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი გლობალიზაცია და ყოველი მათგანი საკუთარ საფუძველზე ვითარდება. მსოფლიოს პირველი გლობალიზაცია, რომელსაც ჩვენ უსიტყვოდ ვღებულობთ, იესო ქრისტეს დაბადებით დაიწყო. სხვადასხვა ქვეყნებმა და ერებმა სახარებისეული ფასეულობების ირგვლივ დაიწყეს გაერთიანება. ქრისტიანობის სულიერმა ზეგავლენამ მრავალი ერი გამოიყვანა ბარბაროსული და წარმართული ცხოვრებიდან. ქრისტიანული გლობალიზაციის ზემოქმედებით მსოფლიოში ზნეობრივი წესრიგი მკვიდრდებოდა, ადამიანი უფრო კეთილი და სამართლიანი ხდებოდა. ყოველივე საუკეთესო, რაც მიღწეულ იქნა კაცობრიობის მიერ სულიერ და კულტურულ სფეროში ქრისტიანულ გლობალიზაციასთან არის დაკავშირებული.

   მაგრამ აღორძინების ეპოქიდან დაწყებული, ქრისტიანული გლობალიზაციის მძლავრი დინების საპირისპიროდ ნელ-ნელა, განვითარებას იწყებს ანტიქრისტიანული გლობალიზაცია. ანტიქრისტიანული გლობალიზაციის არსი ქრისტეს ფარისევლებისადმი მიმართულ სიტყვებად ვლინდება: „რაისთვის სიტყვანი ჩემნი არა იცნით? რამეთუ ვერ ძალგიც სიტყვათა ჩემთა სმენად. თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულისთქუმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცისმკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტება არა არს მის თანა. ოდეს იტყვი ტყუვილსა, თვისისაგან გულისა იტყვნ, რამეთუ მტყუვარ არს, მამაიცა მის მტყუვარი არს" (იოან. 8.43.45).

   თუ ქრისტიანული გლობალიზაცია ახალი აღთქმის მსოფლმხედველობაზეა დაფუძნებული, ანტიქრისტიანული - ფარისევლურ-თალმუდისტის მსოფლმხედველობაზე.

   წინააღმდეგობა ამ ორ მსოფლმხედველობას შორის გადაულახავია:

   1) ქრისტიანი ყველა ადამიანს თავის ძმად მიიჩნევს, თალმუდისტი ადამიანებს თავისიანებად და სხვებად ჰყოფს. თუ არ ემსახურებიან მას, თალმუდისტი მათ პოტენციურ მტრად მიიჩნევს.

   2) ქრისტიანს მიაჩნია, რომ ყველას მიმართ კეთილი უნდ იყოს, თალმუდისტმა, თავისი კანონის შესაბამისად, სიკეთე მხოლოდ თავისიანს უნდა გაუკეთოს. უცხო ადამიანისადმი ზიანის მიყენება მას ცოდვად კი არა, პირიქით, რელიგიურ სათნოებად ეთვლება.

   3) ქრისტიანი სიმდიდრისადმი ლტოლვას ცოდვად მიიჩნევს, თალმუდისტი სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებს.

   4) ქრისტიანისათვის მიუღებელია სხვისი ქონების მიტაცება, თალმუდისტი თვლის, რომ ყოველივე დედამიწაზე მისი პოტენციური საკუთრებაა ღვთისაგან მიცემული და ამ სიმდიდრის მითვისება მისი რელიგიური ამოცანაა.

   ანტიქრისტიანული გლობალიზაცია კაცობრიობას „რჩეულთა" ბატონობისათვის ამზადებს, რომელნიც ფარისეველ-თალმუდისტების მსოფლმხედველობას იზიარებენ. ისინი კაცობრიობას ელიტად და დანარჩენად ყოფენ. შეფარდება ამ ორ ფენას შორის 20:80-ზეა. მმართველი ელიტა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ყველა სიამაყეს თავის საკეთილდღეოდ იყენებს, ყველა დანარჩენი სასტიკი ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდება, რომელსაც არ ეძლევა სახარებისეული ფასეულობებით ცხოვრების საშუალება. 

   ქრისტიანობის უარყოფა და თალმუდისტური მსოფლმხედველობით კაცობრიობის კოსმოპოლიტიზაცია ანტიქრისტიანული გლობალიზაციის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. 

   როგორც ევრო-ბანკის რეკონსტრუქციის და განვითარების ყოფილი ხელმძღვანელი ჟაკ ატალი წერს, „მოსახლეობის გადაადგილება ახალი საზოგადოების ძირითადი ფორმა იქნება... ის განსაზღვრავს ცხოვრების წესს, კულტურის სტილსა და მოთხოვნილების ფორმას".

   მოსახლეობის გადაადგილებაში ატალი მოიაზრებს ადამიანებს, რომელნიც მოკლებულები იქნებიან სამშობლოს, თავისი მიწა-წყლის, წინაპართა სარწმუნოების გრძნობას და მხოლოდ მოთხოვნილებებისა და სანახაობების ინტერესებით იცხოვრებენ, რასაც მათ ტელევიზიითა და ვიდეოეკრანით შესთავაზებენ. 

   ატალის აზრით, ადამიანებზე ზემოქმედება იმდენად ძლიერი იქნება, რომ მათ მხოლოდ ერთი არჩევანის დარჩებათ: ან აჰყვნენ საერთო დინებას, ან მოკვეთილი იქნან მისგან.

   მსოფლიო წესრიგი კონფლიქტში შედის ქრისტიანულ გლობალიზაციასთან და საზოგადოებრივი წყობის ნგრევის მთავარ წყაროდ გვევლინება.

   ქრისტიანული და ანტიქრისტიანული გლობალიზაციის შეჯახება თანამედროვე ეპოქის უმთავრესი მოვლენაა, რომელსაც საზოგადოების ყველა სფეროს, ეკონომიკურის, პოლიტიკურის, ინფორმაციულის, მმართველობითის და რაც მთავარია, რელიგიურის კატასტროფულ დეფორმაციამდე მივყავართ. 


Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება