მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > ბუნდოვანება და ორაზროვნება კრეტის კრებაზე მიღებულ დოკუმენტებში

ბუნდოვანება და ორაზროვნება კრეტის კრებაზე მიღებულ დოკუმენტებში


18-08-2016, 00:07

 

   7. გარდა იმისა, რომ ჟენევაში ეკლესიების წინამძღოლთა შეხვედ-რაზე მიღებულ დოკუმენტებს არ გააჩნდა სრული თანხმობა, (მას ხელი არ მოაწერეს ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიებმა), აღნიშნული დოკუმენტები თავიანთ ეკლესიებში სინოდალურ დონე-ზეც იქნა განხილული. კრებსითი განხილვის დროს დოკუმენტებში მრავალი პრობლემა, ორაზროვნება, ბუნდოვანება, არამართლმადი-დებლური ფორმულირებები და ა.შ. აღმოაჩინეს. შესაბამისად დოკუ-მენტებში შესწორებების შეტანას მოითხოვდნენ. პირიის (საბერძნეთი) მიტროპოლიის საღვთისმეტყველო კათედრამ (კომისიამ) შენიშნა: „ის, რომ ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლებმა ხელი მოაწერეს მეხუთე წინამოსამზადებელი შეხვედრის დოკუმენტებს (თავად კრების რეგლამენტსაც), არ ნიშნავს, რომ ადგილობრივი ეკლესიების მღვდელმთავრები ვალდებულნი არიან უსიტყვოდ მიიღონ ეს ტექსტები იმ სახით, როგორითაც იყო წარდგენილი. პირადი მოსაზრება წინამძღოლისა მღვდელმთავართ არ ავალდებულებს უსიტყვო მორჩილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ეკლე-სიის კრებსითობის პრინციპი და ცალკეული წინამძღოლი გადაიქცევა ერთგვარ „პაპად", რომელიც ყველა საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს და სხვებსაც თავს ახვევს ამ მოსაზრებას".

   ამიტომ მსოფლიო პატრიარქის მოწოდება - „შეგვიძლია შევუდგეთ საქმიანობას ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე", - აბსოლუტურად მიუღებელია. ამჯერად მსოფლიო პატრიარქი გუ-ლისხმობს ჟენევაში ხელმოწერილ შეთანხმებას (იმთავითვე არ მოაწერა ხელი ანტიოქიის ეკლესიამ), რომელსაც უკვე არ გააჩნია ლეგიტიმურობა - ზოგიერთმა ეკლესიებმა საკუთარ სინოდალურ სხდომებზე შეთანხმებაში კორექტივი შეიტანეს.(გაგრძელება...)

  

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება