მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში"

"მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში"


1-09-2016, 00:07

 

   14. დოკუმენტში „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედრ-ოვე სამყაროში" ასევე შეინიშნება ტერმინოლოგიური და საღვ-თისმეტყველო უზუსტობები.

   ა) „როგორც ძველ ადამში შეკრებული იყო მთელი კაცობრიობის მო-დგმა, ასევე ახალ ადამში (ქრისტეში) შეიკრიბება მთელი კაცობრიობა".

   როგორც ვხედავთ, ტოლობის ნიშანია დასმული ძველ ადამში შეკ-რებილ კაცობრიობასა და ახალ ადამში (ანუ უფალ იესო ქრისტეში) შეკრებილთა შორის. გაუგებარია, რანაირადაა შეკრებილი, გაერთ-იანებული „ახალ ადამში მთელი კაცო-ბრიობა?"

   დიახ, ქრისტემ თავისი ჯვარცმითა და აღდგომით გამოიხსნა მთელი კაცობრიობის მოდგმა, მაგრამ თავად ადამიანი ამქვეყნიური ცხოვრების დროს წყვეტს, სურს მას ქრისტეს წიაღში, მის ეკლესიაში ყოფნა თუ არა. აქ ადამიანის თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული მისი მომავალი ხვედრი. ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ კაცობრიობის უმრავლესობამ უარყო ქრისტე. ავტომატურ რეჟიმში ქრისტესთან ერთობა არ შეესაბამება მართლმადიდებლურ სწავლებას. სინამდვილეს პირისპირ უნდა შევხედოთ და ვაღიაროთ, რომ კაცობრიობა გაყოფილია და მარადიულობაშიც, ღვთის სამსჯავროს შემდეგადაც ასე იქნება. მართლმორწმუნენი, ქრისტეს ერთგული აღმსარებლები, მარადიულ, ნეტარ ცხოვრებას დაიმკვიდრებენ, ხოლო სხვები - მარადიულ ჯოჯოხეთს. ცხადია, ეს უკანასკნელნი ვერ იქნებიან ახალ ადამში (ქრისტეში).

   ბ) „ქრისტეს მშვიდობა არის მწიფე ნაყოფი მასში ყოველთა შემო-კრებისა: ადამიანის პიროვნების, როგორც ღვთის ხატების, ღირსებისა, მასში ორგანული ერთობისა და სიდიადის გამოვლინება ადამიანთა მოდგმისა და სამყაროსი..."

   აქაც გაუგებარია, რა ორგანულ ერთობაზე ქრისტეში მთელი კაცო-ბრიობის მოდგმისა, მით უფრო რა მატერიალურ მშვიდობაზეა საუბარი? მაცხოვარი ბრძანებს: „მე მათთვის გკითხავ; არა თუ სოფლისათვის გკითხავ, არამედ მათთვის, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან..." (იონ. 17. 9). წმ. თეოფილაქტე ბულგარელი ამ სტრიქონს შემდეგნაირად განმარტავს: „არა მანკიერი, ამა სოფლის სულისკვეთების მოტრფიალეთათვის გთხოვ, არამედ მათთვის, რომელნიც შენ მომეცი, იმიტომ რომ შენნი არიან". (გაგრძელება...)

  

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება