მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ლიბერალი ამბობს: ევქარისტიული ერთობა სხვა ქრისტიანულ კონფესიებთანაც არის შესაძლებელი
ლიბერალი ამბობს: ევქარისტიული ერთობა სხვა ქრისტიანულ კონფესიებთანაც არის შესაძლებელი2-08-2016, 00:08 |
მართლმადიდებლობა გვასწავლის:
პროფ. დიმიტრი ცელინგიდისი
ეკლესიის ერთიანობის როგორ ფორმაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, ლიტურგიკული და ევქარისტიული ერთობის გარეშე, ნებისმიერი ერთობა არასრულფასოვანია. თავად ერთიანი ეკლესიის ცნება, ვით ერთიანი სხეული ქრისტესი, პირველ ყოვლისა, მისტიკური გამოვ-ლინებაა. ეკლესია ადამიანებს თავისი საიდუმლოებების მეშვეობით, ერთიან მისტიკურ სხეულში, ეკლესიის თავთან (ქრისტესთან) და ერთმანეთს შორის აერთიანებს. შედეგად, ეკლესიის წევრები ერთიანი სულისკვეთებით, საღმრთო მადლის აღქმის შეძლებისამებრ, სამპი-როვან ღმერთში იმკვიდრებენ ადგილს. ეკლესიის სისავსეში მართლმორწმუნეთა ერთიანობა ხილული სახ-ით ღვთაებრივი ლიტურგიის, განსაკუთრებით წმინდა საიდუმლო-ებებთან ზიარების დროს ხორციელდება. ზიარებისას ღვთაებრივი მადლისა და ენერგიის თანაზიარნი ვხდებით. შედეგად, შევდივართ კავშირში ღმერთთან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან, უხორცოთა ზეციურ ძალებთან, ღვთივსათნო მართლებთან და წმინდანებთან. ასევე მთელი მსოფლიოს მართლმორწმუნე ქრისტიანებთან, რომ-ლებიც ქრისტეს სხეულის რაელური წევრები არიან და, რომლებსაც ქრისტეს ხელთუქმნელი ღვთაებრივი მადლის აღქმა ძალუძთ. საგულისხმოა, რომ ევქარისტიული ერთობა არა მხოლოდ გასული საუკუნეების წმინდანთა ცხოვრებაში ხორციელდებოდა, არამედ ღვთაებრივი ლიტურგიის ეს მადლი დღესაც გარდამოედინება. საკითხი რამდენიმე საღვთისმეტყველო განმარტებასა და დაზუს-ტებას საჭიროებს, ვინაიდან დღეს გაჩნდა ეკლესიისთვის მიუღებელი მოსაზრება - თითქოს ეკლესიის საიდუმლოებები რაღაცნაირად, მაგიურად და მექანიკურად, მის მიღმაც აღესრულება. ამ აზრის განვითარება უგულებელყოფს მამებისეულ სწავლებას, ვით ეკლესიის გამოხატულებას. წმინდა ნიკოლოზ კავასილას აზრით, „საიდუმ-ლოებანია კლიტენი ეკლესიის კარიბჭისა, გული მისი წევრებისა". მაგრამ, როდესაც ეკლესიის მღვდელმსახური სხვაგვარ, ეკლესიის დოგმატური შეგნების მსოფლიო კრებათა განსაზღვრებების საპი-რისპირო აზრებს ავითარებს, მისი ერთობა ეკლესიის თავთან, ლიტურგიკული თვალსაზრისით, პრობლემური ხდება. ეკლესიის ერთიანობა განსაკუთრებით პრობლემური ხდება ღვთის-მსახურების დროს, თუ კონკრეტული მღვდელმსახურის საქციელი, მსოფლიო კანონების სწავლებით, მიუღებელია, თუ ის ახორციელებს ერთობლივ ლოცვას არამართლმადიდებლებთან და, გნებავთ ფარუ-ლად, ხელს აწერს ერთობლივ დოკუმენტებს, მიიჩნევს, რომ სხვაგ-ვარადმადიდებლებიც შეადგენენ ეკლესიას, ისინიც ეკლესიოლო-გიური თვალსაზრისით ფლობენ ჭეშმარიტ საიდუმლოებებს, თუმცა ერეტიკოსები არიან და უარყოფენ ხელთუქმნელი მადლისა და ენერგიის არსებობას საიდუმლოებებში. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, უგულებელყოფს ეკლესიის საიდუმლოებებსა და ეკლესიის ღმერთ-კაცობრივ ხასიათს და ეკლესიის რაობა ადამიანურ ორგანიზაციამდე დაჰყავს. მსგავსი ერთობისკენ მიდრეკილ მღვდელმსახურსაც ამქ-ვეყნიურ, ადამიანურ ფაქტორებამდე, რომელშიც უკვე არ მოიაზრება სამპიროვან ღმერთში ერთობა, დაჰყავს ეკლესიის არსი. ერთობა, რომელსაც აღიარებს რომაული კათოლიციზმი, დოგმატურ დონეზე უარყოფს ღვთაებრივი მადლის ხელთუქმნელ ხასიათს. სინამდ-ვილეში ამით უარყოფილია ადამიანის განღმრთოების შესაძლებლობა. მაგრამ, როდესაც ზოგიერთი ეკლესიის წევრის, მღვდელმსახურის ცხოვრება არ შეესაბამება ეკლესიის შეგნებასა და მსოფლხედვას, მაშინ ღვთისმსახურებისას კანონიკურად დეკლარირებული ერთიანობა ფასადური და პირობითი ხდება. ცხადია, ეს აღარ იქნება ისეთი ერთობა, რომელსაც ქრისტე ითხოვდა მამა ღმრთისაგან თავის პირველმღვდელმთავრულ ლოცვაში. სამწუხაროდ, კალენდარული რეფორმა, მართლმადიდებელი ეკლე-სიის ფარგლებში, ეკუმენისტურ გახსნილობასთან კავშირში მყოფი ღვთისმსახურებისა და ადმინისტრაციული ერთობის, ახალი კა-ლენდრის მიმდევრებსა და ძველი სტილის მოშურნე დამცველებს შორის სრულყოფილი ერთიანობის რღვევის მიზეზი ხდება.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |