მთავარი > სიძვა, მთავარი გვედის ფოტო > სიძვის შესახებ - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

სიძვის შესახებ - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)


10-12-2015, 00:02

სიძვის შესახებ - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

 

 

 

   „ვაიშენდა, რომლისაგან მოვიდეს საცთური"

   სულის მოძრაობათა და გულისთქმათა შორის სიძვის ვნება ყველაზე ძლიერი და დამატყვევებელია. შთამომავლობის გასაგრძელებლად ხორციელი შეერთებისკენ სწრაფვა ყველაზე დამახინჯებულ, ღვთ-ისათვის საძულველ, ავადმყოფურ მრავალფეროვან დაცემაში გადაი-ზარდა. და ვინ არის კაცთაგან ამ ყოვლისდამწველი ცეცხლისაგან თავისუფალი? ვისი გული არ არის ხორციელი სილამაზით აღძრული ჟინისაკენ მიდრეკილი, მისი დამყოლი? სხვა რომელი ვნება გვიზი-დავს ასე ძლიერად, გვათრობს, ჭკუიდან გვშლის, გვართმევს ნების-ყოფას და სიმამაცეს თუ არა ეს?
  უმაღლესი, ღვთაებრივი, სულიერი სილამაზისადმი მისწრაფება და ზეციური ნიჭი სიყვარულისა ჩვენში მხოლოდ მომხიბლავი სხეუ-ლისადმი ლტოლვად ქცეულა. და აი, „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (ფს.48,20). სიძვის სენი ისე შეისისხლხორცა ადამიანმა, ისე შეე-ზარდა მის გულს, რომ დამღუპველი უფსკრულისაკენ მიმავალ პირ-დაპირ და ფართო გზად იქცა, ხოლო ავხორცული სიამტკბილობე-ბით მტრის მახეში ადვილად შეტყუებული ურიცხვი მსხვერპლი გეენიის მკვიდრი გახდა. სულ უფრო და უფრო ცოტანი დარჩნენ, ვინც სიძვის ჯადოქრის მორჩილება არ მოისურვეს, იშვიათად შეგ-ვხვდება დინების საწინააღმდეგოდ მოცურავე ცხოვრების გემი. და რომელი მენიჩბე გადაურჩება ყოვლისწამლეკავი, აზვირთებული ვნების აქოჩრილ ტალღას.
   რა შეიძლება ითქვას „თანამედროვე კულტურაზე", ასე რომ გაბატ-ონდა მთელს ქვეყანაზე? ზოგიერთი თანამედროვე მამა მას პირდაპირ „ანტიკულტურას", „რღვევის კულტურას", „თვითგანადგურებას" უწო-დებს... უკვე ყველაზე „ცივილიზებული" და „კულტურული" ერებიც კი დარწმუნებულნი არიან, რომ, როგორც იქნა, გადააგდეს შუა საუ-კუნეების შავბნელი ველურობის უღელი და ურთიერთობის ახალი, უმაღლესი კულტურისაკენ გადადგეს ნაბიჯი. განსაცვიფრებელი აღმ-ოჩენა გაკეთდა: თურმე მონოგამიური ქორწინება „ძველი გადმონა-შთია", ჩვეულებრივი ოჯახური ცხოვრება და ოჯახური მოვალეობანი „ცრურწმენაა", ხორციელ გულისთქმათა მოთოკვა და ავხორცი სურ-ვილების ალაგმვა „ფსიქიკის დამაზიანებელი უნარის მქონე სახიფათო ვარჯიშია", მორიდებულობას და კდემამოსილებას ახლა „არასრულ-ყოფილების კომპლექსს" არქმევენ, „რომლებსაც გულმოდგინედ უნდა ვებრძოლოთ და თუ საჭიროა, ექიმ-ფსიქიატრსაც მივმართოთ". წესი-ერების ჩარჩოში დარჩენას „შებოჭილობასა" და „არაკომუნიკაბე-ლურობას" უწოდებენ. მოყვასისადმი ბილწ გულისთქმათა ჩახშობა, მოურიდებელი, სახიფათო, ახლო ურთიერთობისაგან თავშეკავება - „ცხოვრებისაგან ჩამორჩენა", „არაბუნებრიობა", „ველურობა" და ლამის „შიზოფრენიაც" კი ყოფილა.
   და აი, „თავისუფალი კაცობრიობის" ხანაშიც შევედით. ყველგან გა-ისმის: „თავისუფლება!", „ძირს ცრურწმენა!", „ვიყოთ ბუნებრივები!", „ძირს სირცხვილი!", „საწყის ბუნებას დავუბრუნდეთ". ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა თავს იწრთობს, რათა სირცხვილის გრძნობა ჩაი-ხშოს გულში. ფეხით თელავენ ყოველგვარ მორიდებულობას, რომლ-ისაც ახლა უფრო რცხვენიათ, ვიდრე უწინ-მანკიერების. ქალწულების გახრწნას ჩქარობენ, ან ყველანაირად მალავენ მას და სიყვარულში გამოცდილ და „ცხოვრებანანახ" ადამიანად ეცნობიან გარშემომყოფ-ებს...
   იოანე კიბისაღმწერელი წერდა: „ესეცა უწყოდეთ საყვარელნო, ვით-არმედ ესეცა მრავლითა ზრუნვითა და წყალობითა ჩვენითა განაგო ღმერთმან, რომელ დასდვა დედათა ზედა ზარი და სირცხვილი და მიფარვა, და ვითარცა აღვირითა აღვირახსნა მათ ამით, რამეთუ უკეთუმცა აქვნდა მათ კადნიერება მძლავრებით მისვლად მამათა მიმართ, არამცა განერა მათ ყოველი ხორციელი" (ე.ი. ქალს რომ სირ-ცხვილის განცდა არ ჰქონდეს ღვთისაგან მომადლებული და თვითონ მირბოდეს კაცთან, ხორციელი ვეღარავინ გადარჩებოდა - მთარგმ-ნელისაგან). ო, წმიდაო იოანე! ჩვენ უბედურნი, უკვე მოვესწარით ამ ავბედით დღეებს, როცა მრავალი ქალი გაცოფებული ცხენივით იგ-ლეჯს სირცხვილის აღვირს და სიძვის ეშმაკით შეპყრობილი პატიოსან ზნეობას თელავს. ისინი თითქმის შიშვლები დაშლიგინობენ ხალ-ხმრავალ ქუჩებში, სოფლების მტვრიან შარაგზებზე და ურცხვად იწ-ვევენ დუჟმორეული კაცებისა და ცოდვის ჟინით შეპყრობილი მოზა-რდების ვნებიან მზერას. ყმაწვილი ქალები და უკვე ხანდაზმული ქალბატონებიც კი საკმაოდ გამომწვევად ჩაცმულები, არათუ წითლ-დებიან, ხალხის კადნიერი მზერის გამო, არამედ ყველანაირად ცდი-ლობენ უფრო მეტი ყურადღება დაიმსახურონ და უფრო ხშირად მაშინ წითლდებიან, როცა ამას ვერ ახერხებენ...
   დიახ, სამყარო უფსკრულისაკენ მიექანება. და ჩვენი სიტყვა არ არის მიმართული თანამედროვე ურწმუნო წარმართთა მიმართ... არა, მხო-ლოდ მორწმუნე ადამიანს თუ მოუხმობ კიდევ, გააფრთხილებ, რა ტრაგედია მოელის დასაღუპავად განწირულ მსოფლიოს!
    ქრისტიანებო!
  ქრისტიანო ქალბატონებო, მანდილოსნებო, ჭაბუკებო, მამაკაცებო! გონს მოეგეთ! თქვენ საითკენ? ნუთუ ვერ ხედავთ, არ გესმით, რა „კულტურა" წალეკავს ქვეყანას? გაიხსენეთ წმიდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის „გამოცხადება". რა არის იქ ნა-თქვამი ბოლო ჟამზე, იმ 144 ათას გამოსყიდულზე, ღმრთის ტახტის წინაშე რომ წარმდგარან, ანუ იმათზე, ვინც სატანის მახეს გადაურჩება და ცხონდება. წმიდა იოანეს ზეციდან ხმა შემოესმა: „ესენი არიან, რომელნი-იგი დედათა თანა არა შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან..."(გამოცხ 14,4). არ გეშინიათ, რომ გამოსყიდულთა მთავარი ნიშანი სწორედ სიძვის ცოდვისგან შეუბილწავი ქალწულებრივი სისპეტაკეა? (რომელშიც, რაღა თქმა უნდა, ერთგული ცოლქმრობაც იგულისხმება). როგორც ჩანს, ბოლო ჟამის ადამიანები სიძვის ეშმაკით ცდუნდებიან!
   დღესდღეობით საკმაოდ მრავალნი შეგნებულად თუ შეუგნებლად თანამონაწილენი გამხდარან ამ ახალი „ბაბილონის სახმილის" განხ-ურვებისა! მაგრამ, განაღა არ ვიცით, რა ელის მოყვასის დამაბრკო-ლებელ? ნუთუ უფლის სიტყვანი დაგვიწყებია: „რომელმან დააბრკო-ლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაი, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა. ვაი სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური" (მთ. 18,6-7).
   ვაი შენდა, დედაკაცო, როცა გამომწვევად გამოწყობილი მამაკაცთა საზოგადოებაში ჩნდები! თავს ნუ იტყუებ: როცა თითქმის შიშველი დადიხარ ან ტანზე მჭიდროდ მოტმასნილ ტანსაცმელს იცვამ და ცდილობ შენი სხეულის მშვენიერებანი უკეთ გამოაჩინო, იცოდე, რომ შენში აშკარად სიძვის ვნება ჩაბუდებულა, შენ ხარ საცდური, რადგან ცდილობ, კაცების გულში ბილწი გულისთქმა გამოიწვიო, და ამი-სათვის ვაი შენდა!
   ამ შემთხვევაში, შესაძლოა, სხვისი განგებ ცდუნების განზრახვა არ გქონია, მაგრამ, ეს დანაშაულს არ ამსუბუქებს. შეფარული, თითქმის გაუცნობიერებელი ბილწი გულისთქმაც კი შხამია, რომელიც წამლავს ჩვენს გულებს, ხოლო საქციელში გამჟღავნებული ეს სიძვის ვნება ცდუნების საბაბი ხდება მოყვასისათვის.
   ადამიანის სულის მოშხამვა მცირე ცოდვა როდია. უფალი ამბობს: „ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა" (მთ. 5,28). ე.ი. შეიძლება ითქვას: შენ, დედაკაცო, ეროტიკულად მიმზიდველ ტანსაცმელში გამოწყო-ბილი გახვედი გარეთ, ქალაქში ნახევრად შიშვლად მოსიარულემ ხორციელი სილამაზე მრავალს უჩვენე და შენი მომხიბლავი გარე-გნობით უამრავი მზერა დაატკბე. მაშ იცოდე, დღეს შენ მრავალთან იმრუშე! და ვაი შენდა, რადგან ცდუნება შენი სახით მიმოდიოდა ქუჩებში დღეს!
   საკუთარ სახლში, ნათესავების წინაშეც კი არ შეშვენის ქრისტიანს, იაროს ნახევრად შიშველმა, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმლით, ქვედა საცვლებით და სხვა ამის მაგვარად ჩაცმულმა...
   ამბობენ: ცხელა! დახუთულობაა! რა გაეწყობა, შეიძლება თავისუფ-ალი, მსუბუქი ტანსაცმლის შეკერვა, ის გამოყვანილ, მჭიდრო სამოსზე გაცილებით გრილი იქნება. თანაც ჩვენი კანი დაცული იქნება მზის მავნე სხივებისაგან (ექიმთა დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ ზა-ფხულის შვებულებების შემდეგ, როცა ათასობით ადამიანი გაში-შვლებული დადის მავნე სხივების ქვეშ, ონკოლოგიურ დაავადებათა პროცენტი მკვეთრად იზრდება). ამასთანავე, ზაფხულში ასი და ორასი წლის წინათაც ცხელოდა, მაგრამ ჩვენი წინაპრები სახლში „შორტე-ბით" ან საცურაო კოსტუმით სიარულს ვერასოდეს გაბედავდნენ, ქუჩაში გასვლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
   წმიდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებით მკაცრად ამხელდა ქალწ-ულებს, რომლებსაც „ქარაფშუტული" დამოკიდებულება ჰქონდათ საკუთარი გარეგნული იერის მიმართ და მათ ამგვარ თვისებას უმ-ძიმეს ცოდვად თვლიდა. „ნურავინ გამამტყუნებს, - ამბობს მღვდე-ლმთავარი, - უკმეხი სიტყვისათვის, ამ ცოდვას უმძიმესი რომ ვუ-წოდე. როცა იხილავ, როგორ ნებიერობს ქალი სამოსში და მედი-დურად როგორ დააბიჯებს ამაყი ბიჯით, როცა მისი ხმა, თვალი, სამოსი მაყურებელს მომაკვდინებელ სასმისს უმზადებს, როცა ის გამვლელს ორმოს უთხრის და მახეს უგებს, როგორ უწოდებ შენ იმას ქალწულს და არა მეძავს? სინამდვილეში ეს უკანასკნელნი იმდენად არ აცდუნებენ, როგორც პირველნი, ფართოდ რომ გაუშლიათ სიამეთა ფრთები ყოველმხრივ".
   არა გული გითქმოდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა" - გვამცნობს საღმრთო სჯულის მეათე მცნება (გამ. 20,17). მაგრამ თავად ქმრები იძლევიან ამ მცნების დარღვევის საბაბს, როცა საკუთარ ცოლებს თითქმის შიშვლებს დაატარებენ ქუჩებში! როგორც წესი, კაცს ერთობ უნდა აღაშფოთებდეს, თუ მისი ცოლი სხვა მამაკაცებს „ეკეკლუცება" და, მითუმეტეს, თუ ის სხეულის შიშველს ნაწილებს არ მალავს მათთან. მაგრამ ვაი რომ, ყველაფერი თავდაყირა დამდგარა დღეს! დღევანდელ კაცებს სირცხვილი, რიდი და ღირსება დავიწყებიათ, ქალაქის ქუჩებში ლამის საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი დაჰყავთ ცოლები და ნებას რთავენ, რათა უცხოთა მზერამ ავხორცულად შეაფასოს მათი „ქალური მომხიბლაობა"! გსურდეს, ქუჩაში კაცები ფი-ქრით მრუშობდნენ შენს მეუღლესთან, ეს ხომ სუტენიორობას ჰგავს?!...
   ადამი და ევა სამოთხეში შიშვლები იყვნენ და არ რცხვენოდათ, მა-გრამ ეს წმიდა უბრალოება და სისპეტაკე დაკარგეს მაშინ, როცა ურწმუნოებით, ურჩობით და პირველივე მცნების დარღვევით შეს-ცოდეს უფალს. ადამიანში ყველაფერი დასნეულდა, შეიბილწა, სიწმინდე დაკარგა, ყოველივე უმეტესწილად უხამსი გახდა. სინდისის ქეჯნა და სირცხვილი ამ სიმახინჯის შედეგია, როგორც შეგრძნება ქაოსისა და პირადი უღირსებისა, გაუხეშებულ სხეულს სულის სნე-ულებანი უნდა დაემალა, ხოლო თავად ხორცი - ეს სულში ფე-სვგადგმული ვნებიანობის ანარეკლი, - ტანსაცმელს უნდა დაეფარა. „ტანსაცმელი - ძეგლია ცოდვით დაცემისა", - ამბობს მოსკოვის ეპ-ისკოპოსი ფილარეტი. ტანსაცმელი გარკვეულწილად სინანულის გლოვა, დასამდაბლებელი შესამოსელია, სამგლოვიარო სუდარაა, რო-მელიც გვახსენებს, რომ ჩვენ თავისუფალნი არა ვართ, უფლება არა გვაქვს, მოვდუნდეთ, სურვილებს ავყვეთ.
   საკუთარი სხეულის გაშიშვლებითა და აღვირახსნილი საქციელით კაცი ღმრთის ნებას ეწინააღმდეგება და პროტესტს აცხადებს ადა-მიანის მოდგმისთვის კანონიერად მისჯილი ეპიტიმიის მიმართ (გა-ვიხსენოთ „ტყავის სამოსელი", რომელიც ღმერთმა თვითონ მისცა ადამს და ევას (დაბ. 3,21)), არ აღიარებს დანაშაულს, უარს ამბობს სა-კუთარი დაცემის და გარყვნილების დანახვაზე და უარყოფს სიმდ-აბლეს. სხეულის ყოველგვარი გულმოდგინე მორთვა, ბრბოს ყურად-ღების მიქცევის სურვილი, მისი იძულება, დატკბეს შენი „მომხი-ბვლელობით" - სულიერი თვალსაზრისით უსჯულოება და სხვისი ცდუნებაა, რაც საძულველია ღვთისათვის, ვინაიდან სინანულის კა-ნონს ეწინაარმდეგება...
   და აი: სამყაროს მოევლინა ქრისტიანობა, თან მოიტანა ჭეშმარიტი კულტურის სხივი, ახალი ერის განთიადი, აღთქმული მიწის ნაყოფი, ზეთისხილის რტო საუკუნო ცხოვრების რწმენისა, გადაუარა მხცოვან მიწას წითელმა მზემ, გაათბო შემუსვრილი და დამდაბლებული გუ-ლები, გამოაცოცხლა სასუფეველს მოწყურებულნი, ჰორიზონტისკენ გადაიხარა, გარკვეულ დრომდე მიიმალა და არჩევანის თავისუფლება დაგვიტოვა. ჩვენ გვაქვს ცოდნა, ყოველ ჩვენგანს ესმის ძახილი: გვი-ხმობს უფალი - „ნათლი მხიარული" ზეციურ სიხარულში. გვიხმობს სატანაც - დაცემული ანგელოზი, ჯოჯოხეთის ჯურღმულისაკენ და წყვდიადის უფსკრულისაკენ გვეპატიჟება. ესეც ჩვენი თავისუფლება! თავისუფლება - ალაგმო შენი გულისთქმები, თავისუფლება - ვნების დამჭერი ეს აღვირი ჩამოიგლიჯო და მასთან ერთად დამღუპველი ლტოლვის სამოსი, თავისუფლება - იმხიარულო, იცინო, პირად ცხო-ვრებას წაეთამაშო, ფეხქვეშ გათელო, გახრწნა ყოველი, კიდევ თუ შენში ღირსეული და ლამაზი დარჩა რაიმე ამ წუთიერ და სწრაფმავალ სიცოცხლეში და საუკუნო ტანჯვითა ზღვავდე ნეტარების ამ უბ-ადრუკი მოჩვენებისათვის, თავისუფლება - ხანმოკლე დროში დაი-თმინო ვნებათა ცეცხლი, ცდუნების ალი, არ მოტყუვდე ტკბილი სი-ცრუით და სირინოზის მომნუსხველი სიმღერით და უბადრუკი, წუთიერი „სიამოვნება" არ გაცვალო შენს საკუთარ პირმშოობაზე! თა-ვისუფლება - აირჩიო მარადიული სიცოცხლე ან საუკუნო სიკვდილი!
   სწორედ ამ თავისუფლების წინაშეა საცდური „რამეთუ უნებლიედცა მომავალ არიან საცთურნი", რათა ჩვენი არჩევანი გამოიცადოს, მაგრამ მიუხედავად ამისა: „ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური".
 
 
 
             
               არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება