მთავარი > თანამედროვე მამები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > კრეტის კრების წევრებს არ ჰქონდათ ხმის უფლება

კრეტის კრების წევრებს არ ჰქონდათ ხმის უფლება


11-07-2016, 00:07

 

ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი 


   ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა, რომელიც კრეტის კრებაზე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას წარმოადგენდა, ბერძ-ნულ პორტალ „Ромфеа" - ზე განმარტა, რატომ არ მოაწერა ხელი დოკუმენტს „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანა-რჩენ ქრისტიანულ სამყაროსადმი".

   მეუფემ დაადასტურა ინფორმაცია მასზედ, რომ ის გახლდათ ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ხელი არ მოაწერა აღნიშნულ დოკუმენტს.

  „ხელი არ მოვაწერე ამ დოკუმენტს იმ მიზეზის გამო, რომ კრების წევრ ეპისკოპოსებს ჰქონდა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, მაგრამ არ ჰქონდათ ხმის უფლება. წმინდა მამების სწავლების „ერთი მამა - ერთი ხმა" ნაცვლად მოქმედებდა სულ სხვა პრინციპი: „ერთი ავტო-კეფალური ეკლესია - ერთი ხმა". სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხმის უფლება მხოლოდ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლებს ჰქონდა.

   ახალი წესის მიხედვით, მეუფემ შემდეგი დასკვნა გააკეთა:

  1) კრება წარმოდგენილია არა როგორც ერთიანი ქრისტეს ეკლესიის სხეული, არამედ როგორც პარლამენტის მსგავსად შემდგარი დამო-უკიდებელი და თვითკმა ეკლესიების ინსტიტუტი.

  2) ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლთა აღნიშნული შეკრება, არსობრივად, პაპების შეკრებას წააგავს.

   3) წინასწარ განუსაზღვრელობის მიუხედავად, კრების სტატუსი ად-გილობრივი ეკლესიების წინამძღოლთა შეკრების დონემდე კნინდება, რომლებიც კრებაზე გაფართოებული დელეგაციებით წარდგნენ.

   „შესაბამისად, განსხვავება მართლმადიდებელ მღვდელმთავარსა და არამართლმადიდებელ დამკვირვებელს შორის მხოლოდ იმით გამო-იხატა კრებაზე, რომ პირველს ჰქონდა საუბრის უფლება, ხოლო მეორე ჩუმად იჯდა: ვერც ერთი და ვერც მეორე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებდა".

   ერთადერთი, რისი განხორციელებაც ხელეწიფებოდა მეუფე ირინე-ოსს გახლდათ ხელის არმოწერა დოკუმენტზე, რომელსაც არ ეთან-ხმება.

   „მაგრამ მთავარი მიზეზი, რომლის გამო ხელი არ მოვაწერე დოკუ-მენტს „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსადმი", იყო ზოგიერთი ტექსტის მონაკვეთის ეკლესიოლოგიური ორაზროვნება და სადაო შინაარსი, რომლებიც ერეტიკულ სწავლებასა და ეკლესიის საზღვრებს ეხება", - განაცხადა ბაჩის ეპისკოპოსმა.



Православие.ру 

Xareba.net - ის რედაქცია


უკან დაბრუნება